x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
აკრძალული ფოტოგრაფი სსრკ-ში, რომელმაც კგბ-ს აგენტი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

image

35 წლის წინ, 1987 წლის 16 მარტს ლიეტუველმა ფოტოგრაფმა ვიტას ლუცკუსმა მასთან სახლში მისული კგბ-ს აგენტი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. იგი მხოლოდ 43 წლის იყო, თუმცა მოასწრო არაჩვეულებრივი ფოტო ნამუშევრების დატოვება, რომლის უსაზღვრო ინდივიდუალობა და ექსტრაორდინარული გადაწყვეტა ყოველგავრ ჩარჩოებს სცდება და არა თუ საბჭოთა კავშირში, დღეს უკვე დამოუკიდებელ ლიეტუვაშიც კი ზოგიერთისთვის "აკრძალულის" კატეგორიაში გადის.






ფოტოგრაფი დაიბადა 1943 წელს ლიტვაში. 20 წლის ასაკში აქტიურად დაკავდა ფოტოგრაფიით. მასზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ნამდვილი საბადო.

image



ვიტასი გამოირჩეოდა ორიგინალურობით. თავისი თამამი ნამუშევრებით მან მიიპყრო როგორც უბრალო მნახველების, ასევე ხელისუფლებაში მყოფთა განსაკუთრებული ყურადღება.

image

ფოტოგრაფის ძლიერი შინაგანი ენერგია მისკენ იზიდავდა სრულიად განსხვავებულ ადამიანებს. ვიტასს ადვილად შეეძლო საერთო ენის გამონახვა როგორც კანონის წარმომადგენლებთან, ასევე ქუჩის ხულიგნებთან.

image


სამწუხაროდ, ნიჭიერმა ფოტოგრაფმა ვერ აიცილა ალკოჰოლურ სასმელებზე დამოკიდებულება., რაც ხშირად ბევრი ნიჭიერი შემოქმედის თანმდევია.

image

image

ვიტას ლუკუსის ცოლი გახდა რუსი გოგონა, სახელად ტატიანა. ისინი შეხვდნენ საავადმყოფოში, სადაც 18 წლის გოგონა მედდად სტაჟირება გადიოდა.

image

image

მის ფოტოობიექტივში ხვდებოდნენ კარდინალურად განსხვავებული ადამიანები.


image

1960-იანებიდან 1980-იან წლებამდე ვიტას ლუცკუსმა ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში იმოგზაურა. ფოტოებს უღებდა გლეხებს, არტისტებს, შემთხვევით გამვლელებს, მილიციონრებს, ქალაქელ ბავშვებს. ის სულმოუთქმელად მუშაობდა, კისერზე მუდმივად ეკიდა აპარატი. ფოტოგრაფი არასდროს ეხებოდა პოლიტიკას, და ამის მიუხედავად მას ცენზურა არასდროს წყალობდა. მას ხშირად კუდში დასდევდნენ ინფორმატორები და მილიციელები.

image

image

ფოტოგრაფი ხელისუფლების მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. სამშობლოში ის კონცეპტუალური ფოტოგრაფიის ფუძემდებლად ითვლება, თუმცა თავად ავტორი ყოველთვის თავს დოკუმენტურ ფოტოგრაფად თვლიდა. ის კარგად აერთიანებდა ორ სრულიად საპირისპირო მიმართულებას: წმინდა წყლის დოკუმენტალიზმსა და თამამ ფანტაზიას

image

image

image



1987 წელს მოხდა ინციდენტი, რომელიც ფატალურად დასრულდა ნიჭიერი ფოტოგრაფისთვის, მოულოდნელად მას სახლში ეწვია სუკის(კგბ) თანამშრომელი, დღემდე უცნობია, რა სურდა მას ვიტას ლუცკუსისგან, მაგრამ ეს შეხვედრა ტრაგიკულად დასრულდა. მამაკაცებს შორის დაპირისპირებისა და ჩხუბის დროს ფოტოგრაფს კგბ-ს წარმომადგენელი შემოაკვდა. ვიტასი აფექტურ მდგომარეობაში იყო.როცა დაწყნარდა და მიხვდა რაც მოხდა, ფოტოგრაფი ფანჯრიდან გადახტა.

image

მისი გარდაცვალების შემდეგ ცოლი და ქალიშვილები, აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდნენ ფოტოგრაფის ყველა ნამუშევარი თან წაიყოლეს.

image

image

დიდი ხნის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი მის შესახებ, თუ სად ინახებოდა დიდი მაესტროს ფოტოები.

image

მაგრამ რამდენიმე წლის წინ, პირველად ვიტას ლუცკუსის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო ჰოლანდიის მუზეუმში.

image

image

ვიტას ლუცკუსის ფოტოგამოფენა 2017 წელს საქართველოშიც გაიმართა.

ეროვნულ მუზეუმში გამოიფინა ფოტოები, რომელიც 1981 წელს თბილისში, აზერბაიჯანსა და ბაშკირეთში იყო გადაღებული.

image


1
2735
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2735
  
2022, 20 მარტი, 22:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1