მსოფლიო 7 ყველაზე აბსურდული და საშიში კანონი, რომელიც რუსეთში დღეს მოქმედებს 2023, 13 ივნისი, 14:41 რუსეთი დიქტატორული სახელმწიფოა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მოქმედებს რიგი კანონებისა, რომელთა მეშვეობით პუტინის და სხვა ბოროტმოქმედების კორუმპირებული რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებას ახერხებს. ეს კანონები იმგვარად არის შენიღბული და შეფარული, რომ დაბალი სამოქალაქო თვითშეგნების მქონე და გაუნათლებელი პირები, რომლებსაც არც ადამიანის უფლებების გაეგებათ რამე და რომლებიც ვერც იურისპრუდენციაში ერკვევიან, კმაყოფილები დარჩნენ. რუსული რეჟიმი ქმნის იმის ილუზიას, რომ ის “პატრიოტული” და “ტრადიციული ფასეულობების” დამცველი ხელისუფლებაა და “უმრავლესობის” ინტერესებს ემსახურება. სინამდვილეში კი რეჟიმი ამ კანონებით მხოლოდ საკუთარ ინტერესებს და მისი წარმომადგენლების მიერ ხალხისთვის მოპარული ქონების საიმედოდ დაცვას ემსახურება. 1. კანონი საპროტესტო აქციების შესახებ ეს კანონი 22, 650 ევრომდე ჯარიმას აწესებს იმ პირებისთვის, ვინც “არაკანონიერი შეკრებების” აგიტაციას გასწევს. ის 2012 წელს იქნა მიღებული. ალბათ გესმით, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ყველანაირი საპროტესტო აქცია ამ კანონის მიხედვით “არაკანონიერია, ” ხოლო ნებისმიერი მოწოდება, რომელიც შეიძლება რუსეთში სოციალური ქსელებით მსგავსი აქციის ჩასატარებლად გააკეთოთ — “არაკანონიერი შეკრებების აგიტაცია” და შესაბამისად, დასჯადი ქმედება. 2. ცილისწამების მუხლი ცილისწამების შესახებ კანონი 2011 წელს გაუქმდა, მაგრამ 2012 წელს ხელახლა იქნა შემოღებული. რუსეთში თუ ვინმეს ცილს დასწამებთ, 12, 500 ევრომდე ჯარიმით, 3 წლის ხელფასის ოდენობის თანხის ჩამორთმევით ან 480-საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დაისჯებით. რასაკვირველია, არავის ადარდებს, თქვენი მეზობელი უშანგი ან ჟუჟუნა თქვენ ცილს დაგწამებენ თუ არა. სამაგიეროდ, როგორც კი პუტინზე იტყვით, რომ ის ხაზინის ქურდი, კორუმპირებული მოხელე და ბავშვების მკვლელია, ეს კანონი მაშინვე ამოქმედდება და დაისჯებით. 3. კანონი “უცხოეთის აგენტების” შესახებ ამ კანონის მიღებას წინ უძღოდა ხელისუფლების მიერ კარგად ორგანიზებული პროპაგანდისტული კამპანია, რომ ეს “ამერიკული კანონი” იყო და მსგავსი კანონი “შეერთებულ შტატებშიც მოწმედებდა.” რასაკვირველია, ეს სიცრუე გახლავთ. მსგავსი კანონი ამერიკაში არ მოქმედებს. კანონი “უცხოეთის აგენტების” შესახებ დუმამ 2012 წელს დაამტკიცა. კანონის ძალით “უცხოეთის აგენტებად” გამოცხადდნენ არამხოლოდ ისეთი ცნობილი ორგანიზაციის თანამშრომლები, როგორიც Moscow Helsinki Watch Group-ია, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, არამედ თვით ისეთი სრულიად აპოლიტიკური ორგანიზაციაც კი, როგორიც “მუკოვისციდოზის მქონე პაციენტების დახმარებაა.” აღნიშნული კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლებასაც სურდა, მაგრამ 2023 წლის 7-9 მარტის საპროტესტო აქციების შედეგად მან ეს საბედნიეროდ ვერ შეძლო. საქართველოში ამ კანონპროექტის განხილვას წინ უძღოდა ისეთივე პროპაგანდისტული შტურმი, როგორიც პუტინმა განახორციელა 2012 წელს, რაც ეჭვს ბადებს, რომ ეს შტურმი რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც პუტინის მარიონეტ საქართველოს ხელისუფლებას ამგვარი სახით დაეხმარნენ. 4. განათლების შესახებ ახალი კანონი ამ კანონის ძალით რუსეთში ობოლ ბავშვებს უნივერსიტეტებში მოსაწყობი კვოტა გაუუქმეს. საბავშვო ბაღების ქირა კი იმდენად გაიზარდა, რომ მხოლოდ ერთეულებიღა თუ ახერხებენ მცირეწლოვანი შვილების ბაგა-ბაღში მიყვანას. 5. მედიაში სალანძღავი სიტყვების აკრძალვა ამ კანონის მიზანიც რასაკვირველია მხოლოდ პუტინის რეჟიმის და მისი მსახურების დაცვაა. მათ არ სიამოვნებთ, როცა ვიღაც მათ აგინებს. ამიტომ რუსეთში მედიასაშუალებით საგინებელი სიტყვების გავრცელება 5000 ევრომდე ჯარიმით ისჯება. კანონი 2013 წელს იქნა მიღებული. 6. “ჰომოსექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის” საწინააღმდეგო კანონი ეს კანონი კრძალავს “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას.” საქმე იმაშია, რომ პუტინი ძალიან ბრაზდებოდა, როცა მას სხვადასხვა საიტზე პომადაწასმული ტუჩებით, თმაშეღებილს და თვალებჩახატულს გამოსახავდნენ. ამიტომ მსგავსი უსიამოვნო ფაქტების წინააღმდეგ ასეთი კანონი მოიფიქრა. ამით მან ორი კურდღელი მოკლა: ერთის მხრივ, საკუთარი ინტერესები დაიცვა, ხოლო მეორეს მხრივ რუსეთის მოსახლეობის გაუნათლებელ და ბნელ მასებს გაუგორა კოჭი, რომლებსაც ჰომოსექსუალობა ცოდვად მიაჩნიათ. ეს კანონიც 2013 წელს იქნა მიღებული. მას შემდეგ თქვენ ვეღარ ნახავთ პომადაწასმულ და თვალებჩახატულ პუტინს ვერც რუსულ საიტებზე და ვეღარც — რუსეთში გამართულ საპროტესტო აქციებზე. მსგავსი ქმედებების ჩამდენთათვის ციხეა გათვალისწინებული. 7. “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” შესახებ კანონი ეს კანონიც 2013 წელს მიიღეს და ის 3 წლამდე ციხეს და 12, 000 ევრომდე ჯარიმას ითვალისწინებს. გაუნათლებელ რუსებს მისი მიღებაც ძალიან გაუხარდათ. არადა, ეს კანონი ისევ და ისევ მხოლოდ პუტინის ძალაუფლების განმტკიცების მიზანს ემსახურება და მეტს არაფერს. დღეს რუსეთში ჟურნალისტური გამოძიება რომ დაიწყოთ და ხელისუფლებასთან დაახლოებული რომელიმე სასულიერო პირი კორუფციასა და თანხების მითვისებაში (ან სულაც პედოფილიაში) ამხილოთ, თქვენ სწორედ ამ კანონის მიხედვით გაგასამართლებენ. 214 1-ს მოსწონს
|