x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
გინესის რეკორდსმენი- ამერიკელი ქალი 22 წლის განმავლობაში იზრდიდა ფრჩხილებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი მინესოტაში მცხორები ქალი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი (12, 8 მეტრი) ფრჩხილების მფლობელი. მან ისაუბრა ფრჩხილების გამო ყოველდღიურ სირთულეებსა და შეზღუდვებზე.image
64 წლის დიანა არმსტრონგმა ფრჩხილების გაზრდა 1997 წელს დაიწყო. ქალის თქმით, ამ დრომდე მისი 16 წლის ქალიშვილი მანიკიურს ყოველ შაბათ-კვირას უკეთებდა, მაგრამ ასთმის მორიგი შეტევის შემდეგ გოგონა გარდაიცვალა. ამის შემდეგ არმსტრონგმა მთლიანად შეწყვიტა ფრჩხილების მოჭრა.image
დროთა განმავლობაში, რეკორდსმენმა საერთოდ დატოვა სამსახური, რათა მთლიანი ყურადღებაბ ფრჩხილების გაზრდაზე გადაეტანა. ამან, ცნობადობის გარდა, მას უამრავი პრობლემა მოუტანა. მაგალითად, არმსტრონგს მოუწია მანქანის მართვაზე უარის თქმა, რადგან მისი ფრჩხილები მანქანაში ვერ ეტეოდა. მისთვის ძნელია ელვის შეკვრა და გახსნა, საჯარო ტუალეტში კი მხოლოდ ყველაზე ფართო კაბინაში შესვლა შეუძლია.image
გარდა ამისა, ქალმა აღნიშნა, რომ ფრჩხილების შეღებვას მინიმუმ ოთხი საათი და 15 ბოთლი ლაქი სჭირდება. ზოგჯერ მას მაინც უწევს ფრჩხილების წვერების მოქლიბვა და ეს მოითხოვს დურგლის დახმარებას. „ვფიქრობ, ჩემი ქალიშვილი იამაყებს ჩემით, რადგან ის უკანასკნელი იყო, ვინც მანიკიური გამიკეთა. ერთადერთი, რაზეც ფრჩხილების გაზრდისას ვფიქრობ, ჩემი ქალიშვილია“, - განმარტა არმსტრონგმა.imageimageimage





0
61
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0