x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მათ ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწიეს – ღარიბ ოჯახებში დაბადებული ვარსკვლავები

როდესაც ჰოლივუდის ვარსკვლავებს ხედავენ, უმრავლესობას ჰგონია, რომ ისინი ყოველთვის მდიდრები, ან გავლენიანი მშობლების შვილები იყვნენ, რომლებიც მათ, კარიერის გაკეთებაში დაეხმარნენ. მაგრამ, რეალურად, ზოგიერთი ვარსკვლავის ცხოვრებაში, ყველაფერი ასე მარტივად არ არის და შოუ-ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი, არც სიმდიდრეში და ფუფუნებაში დაბადებულა და ყველაფერს საკუთარი ნიჭით და დაუღალავი შრომით მიაღწია...


დემი მურიimage


დემი მამამ მაშინ მიატოვა, როდესაც ის ჯერ დაბადებულიც კი არ იყო. ამის გამო, დედამისმა, ფეხმძიმობის მიუხედავად, სმა დაიწყო. დემის მამინაცვალი, ასევე სტაჟიანი ლოთი იყო. ცოლი და ქმარი ერთად სვამდა და ბავშვს ყურადღებას არ აქცევდნენ. გარდა ამისა, გამუდმებით იღებდნენ ვალებს, რომლის გადახდას, ხშირ შემთხვევაში, ვერ ახერხებდნენ და იძულებულები იყვნენ, საცხოვრებლად, ერთი ადგილიდან მეორეზე გადასულიყვნენ. როდესაც დემი 16 წლის გახდა, მისმა მამინაცვალმა თავი მოიკლა და მომავალი ვარსკვლავი, იძულებული იყო სკოლა მიეტოვებინა და მუშაობა დაეწყო, რომ დედამისის ვალები გადაეხადა.


სარა ჯესიკა პარკერიimage


სარა მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, სადაც მის გარდა, კიდევ 7 და-ძმა იყო. ოჯახი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდა და ამიტომ, ყველა ბავშვი იძულებული იყო ფული ადრეული ასაკიდანვე გამოემუშავებინა. არც სარა იყო გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან სახლში სინათლეც გათიშული ჰქონდათ, დედამისმა მოახერხა გარკვეული თანხის მოგროვება და ქალიშვილი სიმღერაზე და ცეკვაზე მიიყვანა. სწორედ დედამისის დამსახურებაა, რომ სარა დღეს ცნობილი მსახიობია.


ადრიანო ჩელენტანოimage


ის იყო მეხუთე შვილი ოჯახში, რომელიც აპულიიდან (ოლქი სამხ. იტალიაში) ჩრდ. იტალიაში გადავიდა სამუშაოსა და სარჩოს საძებნელად. 12 წლის ასაკში მან სკოლა მიატოვა და ოჯახის ფინანსური დახმარების მიზნით, საათების ხელოსანთან, დამხმარედ დაიწყო მუშაობა.


ჯეტ ლიimage


დაიბადა პეკინის ღარიბ ოჯახში. ის იყო მე-5-ე, ყველაზე უმცროსი ბავშვი ოჯახში. როდესაც ლის 2 წელი შეუსრულდა, მამა გარდაეცვალა. დედამისი კონდუქტორად მუშაობდა ავტობუსში და მრავალშვილიან ოჯახს თავი გაჭირვებით გაჰქონდა. 8 წლის ასაკში, კლასთან ერთად, ჯეტი უშუს ვარჯიშზე მოხვდა (უშუ - ფიზიკური კულტურის გაკვეთილი ჩინეთში). ამ გაკვეთილმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინა მომავალ ვარსკვლავზე, რომ ნახევარი წლის შემდეგ, სკოლა მიატოვა და სასწავლებლად პეკინის უშუს აკადემიაში გადავიდა.



ჯიმ კერიimage


ჯიმის მამამ სამუშაო დაკარგა და მისი ოჯახი იძულებული იყო ფურგონში ეცხოვრა. ჯიმი 15 წლის ასაკიდან დამლაგებლად მუშაობდა, რომ ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა. გასაკვირია, მაგრამ ბავშვობაში, მომავალი მსახიობი, ძალიან გულჩათხრობილი იყო და ფაქტობრივად არავის ეკონტაქტებოდა.


