x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველაზე მსხვილი ავტოკატასტროფა მსხვერპლის მიხედვით საბჭოთა კავშირის ისტორიაში
image

ეს იყო ყველაზე მსხვილი ავტოსაგზაო შემთხვევა სსრკ-ს და მის შემდეგ სამართლამემკვიდრის, რუსეთის ისტორიაში მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით რომელიც მოხდა 1966 წლის 17 ივნისის პარასკევის დილით პუშკინოს მახლობლად, სოფელ მამონტოვკაში.



აკულოვო-პუშკინოს მარშრუტზე მგზავრებით გადატენილი ავტობუსი ამობრუნდა და გადავარდა მამონტოვსკის წყალსატევში, მამონტოვსკაიას პლატფორმასთან, რის შედეგადაც 74 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.



1966 წლის აპრილში, პირველი კატეგორიის მძღოლმა, 1941 წელს დაბადებულმა ალექსეი ვოზიაკოვმა, ივანტეევსკოეს ავტოპარკში დაიწყო მუშაობა.



1966 წლის 17 ივნისს, დილის 6:20 საათზე, იგი აკულოვო - პუშკინოს No23 მარშრუტზე მიუჯდა ზილ -158 ავტობუსის საჭეს (№ ЮАМ-21-90). გამგზავრებამდე მანქანას ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა, არანაირი გაუმართაობა არ გამოვლენილა.


image

ვოზიაკოვმა მოახერხა 6 რეისის განხორციელება No23 მარშრუტზე, როდესაც 8:10 საათზე ავტობუსი კვლავ გამოვიდა აკულოვოს სადგურიდან. მიუხედავად იმისა, რომ ზილ-158-ის ნომინალური ტევადობა იყო 60 მგზავრი, ვოზიაკოვმა 87 მგზავრი აიყვანა, რის გამოც ავტობუსი გადატვირთული იყო.

image


კუზნეცკის მოსტის ქუჩაზე მცირე დაღმართზე . ვოზიაკოვი 60 კმ/სთ სიჩქარით დაეშვა (არა და ამ მონაკვეთზე მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ-ში იყო დაშვებული), რის შემდეგაც მძღოლმა კონტროლი დაკარგა, ჩაუარა სოფლის საბჭოსთან გაჩერებას, გადავიდა ტროტუარზე, გადაბრუნდა მარჯვენა მხარეს და ჩავარდა წყალსატევის ყველაზე ღრმა ნაწილში. სიცხის გამო ავტობუსში ფანჯრები ღია იყო, რამაც სალონის დატბორვა დააჩქარა. კარები წყლის ქვეშ მოექცა, რის გამოც მგზავრების უმეტესობას დამოუკიდებლად გამოსვლა ვერ შეძლო.

image

ვოზიაკოვმა მგზავრების გადასარჩენისთვის არავითარი ზომები არ მიიღო. იმის გამო, რომ მძღოლის კარი წყლის ზემოთ მოექცა, გადაბრუნებისთანავე მან მაშინვე დატოვა ავტობუსი, გავიდა ნაპირზე და ფეხით გაემართა თავის ბინაში, იქვე ახლოს, სპორტივნაიას ქუჩაზე, საერთო საცხოვრებელში.


თვითმხილველების თქმით, მან წინა დღით ბევრი დალია და სახლში მისული მზესუმზირის ზეთით ცდილობდა ალკოჰილის სუნის გაქრობას.


შემთხვევის ადგილზე ახლოს იმყოფებოდა მილიციის კურნსანტი ევგენი ივანოვი, იყი წყალში შევიდა და ღია ფანჯრებიდან რამდენიმე მგზავრის, მათ შორის კონდუქტორის გამოყვანა მოახერხა. შემდეგ მან მოახერხა მძღოლის კაბინაში შეძრომა და სამგზავრო კარების გაღება. ამან კიდევ რამდენიმე მგზავრს გამოსვლის საშუალება მისცა, მაგრამ ავტობუსი კიდევ გადაიხარა და საბოლოოდ თავდაყირა დადგა.


თითქმის მაშინვე გაჩნდა ადგილზე სამაშველო ამწე, მაგრამ როდესაც ავტობუსის აწევას ცდილობდა, ის თავად კინაღამ წყალში ჩაყირავდა.


საათნახევრის შემდეგ, უფრო მძლავრი ამწის საშუალებით, ავტობუსი ნაპირზე გადაიტანეს ჩამოსულმა მყვინთავებმა დაღუპულთა ცხედრები წყლიდან ამოიღეს.


ვოზიაკოვი 20 ივნისს დააკავეს და 25 აგვისტოს მოსკოვის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაასამართლეს რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მან სრულად მოიხადა ვადა, რის შემდეგაც დაბრუნდა მამონტოვკაში .თუმცა დაღუპულთა ახლობლების შურისძიების შიშით, მეორე დღესვე ოჯახთან ერთად დატოვა იქაურობა . მისი შემდგომი ბედი უცნობია.


ავტოკატასტორფის შესახებ ინფორმაცია მედიაში პრაქტიკულად არ გაჟღერებულა. ტრაგედიის მომდევნო დღეს, 18 ივნისს მხოლოდ გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ ძალიან მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლა.


„სოფელ მამონტოვკაში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ავტობუსთან მიმართებაში, არის მსხვერპლი".


ოდნავ მოგვიანებით ივანოვის გმირული საქციელი პრესის განსჯის საგანი გახდა, მისი ფოტოები გაზეთებში განთავსდა და რამაც შემდგომში საშუალება მისცა მას დაკარგული მშობლები ეპოვა.


ტრაგედიიდან მხოლოდ 50 წლის შემდეგ 2016 წლის 17 ივნისს ავარიის ადგილზე დამონტაჟდა მემორიალური აბრა დაღუპულთა სახელებით.

image

0
357
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0