x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კარგი მოსავალი და მავნებლებთან ბრძოლის მეთოდები ქიმიური საშუალებების გარეშე

იმისთვის რომ დარწმუნებულები იყოთ, მომავალი მოსავლის გადარჩენაში, სულ ცოტაც უნდა მოინდომოთ და თქვენი ნაკვეთიდან მავნებლები დააფრთხოთ.


image


აქ რამდენიმე ხრიკს წარმოგიდგენთ, რომელიც მცენარეების გადარჩენაში დაგეხმარებათ. ამასთან, მოსავალი ეკოლოგიურად სუფთა იქნება, ყოველგვარი ქიმიური მინარევების გარეშე.


1. მახრაimage

მახრა (ბოსტანა) — ყველაზე დიდი პრობლემაა საკარმიდამო მეურნეობისთვის. ის თესლს ანადგურებს, ხრავს ნარგავების ფესვებს და ბოსტნეულის ნაყოფს, რომელიც მიწის ქვეშ იზრდება (ბოლოკი, სტაფილო, კარტოფილი...). ბოსტანა, მცირე მეურნეობებისთვის, ერთ-ერთი უმთავრესი მავნებელი და მტერია. ამიტომ, საკითხი ამ მწერის მოცილებასთან დაკავშირებით, ყოველთვის დღის წესრიგშია.

იმ შემთხვევაში, თუ მათთან ბრძოლის ქიმიური საშუალებების გამოყენების მომხრე არა ხართ, არსებობს კარგად აპრობირებული, ეკოლოგიურად სუფთა მეთოდები. მათი რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია, მავნებლების რაოდენობის შემცირება, ან მისი საერთოდ მოცილება.


საპნის ხსნარი


ეს ყველაზე მარტივი და ადვილად გამოსაყენებელი მეთოდია. როგორც კი დაინახავთ ბოსტანას სოროს შესასვლელს, მოამზადეთ საპნის ხსნარი და წვრილ ნაკადად, პირდაპირ ხვრელში ჩაასხით! სულ 1-2 ლ. წყალი და მწერები სოროდან მაშინვე გამოცვივდებიან. ამის შემდეგ, მხოლოდ მათი დაჭერაღა იქნება საჭირო.

შენიშვნა: ზოგიერთ სპეციალურ ლიტერატურაში ნათქვამია, რომ მწერების სოროებიდან გამოსადევნად, «ნებისმიერი» საპნის და ასევე, სარეცხი ფხვნილის გამოყენება შეიძლება. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ფხვნილი ფოსფატებს, ოპტიკურ გამათეთრებლებს, სინთეტიკურ არომატიზატორებს და ბევრ სხვა დანამატს შეიცავს, რომლის ადგილი, ბაღ-ბოსტნების ნიადაგში, ნამდვილად არ არის! ამასთან, ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო საპონი ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ფხვნილი. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ მწერები სოროებიდან, საპნიანი ხსნარის ნაცვლად, სუფთა წყლის ჩასხმის შემდეგაც გამოდიან.


ხაფანგები


ხაფანგების დადება ცოტა შრომატევადია, მაგრამ, ამავდროულად, მოსახერხებელიც არის: დადგამთ ხაფანგებს ნაკვეთში და შეგიძლიათ სხვა საქმე აკეთოთ. ხაფანგი კი, 1-2 კვირა დამოუკიდებლად «იმუშავებს».


I. ჩასაფრება ქილითimage


ამ ხაფანგის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ბოსტანა მიწის ქვეშ მხოლოდ გათხრილ გვირაბებში მოძრაობს. თუ ამ გვირაბებთან 0, 5-0, 7 ლ–იან ქილებს ჩადგამთ, მავნებლები ადრე თუ გვიან, შიგნით მოხვდებიან.

ქილაში შეგიძლიათ წყალი ჩაასხათ (ნახევარზე). ამ შემთხვევაში, ტენის სახით, დამატებითი «ცდუნების» ეფექტი შეიქმნება.



II. თაფლიანი ხაფანგიimage


ჩადგით მიწაში შუშის ქილა და ზედა ნაწილში, სიმაღლის, დაახლოებით, 1/4-ზე არომატისთვის თაფლი წაუსვით. ქილას ზემოდან რკინის ფირფიტა გადაფარეთ და თივა დააყარეთ. ბოსტანასთვის კარგი სატყუარაა როგორც თაფლის სუნუ, ისე სითბო.


III. ხაფანგი ლუდითimage


0, 5 ლიტრიან შუშის ბოთლში ჩაასხით 100 მლ. ახალი ლუდი და დახრილ მდგომარეობაში (როგორც სურათზეა), მიწაში ჩამარხეთ. ამასთან, ბოთლის თავი ნიადაგს არ უნდა ეხებოდეს. ნიადაგი ჩაღრმავება უნდა მორწყოთ და ზემოდან, რკინის ფირფიტა, კრამიტი ან სქელი მუყაო გადააფაროთ. 7-10 დღის შემდეგ, ბოთლი ამოიღეთ.
ხაფანგი-სატყუარების დადგმა, რეკომენდებულია, დამუშავებული მიწის ნაკვეთის, ყოველ 4-5 კვ. მ-ზე.


