კინო 10 კლიშე ფილმებიდან, რომლებიც დროა, რომ ბოლოს და ბოლოს დაივიწყონ 2023, 6 ივნისი, 15:30
თუ ფილმის გმირი ორსულია, მაშინ თითქმის ყოველთვის უნდა ელოდოთ, რომ ის წყლებს მოულოდნელად დაღვრის, შემდეგ ქალი ისევე სწრაფად იწყებს მშობიარობას და მაყურებელს თვალის დახამხამების დრო არ აქვს, რადგან ბავშვს უკვე ხელში აწვდიან. ისე, ჟანრის კლასიკაა -მშობიარობიდან რამდენიმე წუთში ქალი დასვენებულად და მშვიდად გამოიყურება.
სინამდვილეში, ქალები ყოველთვის ვერც კი იგებენ, ღვრიან თუ არა წყლებს. ბავშვის დაიბადებამდე კი გადის მრავალი საათი, რის შემდეგაც ცოტა ადამიანი გამოიყურება ისე, როგორც პროცესის დასაწყისში. 7. სათვალის მოხსნას და ვარცხნილობის შეცვლას ყველაფერი შეუძლია ბევრ ფილმში შეხვდებოდით პერსონაჟბს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თავიანთი გარეგნობა არ ადარდებთ, არ უვლიან კანს, თმას, არ აინტერესებთ ჩაცმულობა... მაგრამ როდესაც “უწევთ" შეცვლა, უმარტივესად ხდებიან ლამაზმანები და ყველასთვის სასურველები. 8. მშვენივრად გამოიყურებიან სპორტდარბაზში როგორც წესი, სპორტდარბაზში შესვლისა და გასვლისას კინოგმირი შესანიშნავად გამოიყურება. ლამაზი თმით და მაკიაჟით. ვარჯიშის დროსაც ისეთივე კარგია, დაღლილობისგან ფერსაც კი არ იცვლის, ხოლო თუ გოგონა მეგობართან ერთად მიდისსპორტდარბაზში, მაშინ ვარჯიშის დროს მათ მაინც ექნებათ დრო, განიხილონ ყველაფერი მსოფლიოში და არც კი ამოისუნთქონ. 9. არაჯანსაღად იკვებებიან ყოველ დღე და მაინც იდეალური ფორმები აქვთ ფილმის გმირები მუდმივად დაუდევრად მიირთმევენ პიცას საწოლში ან ჰამბურგერს ლანჩზე. დესერტად კი უმატებენ ნაყინის დიდ პორციას ამავდროულად, ისინი არასოდეს უჩივიან ჯანმრთელობას და ყოველთვის საოცრად გამოიყურებიან: კანის შეშუპება, კუჭისა და ძილის პრობლემები არ აწუხებთ. 10. ქორწილში აურზაურს აწყობენ ფილმებში ხშირად გვხვდება სცენა, სადაც პატარძლის თაიგულის დაჭერის გამო აყალმაყალი იწყება, თუმცა რეალობაში, მსგავს სცენას ხშირად ნამდვილად ვერ იხილავთ. 677 2-ს მოსწონს
|