x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ დადიან არაბი ქალები მხოლოდ შავებში, კაცები კი თეთრებში? - მიზეზი მართლაც გაგაოგნებთ!

image


მუსლიმური ქვეყნების მაცხოვრებლების კულტურული ღირებულებები და მენტალიტეტი ბევრი ევროპელისთვის უცხო და გამაოგნებელია. ამ ქვეყნებში ოჯახის მართვიდან დაწყებული სამოსის არჩევით დასრულებული ყველაფერი რელიგიას უკავშირდება. არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩასული ტურისტები აუცილელად შენიშნავდნენ ერთ თავისებურებას, კერძოდ იმას რომ არაბი მამაკაცები გრძელ თეთრ, თავისუფალ სამოსში არიან გამოწყობილები, ქალები - კი შავებში. რასთან არის დაკავშირებული ასეთი დაყოფა? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამას გავარკვევთ.



როგორ გამოიყურება არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალბატონთა გარდერობი?


image


არაბული ქვეყნების თითქმის მთელი ადგილობრივი მოსახლეობა ისლამს აღიარებს. რელიგია იქ მცხოვრები ადამიანების ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე სახასითო კვალს ტოვებს, გამონაკლისი არც სამოსია. ქალების დრეს - კოდის თავისებურებები შარიათისა და ყურანის კანონებით არის ნაკარნახევი. ასე რომ მუსლიმმა ქალებმა სახლიდან გასვლისას სავალდებულოა საკუთარი სილამაზე გარეშე თვალისგან საგულდაგულოდ დამალონ, ეს აკრძალვა არ ეხება ხელებს და თვალებს. ითვლება, რომ ამ გზით ერთგული მუსლიმი ქალი სიწმინდეს და თავმდაბლობას გამოხატავს.


image


არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გოგონების აღზრდას, ამიტომ ისინი ბავშვობიდან პატივს სცემენ მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. ერთი შეხედვით, ადვილი არ არის იმის გაგება, თუ რა განსხვავებაა მუსლიმ ქალთა გარდერობის სხვადასხვა ელემენტს შორის. აბაია არაბი ქალების ეროვნულ სამოსად ითვლება. ეს გრძელი, გაუმჭვირვალე ქსოვილისგან შექმნილი გრძელი თავისუფალი კაბა, სახელოებისა და ქამრის გარეშე მთელ სხეულს კისრიდან ფეხებამდე ფარავს. მისი ტარება სავალდებულოდ ითვლება, როცა ქალი ქუჩაში გადის.

image


აღმოსავლელი ლამაზმანები თავის დასაფარად ჰიჯაბს, ნიქაბს ან ფარანჯას იყენებენ. ტუალეტის დეტალები ერთმანეთისგან სიმძიმის ხარისხით განსხვავდება, თუ ჰიჯაბი თმას, ყურებს და მხრებს მალავს, ნიქაბი და ფარანჯა ღიას მხოლოდ თვალებს ტოვებს. არჩევანი დამოკიდებულია იმ ოჯახის აღზრდაზე, რელიგიურობასა და ტრადიციებზე, რომელშიც გოგონა გაიზარდა.


image


რადგან საყვარელი ქალის სილამაზით ტკბობა მხოლოდ ქმარს, ახლო ნათესავებს ან მეგობრებს შეუძლია, ის თავად იღებს გადაწყვეტილებას რამდენად გულმოდგინედ დაიფარავს თავს გარშემომყოფებისგან. ეს ტრადიცია უპირველეს ყოვლისა ღრმა პატივისცემას გამოხატავს. ფარანჯა - ხალათის მსგავსი უხელო სამოსია, რომელიც მთლიანაც ფარავს სხეულს და სახეს.


image


ამ სამოსის ტიპს განეკუთვნება ბურკაც, რომელიც სრულიად ფარავს ქალის სხეულის ზედა ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტარება სავალდებულოდ არ ითვლება, ხშირად შეგიძლიათ შეხვდეთ არაბ ქალებს ქუჩაში ფარანჯით.


image


თუმცა არც აღმოსავლელი ლამაზმანებისთვის არის უცხო ბრბოში გამორჩევის სურვილი. ამისთვის ისინი კოსმეტიკური საშუალებებით მაქსიმალურად ცდილობენ თვალების სილამაზის ხაზგასმას, ხოლო შავი სამოსის ზემოდან კაშკაშა ორნამენტებიან შარფებს ატარებენ.





არაბი მამაკაცის ტანსაცმლის თავისებურებები


image


არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მამაკაცის ეროვნულ სამოსად თეთრი კანდურა ითვლება. ეს გახლავთ გრძელი, თავისუფალი კაბა, რომელიც პერანგისა და შარვლის ზემოდან იცმევა. გარდერობის ამ ატრიბუტის ფერი კლიმატურ მახასიათებლებთან არის დაკავშირებული, გამომდინარე იქიდან რომ მამაკაცები ხშირად იმყოფებიან ქუჩაში, თეთრი ტანსაცმელი მათ გადახურებისგან იცავს.


image


თანამედროვე კანდურას აქვს საყელო და ჯიბეები. მის სისუფთავეს არაბები დიდ ყურადღებას აქცევენ, ამიტომ რიგითი მამაკაცის გარდერობში შეიძლება კანდურას 50-ზე მეტი მსგავსი ტიპის ვარიანტიც კი იყოს. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დასაშვებია ზოგადად მიღებული ნორმებიდან გადახვევა.


image


წელიწადის ამ დროს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქუჩებში ხშირად შეხვდებით კრემისფერ ან ლურჯ სამოსში გამოწყობილ მამაკაცებს.




რატომ არის ასეთი კონტრასტი? სამოსში ფერების ასეთი უჩვეულო არჩევანის 3 ვერსია არსებობს.


image


1. ლიდერი ოჯახში. თეთრი ფერის სამოსი ხაზს მამაკაცის დომინანტურ როლს უსვამს. ფიგურალურად მუქ ტანსაცმელში, ქმრის უკან თავმდაბლურად მიმავალი ქალი მის ჩრდილად ითვლება.


image


2. უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა. მეორე ვერსიით, სამოსში ფერის კონტრასტს უძველესი ფესვები აქვს, ვინაიდან ადრე არაბები მომთაბარე ცხოვრების წესს ეწეოდნენ, მათ ღამით მძარცველების თავდასხმების ეშინოდათ. მუქი სამოსელი ქალებს სიბნელეში შეუმჩნევლად დარჩენაში ეხმარებოდა.


image


3. სახლზე ზრუნვა უპირველეს ყოვლისა. მცხუნვარე მზის ქვეშ ქალებისთვის შავ სამოსში სახლიდან შორს დიდი ხნით ყოფნა ადვილი არ არის, რადგან ასეთი ტანსაცმელი მზის შუქს იზიდავს, ამიტომ ისინი მას იმიტომ ატარებენ რომ სახლში ადრე დაბრუნდნენ.


image


თუმცა მუსლიმი ქალების უფლებებზე ძალიანაც ნუ იდარდებთ. მკაცრი რელიგიური პრინციპების მიუხედავად, მათი უმრავლესობა საკუთარი მდგომარეობით სავსებით კმაყოფილია. სხვათა შორის, ქალბატონებს სახლში საყვარელი ადამიანების თანდასწრებით მკვეთრი და თამამი სამოსის ჩაცმას არავინ უკრძალავს.


image











0
1115
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1115