x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
6 მუხლი საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც დღეს დასჯადი აღარ არის
image

"გაუმარჯოს ჩვენს სასამართლოს, მსოფლიოში ყველაზე ჰუმანურ სასამართლოს!" (Да здравствует наш суд, самый гуманный суд в мире!)-უკვდავ კომედიაში შეფარული ირონიით ათქმევინა ლეონიდ გაიდაიმ ვიცინის გმირს.


დიახ, საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებდა სასჯელებს იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც სხვა ქვეყნებში საერთოდ არ იყო დასჯადი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსის ბევრი მუხლი აღარ არის აქტუალური. და მიზეზი არის ის, რომ ასეთი დანაშაულები არ არსებობს, ასევე საზოგადოების დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა მსგავსი ქმედებების მიმართ.



1. საბჭოთა ქვეყანაში მათხოვრები არ არიან



კანონმდებლობით სსრკ-ში მოქალაქე მაწანწალა ან მათხოვარი არ შეიძლება ყოფილიყო. ამ კანონის პირველად დარღვევა ისჯებოდა ადმინისტრაციული ჯარიმით და გაფრთხილებით, მაგრამ განმეორებით დაკავებისას ზომები უფრო მკაცრი იყო. სისხლის სამართლის კოდექსი 1 წლამდე იძულებით შრომას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.


2.მუქთახორა


ზედიზედ 4 თვეზე მეტი არა შრომითი შემოსავლის ხარჯზე ცხოვრება მკაცრად ისჯებოდა სსკ 209 მუხლით .მასში ხვდებოდნენ ადამიანების კატეგორია, რომლებმაც საზოგადოებრივ სასარგებლო შრომაზე უარი თქვეს. პარაზიტული ცხოვრების წესისთვის რეალურად პატიმრობა ან 4 წელი გამოსასწორებელი იძულებითი შრომა ელოდათ.


3.გადამყიდველები(ხალხში "ბარიგები")


სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი მიესადაგებოდა იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყიდულობდნენ და ყიდდნენ საქონელს მოგების მიზნით. საბჭოთა კავშირში ამ დანაშაულს სპეკულაცია ერქვა. ასეთი ქმედებები ისჯებოდა 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ქონების კონფისკაციით. დღეს საკმაოდ რთულია იმის გაგება, თუ რაში მდგომაროებდა მოქალაქეების უკანონო ქმედებები.



4 კუსტარულად გამოხდილი სპირტიანი სასმელი


დღეს, პირადი სარგებლობისთვის არყის გამოხდა აბსოლუტურად უცოდველი საქმიანობაა. თუმცა, სსრკ-ში, ამისათვის საკმაოდ სოლიდური ჯარიმა იყო, ას მანეთამდე, არამედ გამოსასწორებელი შრომაც. იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაამტკიცებენ, რომ სპირტიან სამსელს აწარმოები გაყიდვის მიზნით, მაშინ სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლი ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე, საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლებელი იყო 300 მანეთი ჯარიმის გადახდაა.


5.მავნებლობა

მავნებლობა, სამშობლოს ღალატი, საბოტაჟი, საზღვარგარეთ გაქცევა, შეიარაღებული აჯანყება, ქვეყნის მრეწველობისთვის ზიანის მიყენება და ა.შ. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მკაცრად ისჯებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით.(აქედან ზოგიერთი რამ დასჯადია უმეტეს ქვეყნებში)


თუმცა 1961 წლიდან ეს მუხლი გაუქმდა და ის 69-ე მუხლმა „მავნებლობამ“ შეცვალა. ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და სხვა ქონების დაზიანებისთვის სასჯელი საკმაოდ დიდი იყო 7-დან 15 წლამდე ქონების კონფისკაციით.



6.ჰომოსექსულიზმი


1920-იან წლრბში საბჭოთა კავშირი ჰომოსექსუალიზმის მიმართ საკამოდ ტოლერანტული იყო, მონაწილეობდა სხვადასხვა კონგრესებში, ქვეყანაში ჩამოდიოდნენ სექსუალური რეფორმების ფუძემდებელები.


თუმცა ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, როდესაც გენრიხ იაგოდამ, კრემლს განუცხადა, რომ პედერასტები, რომლებიც აწყობენ ორგიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, არა მარტო რყვნიან აბსოლუტურად ჯანმრთელ ახალგაზრდებს, არამედ თავისკენ იბირებენ კიდეც. 1934 წლიდან ამოქმედდა 121-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა მამათმავლობის დასჯას. ითვლებოდა, რომ ეს ქმედებები პიროვნების წინააღმდეგ იყო მიმართული და ითვალისწინებდა 5 წლამდე პატიმრობას. დამამძიმებელი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში სასჯელი შეიძლება 8 წლამდე გაზრდილიყო. ეს კანონი მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.


3
521
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
521
  
2023, 11 ივლისი, 22:58
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 4 ივლისი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 ივნისი, 23:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3