«მსუბუქი ქიმია»image


არის კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც სახლის მცენარეების მწერებთან ბრძოლისას გამოიყენება და შედარებით დიდი მწერების მოსაგერიებლადაც გამოდგება. აქ საუბარია ასანთის თავებზე, რომელიც შეიძლება მწერების მოწამვლა, მცენარეებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ფოსფორს და გოგირდს, რომლებსაც ასანთის თავი შეიცავს, შეუძლია მომაბეზრებელი მავნებლები სამუდამოდ მოაცილოს ნათესებს:

დაასველეთ პური და მისგან კაკლის ხელა გუნდა გააკეთეთ > ჩაარჭვეთ მასში 10–12 ასანთი > როდესაც ასანთის თავები დასველდება და პურს შეერევა, ღეროები ამოიღეთ > პურის გუნდა კარგად აზილეთ, რომ მასში ფოსფორი და გოგირდი თანაბრად გადანაწილდეს.

გაყავით პური პატარ-პატარა ნაწილებად და მისგან ბარდისოდენა ბურთულები გააკეთეთ > მოათავსეთ ეს ბურთულები მწერის სოროებში, ერთმანეთისგან 0, 5–0, 7 მ-ის დაშორებით.


2. ბუგრიimage


ამ პატარა მავნებლების რიცხვის შემცირება, ერთი მარტივი ხერხით შეიძლება. ხელზე წებოვანი ლენტი დაიხვიეთ, წებოვანი მხარით გარეთ და მცენარეს შეეხეთ. მავნებლების რიცხვი საგრძნობლად შემცირდება.

გარდა ამისა, ბუგრი არასოდეს გაჩნდება იმ ადგილებზე, სადაც გერანი (ზეთის ნემსიწვერა (Pelargonium roseum) ხარობს.


3. ლოქორაimage


ლოქორას, ე. წ. ლოკოკინას ნიჟარის გარეშე, ძალიან დიდი ზიანის მიყენება შეუძლია მცენარისთვის, განსაკუთრებით ღამის საათებში. ამ მავნებლებთან გამკლავება შემდეგნაირად შეიძლება: ერთი მეტრის დაშორებით, მოათავსეთ პატარა კონტეინერები ლუდით ან რძით. კონტეინერი მიწაში ისე უნდა იყოს ჩაფლული, რომ მიწის ზედაპირზე მხოლოდ 1, 5 სმ-ზე იყოს ამოწეული.
შეიძლება ასევე, ფიჭვის და ნაძვის წიწვებით ბარიერების მოწყობა ნარგავების პერიმეტრზე. კვლებში მობნეული წიწვები, მცენარესთან არ მიუშვებს მავნებლებს.


4. კომბოსტოს თეთრულაimage


კომბოსტოს გადარჩენა, კომბოსტოს თეთრულასგან ძალიან რთულია. პატარა მუხლუხები მხოლოდ გარე ფოთლებს აზიანებენ, ხოლო დიდებს – კომბოსტოს თავში შესვლა და შიგნიდან გამოჭმა შეუძლია, რაც მცენარის განადგურებას იწვევს.

პეპლების თავიდან, უფრო სწორედ, კომბოსტოს ნარგავებიდან მოცილება, შეიძლება კომბოსტოს ირგვლივ კამის, კვლიავის ან ანისულის დათესვით.


5. კოღოimage


ამ სისხლისმწოველებს შეუძლიათ აგარაკზე დასვენება ჯოჯოხეთად გადააქციონ! მაგრამ, ისინი ვერ იტანენ მიხაკის, რეჰანის, ევკალიპტის და ანისულის სუნს. ამ მცენარეების ეთერზეთის რამდენიმე წვეთის ნათურაზე დასხმის და შემდეგ მისი ანთების შემთხვევაში, კოღოები მომენტალურად გაქრებიან.


6. კრაზანაimage


კრაზანების დაფრთხობა, ყავის «დაბოლებით» შეიძლება: ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაყარეთ 1 მუჭა დაფქული ყავა, მოუკიდეთ ცეცხლი, შემდეგ ჩააქრეთ – არომატული კვამლი მწერს მოახლოების საშუალებას არ მისცემს.


ამრიგად, მწერებისგან მოსავლის დასაცავად, სპეციალური ქიმიური საშუალების შეძენა საჭირო არ არის. გარდა იმისა, რომ ქიმიკატებით ბრძოლის მეთოდი, გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს, ჯანმრთელობისთვის საზიანოა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰიტლერის უკანასკნელი დავალება და სამარეში წაღებული საიდუმლო

* ძველეგვიპტური მუმიის რენტგენულმა კვლევამ აჩვენა, რომ... უძველესი მედიცინის საიდუმლოებები

* სამეფო კობრა – 11 საინტერესო ფაქტი ყველაზე შხამიანი გველის შესახებ

* ენის და მასზე არსებული ნადების ფერით, 12 დაავადების ამოცნობა შეიძლება...



4
89
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
89
  
2023, 11 ივლისი, 23:00
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 7 ივლისი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 ივლისი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 26 ივნისი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4