ჟერარ დეპარდიეimage


გამოჩენილი ფრანგი მსახიობი დაიბადა უბრალო გლეხის ოჯახში. ჟერარის 6 და-ძმა ჰყავდა და ოჯახი გამუდმებით რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იყო. სიღარიბისა და უყურადღებობის გამო, პატარა ჟერარს, პრობლემები გაუჩნდა მეტყველებასთან დაკავშირებით. მას ენა ებმებოდა, და ამის გამო, არავის ეკონტაქტებოდა, რამაც იქამდე მიიყვანა, რომ მოგვიანებით სკოლა მიატოვა და ადგილობრივ ტიპოგრაფიაში დაიწყო მუშაობა, შრიფტის ამკრეფად. მოგვიანებით კი კრივით დაინტერესდა. შემთხვევით დეპარდე მსახიობთა კურსებზე მოხვდა და სწორედ იქ შეამჩნიეს მისი სამსახიობო ნიჭი.


ჰილარი სიონკიimage


ჰილარის აღზრდაზე მხოლოდ დედა ზრუნავდა. სკოლაში გოგონას, სიღარიბის გამო, უამრავი დამცირების ატანა უწევდა. როდესაც მას 15 წელი შეუსრულდა, დედამისმა საბოლოოდ დაკარგა სამუშაო და ისინი იძულებულები იყვნენ მანქანაში ეცხოვრათ. იმავე პერიოდიდან დაიწყო, მომავალმა ვარსკვლავმა, მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში, პატარ-პატარა როლების შესრულება.


ტომ კრუზიimage


განქორწინების შემდეგ, ბავშვები დედასთან დარჩნენ. ხოლო დედას, მუდმივი სამუშაო არ ჰქონდა. ამიტომ, ოჯახს ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა უწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ტომის დედა 4 ცვლაში მუშაობდა, ის გროშები, რასაც მას უხდიდნენ, ბავშვების შენახვას მაინც არ ჰყოფნიდა. მსახიობს არაერთხელ უთქვამს, რომ სწორედ იმ სიღარიბემ და შიმშილმა განაპირობა, მისი ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა.


ლეონარდო დი კაპრიოimage


ლეონარდო ლოს-ანჯელესში, ჰიპების ოჯახში დაიბადა. მამა კომიქსების დისტრიბიუტერი იყო, ხოლო დედა – სოციალური მუშაკი. წყვილი მანამდე დაშორდა, სანამ მომავალ ვარსკვლავს 1 წელი შეუსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ დაშორების შემდეგ, მშობლები ბავშვის აღზრდაზე ერთად ზრუნავდნენ, ლეონარდო, დედასთან ერთად, ქალაქის ყველაზე საშინელ გარეუბანში აღმოჩნდა, ნარკომანებისა და ნარკოდილერების გარემოცვაში. ლეოს ბავშვობაშივე ჩამოუყალიბდა უარყოფითი დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი და უბანში ნაცნობები არ ჰყავდა. მას უფრო მეტად, ურთიერთობა მისი მშობლების მეგობრებთან, ჰიპებთან და მსახიობებთან ჰქონდა. რთული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, დედა ყოველთვის ცდილობდა, შვილი საუკეთესო სკოლებში ეტარებინა, ხოლო მამამ, 2 წლის ლეო ტელეშოუში მოაწყო და მომავალი ვარსკვლავის სატელევიზიო დებიუტი, სწორედ იქ შედგა.


კიანუ რივზიimage


კიანუს მამამ ოჯახი მაშინ მიატოვა, როდესაც ის 6 წლის იყო. დედა ხშირად მოგზაურობდა და მასზე და მის დაზე, ბებია ზრუნავდა. ფაქტობრივად, მშობლებისგან მიტოვებულ მომავალ ვარსკვლავს, ცხოვრება სულ აერია: ცუდად სწავლობდა, სასწავლებელს ხშირად იცვლიდა და ბოლოს, სკოლა საერთოდ მიატოვა. ამის შემდეგ, ის სხვადასხვა ადგილებზე მუშაობდა. იყო ციგურების მლესავი, ხის მჭრელი... 1984 წელს შედგა მისი დებიუტი თეატრის სცენაზე.


ჯეკი ჩანიimage


ის ღარიბ ჩინურ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ ახალშობილის გაყიდვა უნდოდათ, რთული ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად. როდესაც ჯეკი 7 წლის გახდა, მშობლებმა ჰონკონგის სკოლა-ინტერნეტში დატოვეს, ხოლო თვითონ ავსტრალიაში გადავიდნენ სამუშაოს მოსაძებნად. სკოლაში მან შეისწავლა აკრობატიკა, მსახიობის ოსტატობა და აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* იცოდა თუ არა სტალინმა, სსრ კავშირზე გერმანიის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ?

* კავკასიელი – ე. ი. ევროპელი. რატომ ეძახიან ინგლისურენოვან ქვეყნებში, თეთრკანიანებს "კავკასიელებს"?

* როგორ ვასწავლოთ პატარას უცხო ენა, მისი გონების გადატვირთვის გარეშე (კვირაში 2–3 გაკვეთილს აზრი არა აქვს და სახიფათოა)



0
317
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0