![9 მომენტი ცნობილი ფილმებიდან,
რომლებიც მაყურებელს განსაკუთრებით
აღიზიანებს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202306/2023061913183789693.jpg)
ფილმებზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება, მათ შორის უარყოფით კლიშეებზეც, რომლებიც მაყურებელს ასე ძალიან აღიზიანებს:
1. როცა ბოროტმოქმედს მთელი სამყაროს განადგურება სურს
მძაფრსიუჟეტიან და ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში ბოროტმოქმედებს რატომღაც ყოველთვის დიდი ამბიცია აქვთ და თითქმის ყოველთვის მსოფლიოს დაბატონება ან დედამიწაზე ყველაფრის გაქრობა სურთ. რაც მთავარია, ფილმის მთავარი გმირი ყოველთვის ახერხებს მის შეჩერებას და დედამიწის დახსნას. სიუჟეტი იმდენად გადაღეჭილია, რომ მაყურებელმა ისედაც იცის ფინალში რა მოხდება.![9 მომენტი ცნობილი ფილმებიდან,
რომლებიც მაყურებელს განსაკუთრებით
აღიზიანებს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202306/2023061913224689693.jpg)
2. ძალიან სწრაფი მოქმედების სცენები
ბრძოლები ფენტეზი ფილმებში და ჩხუბი ბოევიკებში ყველას უყვარს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ბრძოლა კარგადაა გადაღებული და სცენები ძალიან სწრაფად არ იცვლება ხოლმე. ხშირად, იმის გადმოსაცემად თუ როგორი ქაოსია ბრძოლის ველზე, რეჟისორები სწორედ ამ ხერხს მიმართავენ ხოლმე, საბოლოოდ კი სცენა ნორმალურად აღარ ჩანს.![9 მომენტი ცნობილი ფილმებიდან,
რომლებიც მაყურებელს განსაკუთრებით
აღიზიანებს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202306/2023061913265589693.jpg)
3. როდესაც მთავარი გმირი ბოროტმოქმედთან შედარებით არ ჩანს
ბოროტმოქმედს წესით ნაკლები გულშემატკივარი უნდა ჰყავდეს, ვიდრე მთავარ გმირს, თუმცა ხშირად მაყურებელი სწორედ ბოროტების მხარეს, უფრო სწორედ კი შემსრულებელი მსახიობის მხარესაა ხოლმე.
![9 მომენტი ცნობილი ფილმებიდან,
რომლებიც მაყურებელს განსაკუთრებით
აღიზიანებს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202306/2023061913293589693.jpg)
4. ჩუმი დიალოგები
მათთვის, ვინც ფილმებს სხვა ენაზე გადათარგმნილს უყურებს ეს პრობლემა არ ექმნება, ორიგინალუ ვერსიის ყურებას რა თქმა უნდა თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ მაყურებელი ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ დიალოგები ძალიან ჩუმია, ჩხუბის სცენები და მსხვრევის ხმა კი პირიქით ხმამაღალი.![9 მომენტი ცნობილი ფილმებიდან,
რომლებიც მაყურებელს განსაკუთრებით
აღიზიანებს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202306/2023061913325989693.jpg)
5. როდესაც თინეიჯერის როლს უკვე “ასაკიანი" მსახიობები ასრულებენ
არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა "თამაშის ასაკი". კინოს რეალობაში ეს ნიშნავს, რომ 25 წლის მსახიობებს შეუძლიათ სკოლის მოსწავლეების როლის თამაში. მაგრამ მაინც საჭიროა ზომიერება, რადგან ხანდახან ასაკობრივი შეუსაბამობა ძალიან შესამჩნევია.![9 მომენტი ცნობილი ფილმებიდან,
რომლებიც მაყურებელს განსაკუთრებით
აღიზიანებს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202306/2023061913350389693.jpg)
6. ქრონომეტრაჟის გაზრდა
ალბათ, უკვე შეამჩნევდით, რომ ფილმების ხანგრძლივობა უკვე 120 წუთზე ნაკლები იშვიათადაა. მაგრამ მაყურებელი უკმაყოფილოა იმით, სიუჟეტი ხშირად იწელება და მთელი ისტორიის ჩატევა ნაკლებ დროშიც შეიძ;ლლებოდა.![9 მომენტი ცნობილი ფილმებიდან,
რომლებიც მაყურებელს განსაკუთრებით
აღიზიანებს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202306/2023061913370789693.jpg)
7. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელ ქალებს ყოველთვის შესანიშნავი გარეგნობა აქვთ
ფილმებში, პოლიციაში მომუშავე გმირები, როგორც წესი, ისე გამოიყურებიან თითქოს მოდის ჟურნალის გარეკანიდან იყვნენ გადმოსულები. მათ აქვთ სრულყოფილი მაკიაჟი, ტუშიც კი არასოდეს ჩამოსდით და ა. შ. ამასობაში, ოფისის მუშაკებსაც კი უწევთ დროდადრო მაკიაჟის შესწორება.![9 მომენტი ცნობილი ფილმებიდან,
რომლებიც მაყურებელს განსაკუთრებით
აღიზიანებს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202306/2023061913394589693.jpg)
8. უადგილო ხუმრობები
ხუმრობები რა თქმა უნდა ფილმებს ახალისებს, თუკი სცენარისტებს ზედმეტი არ მოსდით ხოლმე. “მაღიზიანებს, როცა ფილმში ძალიან ბევრი ხუმრობაა, რაც მთავარ სიუჟეტს აკნინებს და ყველაფერს, რაც ხდება, ნაკლებად სერიოზულს ხდის. ნაწილობრივ, ეს მოდა დაიწყო მარველის კინემატოგრაფიულ სამყაროში. მაგრამ თუ კომედია მინდა, კომედიას ვუყურებ. და საერთოდ არ ველოდები ხუმრობებს დრამაში ან სამოქმედო ფილმში."- წერენ მომხმარებლები.![9 მომენტი ცნობილი ფილმებიდან,
რომლებიც მაყურებელს განსაკუთრებით
აღიზიანებს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202306/2023061913415789693.jpg)
9. უიღბლო პირად ცხოვრებაში, მაგრამ მდიდარი და წარმატებული კარიერაში
მთავარი გმირი უბრალოდ განწირულია პირად ცხოვრებაში არეულობისთვის. მაგალითად, ჯეიმს ბონდს ყველა ფილმში ჰყავს ახალი შეყვარებული. სად მიდის ყველა ძველი? რაც მთავარია, ის სპორტული მანქანების და დიზაინერული ნივთების მოსიარულე რეკლამაა.![9 მომენტი ცნობილი ფილმებიდან,
რომლებიც მაყურებელს განსაკუთრებით
აღიზიანებს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202306/2023061913440289693.jpg)