სხვა ცხოველთა უფლებადამცველი და მაწანწალა ძაღლების თავშესაფრის მფლობელი ძაღლმა დაგლიჯა (ვიდეო) 2023, 18 მაისი, 19:17
რუსეთში, კერძოდ ქალაქ პერმში ძაღლი თავს დაესხა ცხოველთა უფლებადამცველს და უპატრონო ძაღლების თავშესაფრის მფლობელს.
მიუსაფარი ცხოველების სასწრაფო დახმარების სადგურის შემქმნელს მოტეხილი აქვს ორივე ხელი, დაგლეჯილი აქვს მყესები და ვენები, ასევე იდაყვის სახსრები. ახლა მას ოპერაცია სჭირდება. სემიონი არის ცხოველთა უფლებების ცნობილი დამცველი და მაწანწალა ძაღლებისთვის სასწრაფო დახმარების სადგურის შემქმნელი. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ის ასეირნებდა არგენტინულ დოგს, აი რა განაცხადა «Антидогхантер Пермь" -ის ცხოველთა დახმარების ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე ფომინმა : "სემიონი სადგურის გარეთ არგენტინულ დოგს ასეირნობდა რულეტზე. როდესაც ის შევიდა სადგურის ტერიტორიაზე, ძაღლი ჯერ კიდევ რულეტზე იყო, ამ დროს სხვა ძაღლებმა დაიწყეს ჩხუბი. სემიონმა მათი გაშველება სცადა, ამიტომ ხმამაღლა დაუყვირა მოჩხუბარ ძაღლებს. საპასუხოდ არგენტინული დოგი რულეტიდან პირდაპირ სემიონს მივარდა . მაშინვე გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება, ის გადაიყვანეს მედპუნქტში. ოპერაცია ჯერ არ ჩატარებულა. სემიონს აქვს დილემა - მას ჯერ კიდევ ეშინია სადგურის და ძაღლების მიტოვების. ბალანსზე გვყავს 200 ძაღლი, რომელთა ორი მესამედი ინვალიდია, მასზეა დაკისრებული მთელი ფუნქცია. ახლა პრობლემა არის სადგურის მუშაობის შენარჩუნება. ცხოველთა დამცველს მოტეხილი აქვს ორივე ხელი, იდაყვის სახსრები, დაგლეჯილი აქვს ვენები და მყესები . რა თქმა უნდა ოპერაცია დასჭირდება. შემდეგ კი - რეაბილიტაციის რთული პერიოდი." ფონდმა ასევე განაცხადა, რომ ინტერნეტის გარკვეულ მომხმარებლებლს ახარებს მომხდარი ინციდენტი. ბევრი კომენტარებში დაუფარავი სიხარულით წერს, რომ როგორც იქნა „ცხოველთა დამცველები დაზარალდნენ მაწანწალა ძაღლებისგან“. არგენტინული დოგი, ხელოვნურად გამოყვანილი ძაღლია, იგი მოითხოვს სპეციალურ წვრთნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემოციურად რეაგირებენ ხიფათზე, რის გამოც სახიფათონი არიან, ამ ჯიშის ძაღლი აკრძალულია 10 ქვეყანაში, მათ შორის არის ავსტრალია, ახალი ზელანდია და პორტუგალია. 143 3-ს მოსწონს
|