x
image
თამილა გურაშვილი
და ვინჩის ნათება და პლანეტების აღლუმი: რა სიურპრიზი მოამზადა ზაფხულის მზებუდობამ
image
მზის სისტემის 2 პლანეტა ერთმანეთთან ახლოს იქნება დედამიწის შუქით განათებულ მთვარესთან ერთად.



2028 წლამდე პლანეტების ასეთი უნიკალური აღლუმის ნახვა შეუძლებელი იქნება. ზაფხულის მზებუდობის პერიოდში მარსი, ვენერა და მთვარე ცაზე გვერდიგვერდ იქნებიან მართკუთხა სამკუთხედის სახით. ამ შემთხვევაში, მთვარის ნაწილი განათდება დედამიწიდან არეკლილი სინათლით და ეს ფენომენი ცნობილია როგორც და ვინჩის ნათება, წერს Live Science-ი.




ასტრონომიული ზაფხული დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში საოცარი კოსმოსური ფენომენით დაიწყება.


21 ივნისს დადგება ზაფხულის მზებუდობა, ანუ, მზე იქნება ცის უმაღლეს წერტილში და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ წლევანდელი ზაფხულის მზებუდობა არ იქნება ჩვეულებრივი, რადგან საღამოს ბინდიში შეგიძლიათ იხილოთ მარსი, ვენერა და მთვარე ცაზე, რომელიც განათებული იქნება დედამიწიდან არეკლილი შუქით.




სინამდვილეში, ბუნებრივია, დედამიწა არ ასხივებს სინათლეს, არამედ ირეკლავს მზის სინათლეს, მაგრამ როდესაც ეს შუქი ჩვენს თანამგზავრს ეცემა, მთვარის ნაწილი, რომელიც თხელი ნახევარმთვარის მსგავსია, ანათებს "დედამიწის შუქით". ამ ფენომენს და ვინჩის ნათება ჰქვია .



image

საღამოს ცაზე ასე ახლოს, დედამიწიდან არეკლილი შუქით განათებული 2 პლანეტა და მთვარე ცაზე ხილული არ იქნება 2028 წლის 28 მარტამდე, ამბობენ ასტრონომები. აქედან გამომდინარე, ღირს ამ ფენომენისთვის ყურადღების მიქცევა, რომელიც დასავლეთში 21 ივნისის საღამოს, შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევი იქნება.





სინამდვილეში, ყველაზე თხელი ნახევარმთვარის დანახვა უკვე შესაძლებელი იყო ორშაბათს, 19 ივნისს, გვიან. მთვარის ზედაპირის მხოლოდ 3% იყო მზის შუქით, დანარჩენი კი დედამიწიდან არეკლილი სინათლით განათებული. მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება, სავარაუდოდ, რთული იყო, რადგან ეს ფენომენი ჩანდა ნათელი მზის ჩასვლის ფონზე და მოხდა მხოლოდ დასავლეთში.




სამშაბათს, 20 ივნისს, გვიან საღამოს, უკვე შეგიძლიათ სცადოთ მთვარის დანახვა, რომლის ზედაპირის მხოლოდ 8% იქნება განათებული მზის შუქით. ამ დროს უკვე დაიწყება პლანეტების აღლუმი და მთვარე იქნება საკმაოდ კაშკაშა ვენერას გვერდით, მარსი კი მაინც ბუნდოვანი იქნება.




ამიტომ, მეცნიერთა აზრით, სპეციალური კოსმიური ფენომენის დასაკვირვებლად საუკეთესო დროა მხოლოდ 21 ივნისის ოთხშაბათის საღამო, როდესაც ზაფხულის მზებუდობის დაწყების შემდეგ პირველი ბინდი ჩნდება. ამ დროს მთვარე 13%-ით განათდება და მართკუთხა სამკუთხედის სახით ვენერასა და მარსის გვერდით იქნება. მარსი ამ საღამოს უფრო კაშკაშა იქნება, მაგრამ მეცნიერები მის დასანახად ბინოკლების გამოყენებას მაინც გვირჩევენ.



იგივე თვალწარმტაცი სპექტაკლს იხილავთ ხუთშაბათს საღამოს, 22 ივნისს, როდესაც მთვარის ზედაპირის 21% მზის შუქით იქნება განათებული, დანარჩენი კი დედამიწიდან არეკლილი სინათლით.




0
55
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0