x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
83 წლის(!!!) ალ პაჩინო მამა მეოთხედ ხდება- ის და მისი 29 წლის შეყვარებული პირველ შვილს ელოდებიან

image

ფილმების „ნათლიასა“ და „ნაიარევი სახის “ ვარსკვლავი, 83 წლის ალ პაჩინო მეოთხედ გახდება მამა. მისი 29 წლის შეყვარებული ნურ ალფალა შვილს ელოდება, ის ახლა რვა თვის ორსულია. ამის შესახებ TMZ იტყობინება.image


ალ პაჩინოს უკვე ჰყავს სამი შვილი: 22 წლის ტყუპები ოლივია პაჩინო და ანტონ ჯეიმს პაჩინო მსახიობ ბევერლი დ'ანჯელოსთან და 33 წლის ქალიშვილი ჯული პაჩინო სამსახიობო მასწავლებელ იან ტარანტთან. მსახიობი ოფიციალურად არასოდეს ყოფილა დაქორწინებული.

ალ პაჩინო და ნურ ალფალა ერთმანეთს გასული წლის აპრილიდან ხვდებიან.

ნურ ალფალა კინოპროდიუსერია და მდიდარი ოჯახიდანაა. დასავლურმა ტაბლოიდებმა უკვე აღნიშნეს, რომ ნურის “მდიდარი, ხანდაზმული მამაკაცები იზიდავს".image
ნური წარსულში ხვდებოდა The Rolling Stones-ის სოლისტს მიკ ჯაგერს და მილიარდერ ნიკოლას ბერგრუენს. 2019 წელს გავრცელდა ჭორები მისი და კლინტ ისტვუდთან ურთიერთობის შესახებ, მაგრამ მან უარყო ისინი და განაცხადა, რომ ის მხოლოდ მისი ოჯახის მეგობარი იყო.image


როგორც ჩანს, ჰოლივუდში ახალი “ბეიბი ბუმი" იწყება, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალ პაჩინოს მეგობარი და კოლეგა, 79 წლის რობერტ დე ნირო, მამა მეშვიდედ გახდა.

0
76
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0