სხვა როგორ ცხოვრობენ და რამდენს გამოიმუშავებენ მასწავლებლები ევროკავშირის ქვეყნებში? 2023, 31 მაისი, 15:50 მასწავლებლობა საქართველოში წლების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი პროფესია იყო და ამ მხრივ უკეთესობისკენ მდგომარეობა დიდად არც ბოლო წლებში შეცვლილა. მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს ხელფასების სიმწირე და ის მძიმე სამუშაო პირობები, რასთანაც მასწავლებლებს საქართველოში ყოველდღიურად უწევთ გამკლავება.
მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არ არიან მასწავლებლები ასეთ ცუდ დღეში. ევროკავშირის ქვეყნებში ამ პროფესიის ადამიანებს აფასებენ. მასწავლებლის პროფესია იქ პრესტიჟულია და არავინ მასწავლებლებს არ უყურებს ზიზღით და ამრეზით, რადგან მათი ანაზღაურება იქ ძალიან მაღალია. მაგრამ მოდით, თითოეული ევროპული ქვეყნის მაგალითზე კონკრეტულად განვიხილოთ, თუ რამხელა ხელფასები აქვთ მასწავლებლებს: 1. გერმანია გერმანიაში დამწყები მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4200 ევროა. ყველაზე მცირე ხელფასი აქვთ ზაარლანდელ დამწყებ პედაგოგებს (3907 ევრო), ხოლო ყველაზე მეტი - ბავარიელებს (4774 ევრო). თუმცა პედაგოგებს, რომლებმაც 26 წელიწადი იმუშავეს, 4200 ევროს ნაცვლად 5400 ევრო (15, 012 ლარი) აქვთ ანაზღაურება. 2. ლუქსემბურგი ლუქსემბურგელი პედაგოგის საშუალო ხელფასი თვეში 6000 ევროა. ამასთან ერთად, იქაური პედაგოგები იღებენ საუკეთესო სამედიცინო სერვისებს და ძალიან მყარ სოციალურ პაკეტს იმ შემთხვევაში, თუ შრომას ვეღარ შეძლებენ. 3. ესტონეთი ესტონეთში პედაგოგის ხელფასი ისეთი მაღალი ვერ არის, როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, თუმცა არც აქ გახლავთ კატასტროფული ვითარება. 1250 ევრო - აი ამდენს გამოიმუშავებენ ესტონელი პედაგოგები ყოველთვიურად. 4. დანია ჰანს ქრისტიან ანდერსენის სამშობლოში პედაგოგები ყოველთვიურად საშუალოდ 33, 142 დანიურ კრონს გამოიმუშავებენ, რაც 4450 ევროს ააჭარბებს. 5. ირლანდია ირლანდიაში ხელფასები ისეთი მაღალი ვერ არის, როგორც ამ ქვეყნის აყვავებულ ეკონომიკას ხელეწიფება, თუმცა ამის მიუხედავად ირლანდიელ პედაგოგებს თვეში 3700 ევრო მაინც აქვთ. ბევრი სახელისუფლებო ტროლი ამ სტატიის ქვეშ ალბათ დაწერს, რომ ეს უზარმაზარი ხელფასები არაფერს ნიშნავს, რადგან ამ ქვეყნებში დიდი ინფლაციაა. მაშინ გეტყვით, რომ დასავლეთ ევროპული “ლიდლის” მაღაზიათა ქსელში ერთი ბაგეტის ფასი 33-დან 50 ცენტამდეა, ხოლო ერთი კრუასანის - 23-25 ცენტამდე. ასევე, ერთი კილოგრამი ყველი გერმანიაში საშუალოდ 7, 87 ევრო ღირს, რძე (1 ლიტრი) 73 ცენტი, ზეთი (1 ლიტრი) 1, 99 ევრო, ხოლო 1 კილოგრამი ძეხვი - 5, 67 ევრო. 47 1-ს მოსწონს 2-ს არა |
შე არაკაცო ეს როდინდელი ფასებია? გაზი და დენი რა ღირს ის არ გინდა დაწერო. წარმოებები იხურება და ჩინეთში გადადიან. ჩუთლახიშილო სიმართლის რატომ გეშინია? რატომ წაშალე ვიდეო? გერმანიაში რეცესია ოფიციალურად გამოცხადდა. ხალხი დიდ გასაჭირშია. https://www.youtube.com/watch?v=BbzqbTJ2j9g
ამით რა გინდა რომ თქვა ზიზღით და ამრეზვით საქართველოში ვუყურებთ მასწავლებლებს? ზიზღით და ამრეზვით ჩუთლახიშილო მხოლოდ შენ გიყურებთ, იმიტომ რომ უნიკალური ნაცი ღლე ხარ. ფუ შენი პიდარშტეინი
დედაც.