x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კლეოპატრას სიცოცხლის უკანასკნელი წელი და გარდაცვალების მიზეზი (ეს გველის შხამი არ არის)

კლეოპატრა VII, ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პტოლემეების დინასტიიდან, ძვ. წ. აღრ. 69 წ. დაიბადა. იმ დროისთვის, ეგვიპტე, მისი მამის, პტოლემე XII მმართველობით, ფაქტობრივად, რომის სატელიტი იყო. თუმცა, ეგვიპტის ფარაონი ისე წარმატებით ლავირებდა პოლიტიკურ სიტუაციებში და ისე კარგად იყენებდა რომის ძალას, რომ ქვეყნის შიგნით, მისი ხელისუფლება ხელშეუხებელი რჩებოდა.


image


კლეოპატრა ეგვიპტეს 21 წლის მანძილზე მართავდა. ის ძმებთან 2-ჯერ იყო ფორმალურ ქორწინებაში, რადგან პტოლემეების სახლის ტრადიცია, ქალს სახელმწიფოს დამოუკიდებლად მართვის უფლებას არ აძლევდა. მოგვიანებით, მან აქტიური მონაწილეობა მიიღო, საკუთარი ძმების წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში და მათი მკვლელობის შემდეგ, ქვეყნის მმართველობას, ფორმალურად, საკუთარ ვაჟთან ინაწილებდა. სწორედ მის შვილს, უფრო სწორედ, მის დაბადების ისტორიას, უკავშირდება დედოფლის საყოველთაო აღიარება და დიდება.
საქმე იმაშია, რომ ბავშვის მამა გაიუს იულიუს ცეზარი იყო. სწორედ მისი და კლეოპატრას, ხოლო მოგვიანებით, კლეოპატრას და მარკუს ანტონიუსის სიყვარულის ისტორია გახდა მწერლების და კინემატოგრაფისტების შთაგონების წყარო. მაგრამ, იყო კი, სიყვარული?


image


თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე, კლეოპატრა გამუდმებით ერთი მიზნისთვის — საკუთარი სამეფოს დიდებისთვის იღწვოდა. სავარაუდოდ, მისი სასიყვარულო ისტორიებიც ამ მიზნის აღსრულებასთან იყო დაკავშირებული... ყოველ შემთხვევაში, ცეზარის მკვლელობა მან ძალიან უმტკივნეულოდ გადაიტანა და ეს ფაქტი, იმისთვის გამოიყენა, რომ ეგვიპტეზე რომის ხელისუფლების გავლენა შეესუსტებინა. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად, კლეოპატრა დახმარებას უწევდა რომის ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ადამიანთა ჯგუფს. ხოლო, როდესაც მარკუს ანტონიუსის ლეგიონი ეგვიპტეში ჩავიდა, მათ უღალატა და განაცხადა, რომ რომის ოპოზიციას, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ადგილობრივი ოპოზიცია უწევდა. ასე, რომ, კლეოპატრამ ცეზარიც მოიშორა თავიდან და რომის მტრებიც. ის ახალი ურთიერთობისთვის ემზადებოდა და დედოფლის «ნაზ გულში», ახალი «სიყვარულის ცეცხლი», ახლა უკვე მარკუს ანტონიუსისადმი აენთო... და რა თქმა უნდა, მისი გრძნობა უპასუხოდ არ დარჩენილა. საქმე იმაშია იყო, რომ მარკუს ანტონიუსს, საკუთარი, რომის რესპუბლიკისგან დამოუკიდებელი, იმპერიის შექმნა უკვე კარგა ხნის მანძილზე, ჰქონდა განზრახული და აი «ორმა გულმა» ერთმანეთი იპოვა.

კლეოპატრას მარკუსთან სამი შვილი — ორი ვაჟი და ქალიშვილი შეეძინა. ბავშვებს მფლობელობაში, გულუხვი მშობლებისგან მიწები გადაეცათ, რომლებიც არა თუ მათი მმართველობის ქვეშ არ იყო, არამედ, ოფიციალურად, რომს ეკუთვნოდა (ისინი მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებდნენ). ეს სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, რომის რესპუბლიკას არ მოეწონა და «ბედნიერი წყვილისკენ», ოქტავიანე ავგუსტუსის მეთაურობით, ლეგიონი დაიძრა.

ყველა წერილობითი წყარო, კლეოპატრას შესახებ, მისი სიკვდილის შემდგომი პერიოდით არის დათარიღებული. ამიტომ, ბუნებრივია, გამარჯვებული მხარის ისტორიკოსები, ყველანაირად ეცდებოდნენ ეგვიპტის დედოფალი ამაზრზენი თვისებების ქალად წარმოჩენას, ხოლო მარკუს ანტონიუსი — პატიოსან მეომრად, რომელიც საძულველმა ეგვიპტელმა აცდუნა...

და იმ დროინდელი წყაროების მიხედვით, ძვ. წ. აღრ. 31 წელს, აქციუმთან საზღვაო ბრძოლაში მარცხის შემდეგ, კლეოპატრამ ჯარი მიატოვა და ინდოეთში გაქცევა გადაწყვიტა. ხოლო, მარკუს ანტონიუსი მას დაედევნა. მათი გემი არაბებმა დაწვეს, როდესაც ისინი სუეცის არხში გავლას ცდილობდნენ.


