შოუბიზნესი 10 ცნობილი კინოგმირი, რომლებსაც აბსურდული კოსტიუმები მოარგეს და ამით ყურადღებაც მიიქციეს 2023, 13 ივნისი, 14:47
სამართლიანობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ კროფტის გარეგნობა მთლიანად გადმოღებულია მისი კომპიუტერული თამაშის პროტოტიპიდან. სწორედ ამის წყალობით შეიძინა ლარამ შთამბეჭდავი ბიუსტი და პირველ ფილმში მოკლე შორტებითა და ვიწრო მაისურით ჩნდებოდა ეკრანზე. ამან ანჯელინა ჯოლი სერიოზულად გააღიზიანა.
სიმართლე რომ ითქვას, სამარხების დარბევისთვის და რელიქვიების საძიებლად უფრო მოხერხებული ტანსაცმელიც იარსებებდა. 2. სელინა კაილი - “ბეტმენის დაბრუნება" მიშელ პფაიფერის ჩაცმულობა ამ ფილმში არა მხოლოდ ზედმეტად მჭიდრო იყო, ის მსახიობისთვის კოშმარადაც იქცა. გადაღების მთელი პერიოდის განმავლობაში ქალი მხოლოდ პომიდვრის წვნიანს მიირთმევდა, რომ ერთი გრამიც არ მოემატებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ ვერ შეძლებდა კოსტიუმის მორგებას. პფაიფერისთვის ყველაზე უფრო მოუხერხებელი ნაწილი ნიღაბი იყო, ის იმდენად უჭერდა სახეზე, რომ ძლივს სუნთქავდა. 3. დიანა პრინცი- “ქალი-საოცრება" Wonder Woman-ის კოსტუმი მრავალი თაყვანისმცემლის კამათის საგანი იყო წლების განმავლობაში, მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხებოდა კომიქსების ან სერიალების პერსონაჟს. გალ გადოტის პერსონაჟსაც არ ასცდა ასეთი განხილვა. განსაკუთრებული კრიტიკა ქალის მაღალქუსლიიანმა ფეხსაცმელმა დაიმსახურა, რატომ ჩაიცმევდა ის ასეთ მოუხერხებელ ფეხსაცმელს, როცა გამუდმებით ბრძოლა და სირბილი უწევდა? ასევე, სუპერგმირს დამცავი ფარი სჭირდება, მაგრამ აქაც, გადოტის პერსონაჟს მოშიშვლებული აქვს ფეხები და მხრები. 4. ჰარლი ქუინი- “თვითმკვლელთა რაზმი" ჰარლი ქუინის კოსტიუმმა დიდი ყურადღება ნამდვილად დაიმსახურა, ფილმის გამოსვლისთანავე ჰელოუინზე თითქმის ყველას ეს კოსტიუმი ჰქონდა მორგებული. და მაინც, მოკლე შორტები, კოლგოტი და ვიწრო მაისური არც თუ ისე მოსახერხებელია ბიტის ქნევისთვის. 5. ჯინჯერ ნოულსი- “ხმალთევზა" ფილმის სიუჟეტი ტრიალებს მამაკაცის თავგადასავალზე, რომელიც წარსულში ჰაკერი იყო, ჰოლი ბერის პერსონაჟი ჯინჯერი სილამაზისა და მომხიბვლელობის განსახიერებაა, აი მისი ტანსაცმელი კი ფანტაციისთვის ადგილს არ ტოვებს. ფილმში ის მუდამ ჩნდება ან საცურაო კოსტიუმში, ან საცვლებში, ან მოკლე შორტებში. 6. მიკაელა ბეინსი- “ტრანსფორმერები" ფილმში “ტრანნსფორმერები მეგან ფოქსი მიკაელას როლს თამაშობს, სიუჟეტის მიხედვით, გოგონა საშუალო სკოლაში სწავლობს, მაგრამ მისთვის შერჩეული იმიჯი ზედმეტად თამამი ჩანს. სკოლის მოსწავლისთვის ლოგიკური იქნებოდა სხვა სამოსის არჩევა, თუმცა ფილმის შემქმნელებმა ამ იმიჯით მაინც ყურადღება მიიპყრეს. 7. “ზენა- მებრძოლთა დედოფალი" მეომარი პრინცესა ზენას სამოსი ისეთივე საკულტო გახდა, როგორც თავად სერიალი. მთელი სერიების განმავლობაში ქალი თავს იწონებს ტყავის კოსტუმში დეკორატიული ლითონის ჩანართებით, რომელიც უფრო ხაზს უსვამს მის ფიგურას, ვიდრე იცავს. 8. გაბრიელი- “ზენა- მებრძოლთა დედოფალი" მიუხედავად იმისა, რომ გაბრიელი, ზენას ერთგული მებრძოლი, ხშირად იცვლის ჩაცმულობას, ყოველთვის მსგავსი სტილი აქვს. როგორც წესი, ეს არის ქვედა ან საშუალო სიგრძის ქვედაკაბა და მოკლე ზედა, რომელიც უფრო ბიუსტჰალტერს ჰგავს. გაბრიელის ხელები, ზურგი და ფეხები ღია რჩება. ლამაზად გამოიყურება, მაგრამ აშკარად მოუხერხებელია მოწინააღმდეგეებთან ამ ფორმით ბრძოლა. 9. რუბი რაუნდჰაუსი- “ჯუმანჯი" საკულტო ფილმის გაგრძელებაში მსახიობმა კარენ გილანმა ჯუმანჯის სამყაროდან მეომარი რუბის როლი შეასრულა. მიუხედავად ჯუნგლების საშიშროებისა, სადაც მოსალოდნელია დაკაწვრა, წ აქცევა, მხეცებისგან გაქცევა, რუბი, მამრობითი სქესის გმირებისგან განსხვავებით, საკმაოდ გამოკვეთილ სამოსშია გამოწყობილი. მისი ფეხები, წელი და გულმკერდი ღიაა. მინი შორტები და ტოპი არ არის ძალიან კომფორტული სამოსი ჯუნგლებში გადაადგილებისთვის. 10. ფსაილოკი- “იქს ადამიანები: აპოკალიფსი" ფანტასტიკის ჟანრის ფილმში ჩნდება ფსაილოკი, ქალი, რომელიც დაჯილდოებულია ტელეპატიის და ტელეკინეზის უნარით. ჩაცმულობას რაც შეეხება, ის უფრო საცურაო კოსტიუმს ჰგავს, ვიდრე გმირის სამოსს. 424 1-ს მოსწონს
|