სხვა ცხოველთა უფლებადამცველმა ანდერძში ჩამოთვალა, თუ ვის გაუგზავნონ მისი დანაწევრებული გვამის ნაწილები სიკვდილს შემდეგ 2023, 7 ივნისი, 11:08 ინგრიდ ნიუკირკი გახლავთ PETA-ს დამფუძნებელი, უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც აპროტესტებს ადამიანების სისასტიკეს ცხოველების მიმართ. ცხოველთა დაცვის ამერიკული ორგანიზაციის PETA-ს ხელმძღვანელმა ინგრიდ ნიუკირკმა განაახლა თავისი ანდერძი, რომლის პირველი ვერსია 2003 წელს დაიწერა. მაშინაც კი, მან გადაწყვიტა, რომ საკუთარ გარდაცვლილ სხეულს მოახმარდა აქციას, რომელიც ადამიანებს ცხოველების მიმართ გამოჩენილ სისასტიკეს შეახსენებდა. კერძოდ, ქალბატონი ითხოვდა, მისი სიკვდილის შემდეგ მისი გვამი ნაწილებად დაჭრან და ნაწილ-ნაწილ გაუგზავნონ სხვადასხვა ქვეყნის და ორგანიზაციების ლიდერებს, რათა გული აერიოთ და მიხვდნენ, რამდენად არაადამიანურია "ჩვენი უმცროსი მოძმეების", ანუ ცხოველების ჭამა. ახლახან ნიუკირკმა ანდერძის საბოლოო ვერსია ჩამოაყალიბა, სადაც ითხოვს, რომ მისი კანი გარდაცვალების შემდეგ გადასცეს ჩანთების მწარმოებელ ბრენდ Hermès-ს . ამით მას სურს საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილოს სპეციალური ფერმების არსებობაზე, სადაც ცხოველებს ამრავლებენ და კლავენ სპეციალურად ფრანგული ბრენდის პროდუქციისთვის. 73 წლის პენსიონერი ითხოვს გულის ნაწილების დამარხვას ფორმულა 1-ის ტრასებზე ჰოკენჰაიმში (გერმანია) და სილვერსტოუნში (დიდი ბრიტანეთი), ანუ იქ, სადაც რბოლები ტარდება. ამით სურს ყურადღება მიიპყროს თუ რა ზიანი მოაქვს გარემოსთვის მანქანის გამონაბოლქვს და საბურავებს. ცხოველთა უფლებების დამცველმა ანდერძში ჩაწერა, რომ მისი გულის ერთი ნაგლეჯი ილონ მასკს გაუგზავნონ. PETA-ს ცნობით, მისმა კომპანიამ ტვინში ჩიპების ჩადგმის გამო ბევრი „მაიმუნი, ღორი, ვირთხა და ცხვარი მოკლა ექსპერიმენტების დროს“ თურქი ყასაბი შეფ-მზარეული ნუსრეთ გოკჩე (Salt Bae) ნაწლავებს მიიღებს. მისი რესტორნების მენიუ ძირითადად ხორცის კერძებისგან შედგება (და ძალიან ძვირი ღირსა), ხოლო PETA მიიჩნევს, რომ დაწესებულებებში მხოლოდ ვეგეტარიანული პროდუქტები უნდა მიირთვათ. North Face მიიღებს ქალის ფეხს, რათა კომპანიას "პანღური" უთავაზოს მისცეს ტანსაცმლის წარმოებაში ღონღლის და ბუმბულის გამოყენებისთვის (PETA-ს მტკიცებით ბრენდი თვალთმაქცობს, რომელიც საჯაროდ ეკოლოგიურად სუფთა ტანსაცმლის მომხრეა, მაგრამ ამავე დროს ზიანს აყენებს პლანეტას) . ესპანეთის მეფე ფილიპე VI უნდა გაუგზავნონ ამანათი მოჭრილი ყურით. ანდრეძის მიხედვით ქლაბატონის ტყავი შეიძლება გამოვიყენოთ ჩანთის დასამზადებლად, ფეხები ქოლგის სადგამად, ნაწლავები კი სოსისის გარსაცმად. ბოდიშით თუ ვინმეს მადა გავუფუჭეთ!! ასევე დაგაინტერესებთრუსეთში, კერძოდ ქალაქ პერმში ძაღლი თავს დაესხა ცხოველთა უფლებადამცველს და უპატრონო ძაღლების თავშესაფრის მფლობელს. მიუსაფარი ცხოველების სასწრაფო დახმარების სადგურის შემქმნელს მოტეხილი აქვს ორივე ხელი, დაგლეჯილი აქვს მყესები და ვენები, ასევე იდაყვის სახსრები. ახლა მას ოპერაცია სჭირდება. სემიონი... ბერბეროვების ოჯახს მთელს საბჭოეთში იცნობდნენ, ისინი ქალაქ ბაქოში ცხოვრობდნენ, მათზე აქტიურად წერდნენ პრესაში, ტელევიზიითაც რამდენიმე სიუჟეტი გადაიცა.უპირველეს ყოვლისა სახელი გაითქვეს იმით, რომ სახლში ჰყავდათ ლომი სახელად "კინგი". ქალაქ ბაქოში კომუნალურ ბინაში ბერბეროვების ოჯახს ჰყავდათ რამდენიმე ცხოველი, მათ შორის პუმა და ლომი. ლომი ... საკვების ტაბუ თითქმის ყველა ხალხს აქვს, უბრალოდ ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ, რომ უბრალოდ დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ.მაგალითან ძაღლის ხორცს ჩვენ ან ამერიკელი კატეგორიულად არ შეჭამს, თუმცა ვიეტნამში და ჩინეთში ძაღლის და კატის ხორცის ჭამა ჩვეულებრივი ამბავია, იქ სპეციალურად ძაღლის სახორცე ჯიში გამოჰყავთ. ყველასთვის ცნ... ამჟამად ჰონგ -კონგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქალაქად მსოფლიოში. არის შესანიშნავი ინფრასტრუქტურა, ბევრი გამწვანება, ქალაქში არის ბევრი ძვირადღირებული პენტჰაუზი და და ცხოვრობს ბევრი მდიდარი ადამიანი, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ამ ქალაქში არსებობს ასევე მკვეთრი კონტრასტი ბინა -გალიები, სადაც უბრალო შრომის... 144 2-ს მოსწონს
|