მსოფლიო ლატვიამ რუსებისთვის საზღვარი ჩაკეტა 2023, 24 ივნისი, 16:45 ედგარ რინკევიჩილატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი სოციალურ ქსელ ტვიტერში პოსტს აქვეყნებს იმის თაობაზე, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ლატვია წყვეტს რუსებისთვის ყველა სახის ვიზების გაცემას. "ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მდგომარეობას და ინფორმაციას ცვლის მოკავშირეებთან. საზღვრის უსაფრთხოება გაძლიერდა, მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთის მოქალაქეების ვიზა, ან საზღვარზე შესვლა არ განიხილება. ლატვიისთვის ამ დროისთვის პირდაპირი საფრთხე არ არის", - წერს მინისტრი რინკევიჩი. რაც შეეხება საქრთველოს, ჯერ ოფიციალური განცხადება არცერთ უწყებას, ან თანამდებობის პირს არ გაუკეთებია. სოციალურ ქსელებში კი ვრცელდება მოთხოვნა საქართველომ ჩაკეტოს საღზვარი რუსეთთან. 52 1-ს არ მოსწონს
|