x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ერთი დღე საბჭოთა კავშირის ცხოვრებიდან
image

ერთი დღე ცხოვრებიდან …


ყოველთვის საინტერესოა ადამიანის ცხოვრების „მონაკვეთის“ დაფიქსირება და მით უმეტეს – ქვეყნის, ან თუნდაც მთელი მსოფლიოსი. პირველი ასეთი პროექტი - "მსოფლიო დღეს" - განხორციელდა 1935 წელს საბჭოთა კავშირში მაქსიმ გორკის ინიციატივით. 1935 წლის 27 სექტემბრს მთელი მსოფლიოდან მიღებული ასეული კილოგრამი გაზეთებიდან შეირჩა შეტყობინებები, განცხადებები, სტატიები, ილუსტრაციები და კარიკატურები. ერთად შეგროვებული, ისინი მოგვითხბდნენ, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები იმ დღეს პლანეტაზე.



„მსოფლიოს დღის“ შემდეგ ერთი ქვეყნის ცხოვრებიდან ერთი დღის შესახებ ფოტორეპორტაჟის გაკეთების იდეა გაცილებით გვიან განხორციელდა - მხოლოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში.



ახალგაზრდა ამერიკელ ფოტოჟურნალისტს რიკ სმოლანს ( (Rick Smolan) გაუჩნდა გიჟური იდეა: გაეგზავნა ავსტრალიაში მსოფლიოს 100 ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფთან ერთად, რათა ერთ დღეში გადაეღოთ ამ ქვეყნის ცხოვრება ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, დ აჩენ ნამდვილად პატივი უნა მივაგოთ მის ძალისხმევას, 1981 წელს რიკმა განახორციელა ეს პროექტი. ასე დაიბადა წიგნი "A Day in Life of Australia". შემდეგ იყო სხვა ქვეყნები - კანადა, იაპონია, აშშ და საბჭოთა კავშირი...


პროექტის "ერთი დღე საბჭოთა კავშირის ცხოვრებიდან" გადაღება შედგა 1987 წლის 15 მაისს, საბჭოთა სახელმწიფოს წარმომადგენლებთან სამწლიანი მოლაპარაკების შემდეგ. საბჭოთა მხრიდან პარტნიორი იყო პრესის სააგენტო „ნოვოსტი“, ფოტოკოროსპენდენტი 50 / 50 -ზე იყოი, ანუ ორმოცდაათი საბჭოთა კორესპონდენტი და ორმოცდაათი დასავლელი. გარდა ამისა, კიდევ დამატებით 50 ჟურნალისტი იყო ჩართული უცხოელი ფოტორეპოტიორების მეგზურად.

image

დასავლელმა კორესპონდენტებმა იმ დროს საბჭოთა კავშირში გადაღების უპრეცედენტო თავისუფლება მიიღეს, რაც მანამდე არასდროს ყოფილა, არ დაგავიწყდეთ, ეს ის პერიოდია, როდესაც გორბაჩოვი "საჯაროობის და დემოკრატიის" დამკვიდრებას ცდილობს და ბევრ რამეს ტაბუ მოხსნილი აქვს.ისინი იყვნენ საბჭოთა მოქალაქეების სახლებში, ქარხნებში, სკოლებსა და ციხეებშიც კი. მათ იმოგზაურეს საბჭოთა კავშირის 15-ვე რესპუბლიკაში დროის 11-ივე სარტყელში . ისინი რისკავდნენ და იღებდნენ ისეთ ადგილებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დახურული უცხოელებისათვის ; 127000-ზე მეტი კადრი გადაიღეს და გამოვიდა ძალიან საინტერესო ფოტოწიგნი „ერთი დღე საბჭოთა კავშირის ცხოვრებიდან(«A Day in the Life of the Soviet Union», Collins Publisher) 250 ფოტოსურათით, რომლის ტირაჟმა 540 000 ასლს გადააჭარბა.


image


image


image

image


image


image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image


image

image

image

image

image

image

image

ასევე დაგაინტერესებთ



ნოსტალგია: არაჩვეულებრივი ასწლიანი მოგზაურობა თბილისში ტრამვაისთან ერთად-უნიკალური ფოტოები


ნოსტალგია-60/70/80 -იანი წლების თბილისის აქამდე უცნობი ფოტოები


სტალინის დროინდელი უნიკალური ფოტოები(გაგრძელება)


უნიკალური ქართული ფოტომატიანე(ნაწილი მესამე)


ფოტოგრაფი, რომელმაც გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოში პირველი ფერადი ფოტოები გადაიღო



1
438
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
438
  
2023, 2 ივნისი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1