x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
20 საინტერესო ფაქტი რადიაციის შესახებ, რომლებიც დაგიმტკიცებთ, რომ რადიაციაზე ბევრი არაფერი ვიცით

ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ რადიაცია სახიფათოა, თუმცა მის შესახებ მრავალი სხვა ფაქტებიც არსებობს, რომლებიც ბევრმა არ იცის:

image

1. ბირთვული წყალქვეშა ნავის ფორტზე გამოსხივება ნაკლებია ვიდრე ხმელეთზე.

2. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლებელია სარკოფაგი გაიბზაროს, რომელიც რეაქტორს ფარავს, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს.

3. დიდი რაოდენობით გრანიტი გამოიყენეს ნიუ იორკის ცენტრალური სადგურის მშენებლობაში. ამ მიზეზით, იქ რადიაციული დონე ძალიან მაღალია და ატომურ ელექტროსადგურებში დასაშვებ ნორმებსაც კი აღემატება.

4. ჩერნობილის ზონაში არსებობს სოკოები, რომლებსაც ეწოდება Cryptococcus neoformans, რომლებიც რადიაციის ქვეშ მშვენივრად გრძნობენ თავს.

image

5. მწეველი ადამიანი წელიწადში საშუალოდ იღებს გამოსხივებას, რომელიც რენტგენის აპარატის 300 ჯერ გამოყენებას უდრის. ეს გამოწვეულია კვამლში რადიოაქტიური იზოტოპების არსებობით.

6. 2004 წლის 24 დეკემბერს დედამიწაზე მოხვდა ისტორიაში ყველაზე ძლიერი გამოსხივება. გამოსხივებამ მოაღწია ვარსკვლავიდან, რომელიც ჩვენი პლანეტიდან 50 ათასი სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს.

7. ბანანს აქვს რადიოაქტივობის საკმაოდ მაღალი დონე.

image

8. თვალების დახუჭვისას ასტრონავტები ზოგჯერ ნათელ ციმციმებს ხედავენ. ისინი გამოწვეულია ბადურაზე კოსმოსური გამოსხივების დარტყმით.

9. მფრინავები და ბორტგამციებლები იღებენ რადიაციის უფრო მეტ დოზას, ვიდრე ბირთვული ელექტროსადგურის მუშაკები. ამიტომ, ისინი ოფიციალურად კლასიფიცირდებიან "რადიაციულ გარემოში მომუშავეებად".

10. აშშ-ს ბირთვული იარაღის პროგრამას უწოდეს მანჰეტენის პროექტი. ამ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საკმაოდ სასტიკი ექსპერიმენტები ადამიანზე რადიაციის გავლენის შესახებ. მაგალითად, ჩვილებს აჭმევდნენ რადიოაქტიურ შვრიას.

11. იმავე მანჰეტენის პროექტის ფარგლებში, ალბერტ სტივენსმა მიიღო პლუტონიუმის ინექცია. ის მხოლოდ 20 წლის შემდეგ გარდაიცვალა და გახდა ადამიანი, ვინც ყველაზე დიდხანს იცოცხლა რადიაციის ასეთი დოზის შემდეგ.

12. შეერთებული შტატები უარყოფდა, რომ ატომური დაბომბვის შემდეგ ადგილი რადიოაქტიური ხდება. ეს იაპონურ პროპაგანდადაც გამოაცხადეს.

13. მარია კიურის მიერ აღმოჩენილ რადიუმს პირველად იყენებდნენ ყველაფერში, კბილის პასტამდე და კანფეტამდე. ბუნებრივია, ამან გამოიწვია ჯანმრთელობის პრობლემები.

14. ადამიანები, რომლებიც ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებთან ახლოს ცხოვრობენ, უფრო მეტ დასხივებას იღებენ, ვიდრე ისინი, ვინც ბირთვულ ელექტროსადგურებთან ცხოვრობენ.

15. მე -20 საუკუნის შუა პერიოდში ამერიკაში იყიდებოდა თამაში სახელწოდებით "Gilbert U-238 Atomic Energy Laboratory". მის ნაკრებში შედიოდა რეალური 238 ურანის ნიმუშები.

image

16. მთვარეზე ამერიკის დროშები მთლიანად გაუფერულებულია მზის გამოსხივების გამო.

17. ჩერნობილის და ატომური კატასტროფების სხვა ადგილებში ცხოვრების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ზოგიერთი სახეობა გადარჩა რადიაციის გავლენის ქვეშ მომხდარი გენეტიკური მუტაციების გამო.

18. აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში, ადამიანი უფრო მეტ გამოსხივებას გამოყოფს, ვიდრე მისი მობილური ტელეფონი.

19. დარიშხანის შემცველი სამრეწველო ნარჩენები უფრო საზიანოა ადამიანებისთვის, ვიდრე მსგავსი რაოდენობის ბირთვული ნარჩენები

20. ჩვენ მუდმივად ვიღებტ რადიაციას, რომელთა უმეტესობა უვნებელია. საშიშია მხოლოდ იონიზებელი გამოსხივება საკმარისად მაღალ დოზებში (რენტგენი, გამა სხივები და ა.შ.).





0
313
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0