“ყინულის კაცი" იგივე ეცი ენეოლითის ხანის პირველყოფილი ადამიანის მუმიაა, რომელიც 1991 წელს იპოვეს შემთხვევით ტურისტებმა ეცტალის ალპებში სიმილაუნის კალთებზე, 3200 მეტრის სიმაღლეზე. როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, ის დაახლოებით 5300 წლის წინ ცხოვრობდა.
ყინულის კაცის ხელი სტერილურ ფოლგაზე
ჰოლანდიელმა მხატვრებმა ადრიემ და ალფონს კენისმა მოახდინეს ყინულის კაცის ჩონჩხის 3D სკანირება სრულ ზომის ასლის შესაქმნელად. თავდაპირველად, მეცნიერებს სჯეროდათ, რომ ეცის თვალები ცისფერი იყო, მაგრამ ბოლო დნმ-ის კვლევებმა აჩვენა, რომ თვალები ღია ყავისფერი ჰქონდა.
ყინულის კაცის “ფეხსაცმელი" ყინულის ფეხზე.
მუმიის ლაბორატორიაში გადაყვანის შემდეგ, მკვლევარებმა ტემპერატურა 17, 8 გრადუსამდე აწიეს მუმიის გასადნობად. გამდნარი წყალი კი ბაქტერიებზე შეამოწმეს, რომლსი წყალობითაც მუმია ასე თი “შენახული" დარჩა.
ყინულის კაცის დანა და დანის ჩასადები
9 საათიანი აუტოფსიის შემდეგ მუმია ისევ თავდაპირველ ტემპერატურაზე დააბრუნეს, –6, 1 გრადუს ცელსიუსზე, შემდეგ კი მინის სარკოფაგში მოათავსეს.
სპილენძის ნაჯახი მოწმობს, რომ "ყინულის ადამიანი" მაღალ თანამდებობას იკავებდა თავის ტომში. კუჭის გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ეციმ საკვები მიიღო სიკვდილამდე რვა საათით ადრე. ნაპოვნია ქატოს, ფესვების, ხილისა და კუნთოვანი ქსოვილის ორი სახის ნაშთი, რომლებიც შეესაბამება ჯიხვის და ირმის ხორცს.
ეს ისრები თავდაცვისა და ნადირობისთვის გამოიყენებოდა. სიკვდილის დროს ეცის სიმაღლე 165 სმ იყო, წონა კი 50 კგ.
ნეკერჩხლის ფოთოლი, რომელიც მუმიასთან ერთად იპოვეს.
ფეხსაცმელი დამზადებული ბალახისგან, ირმის ტყავისგან და დათვის ტყავისგან. ის ერთ-ერთი ყველაზე ძველია, რაც კი მეცნიერებს აღმოუჩენიათ.
მუმია სამხრეთ ტიროლის არქეოლოგიურ მუზეუმში, ბოლცანოში, იტალიაში. ოთახი შენარჩუნებულია 17, 8 გრადუსი ტემპერატურისა და 98, 5% ტენიანობის პირობებში - ყინულის ფენის სიმულაციისთვის, რომელიც მუმიას იცავდა ხუთი ათასი წლის განმავლობაში.
მეცნიერების ვარაუდით, სიკვდილის დროს ყინულის კაცი დაახლოებით 40-45 წლის იყო.