იარაღი და ტექნიკა განთქმული ქართული ხმალი “ჭოლაური,” რომლის ბადალი ძველად ძნელად მოიძებნებოდა 2023, 22 ივნისი, 15:42 ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერ ომში ამა თუ იმ მეომარი მხარის წარმატებას საბრძოლო მომზადებასა და მორალურ სიმტკიცესთან ერთად მნიშვნელოვანწილად აღჭურვილობა და შეიარაღებაც განსაზღვრავს. ჩვენს წინაპრებს ეს კარგად ესმოდათ და ამიტომ ქართული იარაღი ძველად კიდით კიდემდე განთქმული იყო. ამ სტატიაში ლეგენდარულ ქართულ ხმალ “ჭოლაურს” შევეხებით და მასზე ვისაუბრებთ:
“ჭოლაური” ძირითადად დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ხმალი იყო და ის ცხენდაცხენ ბრძოლებში გამოიყენებოდა. ეს იყო ულამაზესი ხმალი, რომელსაც მხედრები ყველაზე აქტიურად იყენებდნენ. სწორედ “ჭოლაურებით” იყვნენ აღჭურვილები სოლომონ I-ის მეომრები 1757 წელს, ხრესილის ბრძოლის დროს. ამ ხმლებით მოიპოვა მაშინ ჩვენმა ჯარმა გადამწყვეტი წარმატება. რუსებმა ამ ხმლის დიზაინი საქართველოდან მოიპარეს. ცნობილი რუსული ხმალი, “შაშკა, ” რომელიც ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა 1881 წელს დაამზადა, ქართული “ჭოლაურის” ზუსტი ასლი გახლდათ. არადა, ეს ფაქტი არც მანამდე და არც მას შემდეგ არცერთ რუს ისტორიკოსს არ უხსენებია. “ჭოლაური” იმდენად პოპულარული ხმალი იყო, რომ 1825 წელს, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებიდან 25 წლის თავზე რუსეთის იმპერიამ თბილისში სპეციალური ექსპედიციაც კი მოავლინა, რათა მისი ჭედვის ხელოვნება შეესწავლათ. თბილისის მთავარმა პოლიცმაისტერმა ხმლების ცნობილი ქართველი ოსტატები, ძმები ელიზარაშვილები დაიბარა და გაციმბირებით დაემუქრა მათ, თუ ისინი ამ ხმლის დამზადების ტექნოლოგიას რუსებს არ გაუმხელდნენ. ელიზარაშვილებმა რუსებს გაუმხილეს “ჭოლაურების” დამზადების საიდუმლო და რუსებმაც სწორედ ამ ცოდნის ბაზაზე შექმნეს მსოფლიოში ცნობილი ზლატოუსტის საწარმო. “ჭოლაური” იმდენად პოპულარული ხმალი იყო, რომ მას ეს ხალხური ლექსიც კი მიეძღვნა: მე ვარ ხრმალი, ჭოლაური, მცველი იმერ-ამერისა, ძარღვი მომდევს ხალიბური რკინის, პირველნაკვერისა. მტერი კაფე, მალაპლაპე, ჯავრი ნუ გაქვს შამოკვრისა, მე რად მინდა სამარქაფე, ნაფერი ვარ ჯადოქრისა. შემამკობიც დამილოცე მოლიცლიცე ფიალითა, მემრე კვალში ჩამიდექი, გაგიძღვები წკრიალითა. 357 შეფასება არ არის
|