საზოგადოება "ამაზე უარეს ქვის ხანაში ხართ, თქვენი დეგრადირებული დედა ვატირე!" - გიორგი მგალობლიშვილი 2023, 10 ივნისი, 11:52
ჟურნალისტი გიორგი მგალობლიშვილი ეგვიპტეში ზვიგენის მიერ მოკლულ რუს ტურისტზე გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:
"ვიღაც უბედური შეუჭამია ზვიგენს და სიხარულის ყიჟინა აქვთ "ადამიანებს"(!!!) ....
ვფიქრობ, ბოროტების საზომი შკალა რომ არსებობდეს, უმაღლეს მაჩვენებელთან ახლოს იქნებოდა მსგავსი ბოროტი სიხარული....
მტერი, პირადი მოსისხლე მტერიც რომ იყოს, მისი ასეთი ფორმით სიკვდილი, როგორ უნდა გამიხარდეს?!
თან, ძირითადად ის ტვინმოწამლულები ხარობენ, მსგავს ამბებზე, თავად რომ მაღალფარდოვნებენ ჰუმანიზმზე, ლიბერალურ მიდგომებზე, ანტიჰომოფობიაზე...რა პროგრესი და განვითარება, "სისხლი სისხლის წილ" _ ამაზე უარეს ქვის ხანაში ხართ, თქვენი დეგრადირებული დედა ვატირე!"-წერს მგალობლიშვილი.
8 ივნისს ეგვიპტეში, პოპულარულ კურორტ ჰურგადაში ზვიგენი რუს ტურისტს დაესხა თავს და მოკლა.
ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტრომ Facebook-ზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ ზვიგენმა ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ეგვიპტის პოპულარულ კურორტ ჰურგადაში იმსხვერპლა. გარდაცვლილი 23 წლის ვლადიმერ პოპოვია, რომელიც არ იყო ტურისტი და რეალურად, უკვე რამდენიმე თვე იყო გასული, რაც ეგვიპტეში დასახლდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოპოვის შეყვარებულმა წყლიდან თავი უვნებლად დააღწია. თავდასხმის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. მასში ჩანს, როგორ ითრევს ზვიგენი მამაკაცს წყალში, შეშინებული ადამიანები კი სასოწარკვეთილი ყვირიან. ხელისუფლების განცხდებით, მათ ზვიგენი დაიჭირეს და ლაბორატორიაში შესამოწმებლად გადაიყვანეს, რათა დაადგინონ რა გახდა ზვიგენის თავდასხმის მიზეზი. წყალში აქტივობები კვირამდე შეიზღუდა. წითელი ზღვის რეგიონებში ზვიგენის თავდასხმა იშვიათია, თუმცა გასულ წელს ჰურგადაში ორი თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც ავსტრალიელი და რუმინელი ტურისტები დაიღუპნენ. 230 3-ს მოსწონს
|