ისტორია ომი თუ მონობა? — 10 დაუჯერებელი ფაქტი სამხედრო სფეროდან, რომელიც ძალიან გაგაოცებთ 2023, 11 ივნისი, 18:29 “აბა ომი გინდა?” — ასე ეკითხებიან ხელისუფლების მხარდამჭერები იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთთან საქართველოს დაახლოებას აპროტესტებენ. არადა, რუსეთს დღეს საქართველოსთან ომი ფიზიკურად აღარ შეუძლია. თუმცა ხანდახან ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში მაინც დგება მომენტი, როცა ომი ერთადერთი გამოსავალია. მართლაც, თავისუფლების დაკარგვას და მონობაში ცხოვრებას ომი ათასწილ სჯობია.
ქვემოთ 10 უცნაურ ფაქტს წარმოგიდგენთ ომების სამყაროდან, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს თქვენს გაოცებას: 1. ამერიკის შეერთებული შტატების ავიამზიდი “აბრაამ ლინკოლნი” ატომურ ენერგიაზე მუშაობს და ამიტომ მას ყოველ 25 წელიწადში ხელახლა დამუხტვა სჭირდება. 2. პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის იმპერატორი, დიდი ბრიტანეთის მეფე და რუსეთის იმპერატორი ღვიძლი ბიძაშვილ-დეიდაშვილები იყვნენ. სწორედ ამიტომ, როცა ომი დაიწყო, გერმანიის იმპერატორმა ვილჰელმმა სარკასტულად იხუმრა, ჩვენი საერთო ბებია, დედოფალი ვიქტორია რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამის უფლებას არავითარ შემთხვევაში არ მოგვცემდაო. 3. ამერიკის შეერთებული შტატების ცნობილ არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე არსებობენ ქალები, რომლებიც საკუთარ თავებს “არლინგტონელ ქალბატონებს” უწოდებენ. ისინი და მათი შთამომავალი ქალები 1948 წლიდან დღემდე მონაწილეობენ დასაფლავების ყველა ცერემონიაში, რომელიც აქ იმართება, რათა არცერთი ჯარისკაცი უპატრონოდ და უთვისტომოდ არ დაიკრძალოს. საშუალოდ ეს ქალები კვირაში 30 დამკრძალავ ცერემონიაში იღებენ მონაწილეობას. 4. 1916 წელს ამერიკის კონგრესში განსახილველად შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახმად ყველა იმ ომის წამოწყება, რომელსაც ამერიკა განიზრახავდა, რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვეტილიყო, ხოლო ვინც ხმას მსგავს გადაწყვეტილებას მისცემდა, თავად უნდა წასულიყო ომში. ეს კანონი დღემდე არ მიუღიათ. 5. გერმანულ ქალაქ კონსტანცში მეორე მსოფლიო ომის დროს არცერთი ბომბი არ ჩავარდნილა. საქმე იმაშია, რომ სხვა გერმანული ქალაქებისგან განსხვავებით კონსტანცში შუქი არ ქრებოდა, რის გამოც მოკავშირეების პილოტებს მისი მეზობლად მდებარე შვეიცარიული ქალაქებისგან გარჩევა არ შეეძლოთ, სადაც შუქი ღამღამობით ასევე ყოველთვის ენთო. იმისათვის, რათა შეცდომისთვის თავი აერიდებინათ, პილოტები კონსტანცს არ ბომბავდნენ. 6. 1945 წელს პირველი ატომური ბომბის გამოცდის შემდეგ კენეთ ბეინბრიჯმა, რომელიც “მანჰეტენის პროექტის” სამეცნიერი ხელმძღვანელი იყო, რობერტ ოპენჰაიმერს შემდეგი სიტყვები მისწერა: “ახლა ჩვენ ყველანი ისტორიაში ბინძური ღორების სახელით შევალთ.” 7. გერმანელი ნაცისტების მიერ შექმნილი რაკეტა “ფაუ 2”-ის საწვავი კარტოფილის არყისგან მზადდებოდა. ერთი რაკეტის საწვავით უზრუნველსაყოფად 30 ტონა კარტოფილი იყო საჭირო. 8. 2007 წელს ამერიკელ საზღვაო ქვეით მაიკ დეის ალ-ქაიდას ოთხმა მებრძოლმა 27-მდე ჭრილობა მიაყენა. მაიკმა ოთხივე ტერორისტი სიცოცხლეს გამოასალმა და უსაფრთხო ადგილამდეც მიაღწია. დღეს ის ბედნიერად ცხოვრობს თავის ცოლსა და ქალიშვილთან ერთად. 9. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მთელ მსოფლიოში, რომელიც მეგობრობს სახელმწიფოსთან, რომელსაც მისი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. მსგავსი შემთხვევა პლანეტაზე სხვაგან არსად არ ფიქსირდება. 10. მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეები გერმანული ტანკების წარმოების სისწრაფეს მათ მიერ აფეთქებული ტექნიკის სერიული ნომრების მიხედვით აფასებდნენ, რაც მათი დასკვნით თვეში 256 ერთეული იყო. ომის დამთავრების შემდეგ გაირკვა, რომ გერმანელები თვეში 255 ტანკს აწარმოებდნენ. 467 1-ს მოსწონს
|