image


გემის დაკარგვის შემდეგ, კლეოპატრა და მარკუსი ალექსანდრიაში ჩავიდნენ და თანამოაზრეებთან ერთად, თავდაცვისთვის მზადებას შეუდგნენ. თუმცა, მოგვიანებით, იმ მოტივით, რომ სიტუაცია უიმედო იყო და შექმნილ ვითარებაში, ბრძოლას აზრი არა ჰქონდა, მარკუსს ყველაზე ერთგული მომხრეები ჩამოშორდნენ. თითქმის 1 წლის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ოქტავიანე ავგუსტუსი, ჯართან ერთად, ალექსანდრიაში ჩავიდა. ამ ხნის მანძილზე, კლეოპატრა ექსპერიმენტებს ატარებდა საწამლავებზე. ის ისეთ საშუალებას ეძებდა, რომელიც ადამიანს სწრაფად და ტანჯვის გარეშე კლავდა. ზემოთ ხსენებული წყაროების ცნობით, ყოველი ახალი შხამის შექმნის შემდეგ, დედოფალი წამალს ერთ-ერთ მონას ასმევდა და შემდეგ მისი სიკვდილის პროცესს აკვირდებოდა. თუმცა, დედოფლის ამგვარი საქციელის, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ალექსანდრიასთან რომაული ლეგიონის გამოჩენის შემდეგ, მარკუსი ბრძოლისთვის მოემზადა, ხოლო კლეოპატრა, სპეციალურად ამ შემთხვევისთვის გამზადებულ, ოთახში ჩაიკეტა, სადაც მის მფლობელობაში არსებული განძი და სწრაფად აალებადი ნივთიერება იყო მოთავსებული. ოთახში შესვლის წინ, მან დაიბარა, რომ თუ კომპრომისის მიღწევა არ მოხერხდებოდა, რომაელებს საგანძური ვერ უნდა მიეღოთ. მისივე ბრძანებით, ბრძოლაში დამარცხებულ და სასახლეში დაბრუნებულ ანტონიუსს, ეგვიპტის დედოფლის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს. ეს უკანასკნელი მიხვდა, რომ მხარდაჭერის გარეშე დარჩა (ფორმალურად, მას ეგვიპტის სიმდიდრეზე არანაირი უფლება არ ჰქონდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რომს, თავის გადასარჩენად, ვერაფერს შესთავაზებდა) და თავი, საკუთარი ხმლით მოიკლა. სასიკვდილოდ დაჭრილი მხედართმთავარი კლეოპატრასთან გადაიყვანეს და «მოსიყვარულე» გულების განშორების გულგამგმირავი სცენა, სამუდამოდ დარჩა რომანტიკულ ნაწარმოებებში.

მარკუს ანტონიუსის სიკვდილის შემდეგ, კლეოპატრა დაფიქრდა, განძის აღრიცხვის სია რომაელებს გადასცა და თავშესაფარი დატოვა. განძის ოთახიდან გამოსული კლეოპატრა ისევ შეყვარებული იყო... მისი რჩეული კი, ამჯერად — ოქტავიანე ავგუსტუსი იყო. მაგრამ, ოქტავიანემ დედოფლის გრძნობა უპასუხოდ დატოვა. მან ეგვიპტეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი ჩამოართვა და ყოფილ ფარაონს შეუთვალა, რომ როდესაც ის რომში ტრიუმფით შევიდოდა, ის მის ეტლს, უკან უნდა გაჰყოლოდა. პტოლემეოსთა დინასტიის შთამომავალი ასეთ დამცირებას, რა თქმა უნდა, ვერ აიტანდა და კლეოპატრა განძის ოთახში დაბრუნდა, სადაც მალევე გარდაიცვალა.


image


დედოფლის გარდაცვალება, ისევე როგორც მისი ცხოვრება, ლეგენდებით არის გარემოცული. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, კლეოპატრამ თავი ეგვიპტურ კობრას დააგესვლინა. სხვა ვერსიით, დედოფალს შხამი თმის სამაგრში ჰქონდა და საჭირო დროს გამოიყენა კიდეც.
სწორედ საწამლავით სიკვდილის ვერსიას ემხრობოდა გერმანელი მეცნიერი კრისტოფ შეფერი. კვლევის ჩასატარებლად, ის სხვა მეცნიერებთან ერთად, ალექსანდრიაში ჩავიდა, სადაც თავისი თეორია ძველი სამედიცინო ტექსტების შესწავლით (მეცნიერმა ყველა საარქივო დოკუმენტი შეისწავლა, რაც კი კლეოპატრას უკავშირდებოდა, განსაკუთრებით დედოფლის პირადი ექიმის ჩანაწერები) და ადგილობრივ სერპენტოლოგთან (ქვეწარმავლების და ამფიბიების მკვლევარი) კონსულტაციით გადაამოწმა.

ყოველივე ამის შემდეგ, შეფერი და მისი კოლეგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყველაზე ცნობილი ეგვიპტელის სიკვდილის მიზეზი, გველის ნაკბენი არ უნდა ყოფილიყო.

სავარაუდოდ, კლეოპატრა ოპიუმის, კონიოს და ტილჭირის სასიკვდილო კოქტეილის მიღებით გარდაიცვალა. «ასეთი მცენარეების ნაზავი, ადამიანის სიკვდილს რამდენიმე საათში იწვევს, ყოველგვარი ტანჯვის, ტკივილის და გარეგანი ცვლილებების გარეშე. დედოფალი ამაყი ქალი იყო და ისეთს არაფერს გააკეთებდა, რომ მის სახეზე ტანჯვის კვალი აღბეჭდილიყო. მაგ., ისეთის, როგორსაც გველის კბენა იწვევს» — ამტკიცებს კრისტოფ შეფერი.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "ბარაქის ხის" მაგიური და სამკურნალო თვისებები

* ძველ რომში, ბავშვი 6 თვემდე, უსულო საგნად ითვლებოდა და მისი მკვლელობა არ ისჯებოდა

* შეჭამეს თუ არა, აბორიგენებმა კუკი? – რეალური ფაქტები დიდი მოგზაურის შესახებ



1
511
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
511
  
2023, 23 ივნისი, 23:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1