x
image
თუთიკო ბერძენა
როგორ აღმოაჩინეს გემი ქვანახშირის მაღაროში
image

2020 წლის თებერვალში არქეოლოგებმა სერბეთის ქვანახშირის მაღაროში რომაული გემი ვიმინაციუმი აღმოაჩინეს, მათ შეძლეს გემის წინა ნაწილის ამოღება.


ვიმინაციუმი უზარმაზარი რომაული ქალაქი იყო, სადაც 45000 ადამიანი ცხოვრობდა, იპოდრომით, სიმაგრეებით, ტაძრებით, ამფითეატრით, აკვედუქებით, აბანოებით და სახელოსნოებით.

image


არქეოლოგმა მიომირ კორაჩმა თქვა, რომ გემი თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნით, როდესაც ვიმინაციუმი რომაული პროვინციის მეზიის დედაქალაქი იყო მდინარე დუნაის მახლობლად.

„რომის ფლოტი აქ იყო დაფუძნებული, რათა დაეცვა ეს რეგიონი ბარბაროსების შემოსევებისაგან“, - ამბობენ არქეოლოგები. რომაული გემების ასეთი აღმოჩენა მართლაც იშვიათია, განსაკუთრებით, ისეთ კარგ მდგომარეობაში, როცა თვალნათელია ყველა დეტალი, როგორ აშენდა ნავი.

image

გემის თავდაპირველი სიგრძე 19 მეტრი იყო. მას ჰქონდა ბრტყელი ფსკერი, ექვსი წყვილი ნიჩაბი და სამკუთხა იალქანი. ცხრა მეტრიანი წინა მონაკვეთს ჰქონდა სქელი ხის გვერდები. იგი იპოვეს ორი პატარა ნავის დანგრეულ ნაწილებთან ერთად.


Viminacium-ის გათხრები 1882 წლიდან მიმდინარეობს, მაგრამ არქეოლოგებმა გამოიკვლიეს ტერიტორიის მხოლოდ 4%, რაც 450 ჰექტარია.


0
176
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0