x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დააჯარიმეს თუ არა კურიერი "ტიკ-ტოკზე" პოლიციისა და კალაძის გინების გამო?
image

ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 6 დეკემბერს კურიერმა ირაკლი მილაძემ ტიკტოკი ჩაწერა, რომელშიც თქვა, რომ თბილისში, ე.წ. ბასლაინებში ბევრი მანქანა დადის, პოლიცია კი მათ შერჩევითად აჯარიმებს.


ამავე ვიდეოში მან აგინა თბილისის მერს, კახა კალაძეს (მისი სატრანსპორტო პოლიტიკის გამო) და პოლიციელებს.


“მაგ დღეს განსაკუთრებით მაგრად თოვდა. ათი საათი ვიმუშავე. ცალკე ვიყავი ნერვებმოშლილი, იმიტო რო დგეხარ საცობში, თოვლი გედება და გუნდა კეთდება შენს ჩაფხუტზე, ცალკე გაიხედავ და იქ [ბასლაინზე] ვიღაცები გულაობენ”, - იხსენებს ირაკლი.



ჩაწერიდან ორ დღეში მან აღმოაჩინა, რომ მის ნაქირავებ სახლთან, სოფელ დიღომში, შუშებდაბურული მანქანები იდგა. კიდევ ორ დღეში, ათ დეკემბერს, ეზოდან მოპედით რომ გავიდა, თეთრი მანქანა "კინაღამ დაეჯახა". “გზა გავაგრძელე. ვინც ორი ბორბლით ვმოძრაობთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ვერც კი წარმოვიდგენდი…”


ირაკლის თქმით, სუპერმარკეტ “ფრესკოს” დიღმის ფილიალთან მასთან უფორმო პოლიციელები მივიდნენ, პირადობა მოსთხოვეს და მანქანაში ჩასვეს.



“მარცხნიდან და მარჯვნიდან უკანა სავარძლებზე დასხდნენ სხვა პოლიციელები. წინ კიდე - ორი პოლიციელი. მკითხეს, შენ ვის შეაგინეო. მერე ოთხივემ დამიწყო ცემა. მაგინებდნენ და იმეორებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფას არავინ მაპატიებს”, - ამბობს იგი.


კურიერი იხსენებს, რომ ნაცემი პოლიციაში წაიყვანეს, ორი დღე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა და შემდეგ ბრალი წაუყენეს პოლიციის შეურაცხყოფისთვის.


როგორც შემდეგ აღმოაჩინა, "ტიკ-ტოკზე" დადებული ვიდეოს გამო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. პოლიციელებმა სასამართლოზე თქვეს, რომ უწყების ჩასაბარებლად იყვნენ მისულები, მან კი წინააღმდეგობა გაუწია და აგინა.


თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი 2000 ლარით დააჯარიმა. ერთ თვეში კი კიდევ 2000 ლარით, ამჯერად უკვე ტიკტოკზე გინებისთვის.


"სასამართლოს მოსაზრებით, გამოქვეყნებული ვიდეოს შინაარსი სცილდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს”, - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) 21 ივნისს გამოაქვეყნა.


სწორედ საია იცავს სასამართლოში ირაკლი მილაძის უფლებებს და მისი ისტორია სწორედ ამ ანგარიშიდან გახდა ცნობილი.


საიას ანგარიშში წერია, რომ "სასამართლოს განმარტებით, Tik-Tok მიიჩნევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ საზოგადოებრივ სივრცედ და ადგილად. ...[შესაბამისად] ნებისმიერ პირს ამ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისას აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები".


image

სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოქვეყნებული ვიდეოს შინაარსი გასცდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და დაადგინა, რომ "სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში ასახული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფა მოიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით განსაზღვრულ ქმედებას ...ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ნახა კონკრეტულმა პოლიციელმა და აღიქვა შეურაცხყოფად, რასაც მოჰყვა შესაბამისი შედეგი - სამართალდამრღვევი პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.“


ამ საქმის გარდა, ორგანიზაცია წერს კიდევ ერთ შემთხვევაზე - ქუთაისელმა პოლიციელს ფეისბუკპოსტში შეურაცხყოფა მიაყენა და დაჯარიმდა 2500 ლარით.


ამ ფაქტს მალევე გამოეხმაურა თბილისის მერია:


"გვინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ რიგი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, თით­ქოს, ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის კუ­რი­ე­რი სა­სა­მარ­თლომ 2 000 ლა­რით იმი­ტომ და­ა­ჯა­რი­მა, რომ თბი­ლი­სის მერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. ეს ინ­ფორ­მა­ცია არის სრუ­ლი ტყუ­ი­ლი და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბას.


სტა­ტია სა­თა­უ­რით - "კუ­რი­ერ­მა კა­ლა­ძეს "ტი­კ-ტოკ­ზე" აგი­ნა. სა­სა­მარ­თლომ ის ორი ათა­სი ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა“, ასე­ვე გავ­რცელ­და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით, რა­მაც მომ­ხმა­რე­ბელ­თა აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. თბი­ლი­სის მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტა­ტი­ის სა­თა­უ­რი უმ­ნიშ­ვნე­ლოდ და­კო­რექ­ტირ­და.


რო­გორც გა­ირ­კვა, ამ­ბა­ვი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მე­დი­ამ გუ­შინ აც­ნო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გა­სუ­ლი წლის 6 დე­კემ­ბერს მოხ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა 166-ე, 173-ე მუხ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რაც გუ­ლის­ხმობს სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ლან­ძღვა-გი­ნე­ბას და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას. ჯა­რი­მა სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ნი­სა­ზღვრა შე­სა­ბა­მი­სად.


აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხაზ­გას­მა, თით­ქოს ახალ­გაზ­რდა და­ჯა­რიმ­და მხო­ლოდ და მხო­ლოდ თბი­ლი­სის მე­რის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბის გამო, არის სრუ­ლი ტყუ­ი­ლი, კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­ის მიერ აგო­რე­ბუ­ლი მო­რი­გი პრო­ვო­კა­ცია და კახა კა­ლა­ძის რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის მცდე­ლო­ბა.


გვინ­და, მო­ვუ­წო­დოთ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, პა­ტი­ვი სცენ სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც მათ­გან ელო­დე­ბა არა ყალბ და და­მა­ხინ­ჯე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, არა­მედ რე­ა­ლურ ფაქ­ტებს.


აქვე შე­ვახ­სე­ნებთ ყვე­ლას, ცი­ლის­წა­მე­ბა და­ნა­შა­უ­ლია, რო­მე­ლიც ის­ჯე­ბა კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.


0
113
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0