x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ყველაზე ჩუმი ადგილი მსოფლიოში, რომელმაც შეიძლება ჭკუიდან შეგშალოთ

ამბობენ, რომ „დუმილი ოქროა“, მაგრამ აშშ-ში, მინესოტაში არის ოთახი, რომელიც ისეთი წყნარია, რომ ცოტა ხნის შემდეგ იქაურობა აუტანელი ხდება. ოთახი ბლოკავს გარე ბგერების 99, 99 პროცენტს და ჯერ ვერავინ ვერ გაუძლო მასში 45 წუთზე მეტი.image
გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე მშვიდი ადგილი მდებარეობს სამხრეთ მინეაპოლისში ორფილდის ლაბორატორიაში. განსაკუთრებული სიჩუმის მისაღწევად ოთახში გამოიყენეს მეტრი სისქის მინაბოჭკოვანი აკუსტიკური პლატფორმები, იზოლირებული ფოლადის ორმაგი კედლები და 30 სმ სისქის ბეტონი.

კომპანიის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, სტივენ ორფილდმა თქვა, რომ როდესაც სიჩუმე დგება, თქვენი სმენა იწყებს ადაპტაციას.
”რაც უფრო მშვიდი ოთახია, მით უფრო მეტი რამ გესმის. იწყებ გულის ცემის მოსმენას, ხანდახან იგებ ფილტვების მოძრაობს, ან კუჭის ხმას. ანექოიურ პალატაში შენ თვითონ ხდები ხმა“, - განმარტა მან.image

ორფილდმა განმარტა, რომ ეს ძალიან დამაბნეველია და გაიძულებს იჯდე ერთ ადგილას. ჩვენ ფოკუსირებას ვაკეთებთ იმ ბგერებზე, რომლებიც სიარულის დროს გვესმის. ანექოიურ პალატაში თქვენ არ გაქვთ რაიმე სიგნალი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დააბალანსოთ და მანევრირება მოახდინოთ. თუ ამ ოთახსი ნახევარი საათით აღმოჩდნით, უმჯობესია სავარძელში დარჩეთ.

ამ კამერას მრავალი მწარმოებელი იყენებს მათი პროდუქციის ხმაურის შესამოწმებლად, როგორიცაა გულის სარქველები, მობილური ტელეფონის ეკრანის ხმა, იგი ასევე გამოიყენება ხმის ხარისხის დასადგენად.image
მაგრამ ადამიანისთვის ასეთი ოთახი შეიძლება იყოს მძიმე გამოცდა. მასში ყოფნის რამდენიმე წუთის შემდეგ, თქვენ ეჩვევით ბგერების არარსებობას, იწყებთ უფრო სუსტი ბგერების აღქმას. მძიმე შემთხვევებში, გრძნობების ამ გამორთვამ შეიძლება დაგღლიოთ. NASA-ს ასტრონავტები, რომლებიც წვრთნებს გადიან წყლით სავსე რეზერვუარში, გარკვეული პერიოდის შემდეგ განიცდიან ჰალუცინაციას, როდესაც ჩვენი სხეული ცდილობს არაფრისგან ხმების შექმნას.

გამორთული განათების პირობებში, ამ ოთახში ადამიანმა ყველაზე დიდხანს მხოლოდ 45 წუთის განმავლობაში გაძლო. თავად დამფუძნებელმა კი მხოლოდ მხოლოდ ნახევარი საათით შეძლო გაჩერება. მისი თქმით, ადამიანს ყურადღება გადააქვს ყველაზე მეტად არა ხმაურის დროს, არამედ სიჩუმის.
0
256
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0