განათლება როგორ აღმოაჩინეს გემი ქვანახშირის მაღაროში 2023, 30 მაისი, 1:07 ![]() ვიმინაციუმი უზარმაზარი რომაული ქალაქი იყო, სადაც 45000 ადამიანი ცხოვრობდა, იპოდრომით, სიმაგრეებით, ტაძრებით, ამფითეატრით, აკვედუქებით, აბანოებით და სახელოსნოებით. ![]() არქეოლოგმა მიომირ კორაჩმა თქვა, რომ გემი თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნით, როდესაც ვიმინაციუმი რომაული პროვინციის მეზიის დედაქალაქი იყო მდინარე დუნაის მახლობლად. „რომის ფლოტი აქ იყო დაფუძნებული, რათა დაეცვა ეს რეგიონი ბარბაროსების შემოსევებისაგან“, - ამბობენ არქეოლოგები. რომაული გემების ასეთი აღმოჩენა მართლაც იშვიათია, განსაკუთრებით, ისეთ კარგ მდგომარეობაში, როცა თვალნათელია ყველა დეტალი, როგორ აშენდა ნავი. ![]() Viminacium-ის გათხრები 1882 წლიდან მიმდინარეობს, მაგრამ არქეოლოგებმა გამოიკვლიეს ტერიტორიის მხოლოდ 4%, რაც 450 ჰექტარია. 176 შეფასება არ არის
|