x
image
თამილა გურაშვილი
2023 წლის 17 ივნისს პლანეტების აღლუმი გაიმართება: რა ემუქრება დედამიწელებს?
image
2023 წლის 17 ივნისს ცაზე ხუთი პლანეტის აღლუმი გაიმართება, ისინი ერთ ხაზზე და ჰორიზონტთან მკვეთრი კუთხით განლაგდებიან.




სატურნი „აღლუმის ხაზზე“ პირველ ადგილს დაიკავებს. ის ყველაზე მაღლა აიწევს უკვე 16 ივნისს მერწყულის თანავარსკვლავედში. დანარჩენი პლანეტები შეუერთდებიან მეორე დღეს. ნეპტუნი ოდნავ მარცხნივ და სატურნის ქვემოთ იქნება თევზების თანავარსკვლავედში, იუპიტერი კიდევ უფრო დაბლა დაიწევს - ვერძის თანავარსკვლავედში, რასაც მოჰყვება ურანი, მერკური იქნება უკანასკნელი, რომელიც კუროს თანავარსკვლავედში დადგება.




ხუთივე პლანეტა ხილული იქნება აღმოსავლეთ ჰორიზონტის ზემოთ და ოდნავ მარჯვნივ გათენებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე. მერკური ხილული იქნება თითქმის ჰორიზონტზე, შემდეგ, მარცხნიდან მარჯვნივ ურანი, იუპიტერი, ნეპტუნი და სატურნი. ურანის და ნეპტუნის სანახავად საჭიროა ბინოკლები.




პლანეტები განლაგდებიან ცაზე ერთ ხაზზე. ეს ნიშნავს, რომ ისინი შეიკრიბებიან მზის სისტემის ვიწრო სექტორში დედამიწისა და მზის ერთ მხარეს. როცა რამდენიმე პლანეტა ერთ რიგში განლაგდება ერთმანეთის მიყოლებით, მათ შორის ასევე, პლუტონიც კი, რომელიც ახლა პლანეტად არ ითვლება, ეს მოვლენა იქნება ლამაზი და ამაღელვებელი.


image



ზოგიერთი საკმაოდ სერიოზული ასტრონომისა და გეოფიზიკოსის აზრით, პლანეტები, როცა განლაგდებიან დედამიწის ერთ მხარეს, გავლენას ახდენს მის გარშემო არსებულ გრავიტაციულ ველზე. რის შედეგადაც, ჩვენი პლანეტის ბირთვი, ასევე ტექტონიკური ფირფიტები, რომლებიც ზედაპირთან უფრო ახლოს მდებარეობს განიცდიან ზემოქმედებას. დიდი გიგანტების, განსაკუთრებით იუპიტერისა და სატურნის გაზრდილი გრავიტაციული ველის გავლენა იწვევს კატაკლიზმებს, ავტოავარიებს და ამინდის ანომალიებს. ეს მოვლენა ფსიქიკაზეც კი "აჭერს".


image


2022 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც 8 პლანეტა ერთ ზოლზე განლაგდა, მექსიკაში უპრეცედენტო თოვლი მოვიდა, ძლიერი წყალდიდობა მოხდა ფილიპინებში, შეერთებულ შტატებში შტორმმა თითქმის 60 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 100-მა ადამიანი დაიღუპა ინდოეთში ხიდის ჩანგრევისას, სეულში ჭყლეტას 150 ადამიანი ემსხვერპლა.




სკეპტიკოსი მეცნიერები მართებულად აღნიშნავენ, რომ აღლუმის შედეგად პლანეტები ქმნიან გრავიტაციულ ძალას. თუმცა, ის იმდენად უმნიშვნელოა, რომ შესამჩნევი ეფექტი არ შეიძლება ჰქონდეს. ეს ხალხმა ვერ უნდა იგრძნოს.



თუმცა, 1976 წელს, ცნობილმა ბრიტანელმა ასტრონომმა პატრიკ მურმა BBC-ზე გამოსვლისას განაცხადა, რომ პლანეტების აღლუმის დროს, ადამიანები იგრძნობენ თუ როგორ მიიზიდავენ იუპიტერი და პლუტონი თავისკენ, ანუ, მიიზიდავენ ზევით.


აღქმის სისრულისთვის, ასტრონომმა ურჩია მსმენელებს ადგილზე ხტომა ზუსტად 9 საათსა და 47 წუთზე, რათა იგრძნოთ მიზიდულობა. რაც ბევრმა გააკეთა, როცა სანუკვარი მომენტი დადგა.



მური 1 აპრილს გავიდა პირდაპირ ეთერში, მაგრამ არ უთქვია, რომ იხუმრა. რადიოში შემოვიდა ზარები და შეტყობინებები, რომ იგრძნეს მიზიდულობა. ერთმა ქალმა ისიც კი თქვა, რომ ის მეგობრებთან ერთად დაფრინავდა ოთახში.



მრავალი წლის შემდეგ, ასტრონომის ხუმრობა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ იქნა აღიარებული. როგორც ჩანს, სწორედ ის აბნევს არა მხოლოდ ზედმეტად გულმოდგინეებს, არამედ, ზოგიერთ მეცნიერსაც.

თუმცა, პლანეტების აღლუმები და შეერთებები მაინც არ ჩაივლის კაცობრიობისთვის უკვალოდ. იქნებ 17 ივნისს უნდა ავხტეთ, რომ ვიგრძნოთ მიზიდულობა?




0
204
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0