x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ვინ იყო ჰეტი გრინი, რომელიც გინესის წიგნში მსოფლიოს ყველაზე ძუნწი ქალის სახელით შეიყვანეს?
ეს ქალი მის თანამედროვეებს საშინლად სძულდათ. მის შესახებ ლეგენდები დადიოდა. ჰეტი გრინი, რომელსაც სხვაგვარად უოლ სტრიტის ჯადოქარსაც უწოდებდნენ, ბირჟაზე ინვესტირების ფენომენალური ნიჭით გამოირჩეოდა.


ის 1834 წელს დაიბადა ბედფორდში. მისი მამა ვეშაპმჭერი გემების მფლობელი იყო და საკუთარი ფლოტი ჰყავდა. ჰეტიმ ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში გამოავლინა არაჩვეულებრივი მათემატიკური ნიჭი, ხოლო 13 წლისამ მილიონერი მამის ფირმის მთელი ბუღალტერია გადაიბარა.


მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ქალს მამა და რამდენიმე მდიდარი ნათესავი გარდაეცვალა და მათგან მემკვიდრეობით 5, 5 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 100 მილიონ დოლარს შეადგენს. 1867 წელს ჰეტიმ ედუარდ გრინზე იქორწინა, რომელსაც დიდძალი ფული გააჩნდა. სწორედ აქ გამოავლინა თავისი ლეგენდარული სიძუნწე ყველაზე დიდ მასშტაბებში: ქმარს საქორწინო კონტრაქტი დაუდო, რომ განშორების შემთხვევაში მამაკაცი ერთ ცენტსაც ვერ მიიღებდა.


ჰეტი საკუთარ ფულს უძრავ ქონებაში, რკინიგზასა და მადნეულის მრეწველობაში აბანდებდა. 1907 წლის დიდი ეკონომიკური კრიზისის წინ მთელი თავისი აქციები გაყიდა და ყველაფერი ფულად აქცია. ამის შემდეგ კი მთელი საკუთარი თანხის 6 %-ში გასესხება დაიწყო. მის კრედიტორებს შორის ქალაქი ნიუ-იორკის მუნიციპალიტეტიც კი მოხვდა.



საბოლოო ჯამში, თავისი ცხოვრების გვიან ეტაპზე ჰეტიმ ზღაპრული ქონება დააგროვა. მას 1916 წელს, როცა გარდაიცვალა, საკუთარ ანგარიშზე 200 მილიონი დოლარი ჰქონდა, რაც დღევანდელი კურსით 4, 4 მილიარდ დოლარს აღემატება. ჰეტის გააჩნდა ცათამბჯენები და მთელი საცხოვრებელი ბლოკები ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ბოსტონსა და სან-ფრანცისკოში. მას ჰქონდა ასევე სატელეფონო კომპანიები, მადნეულის საბადოები და ნავთობის ჭაბურღილები.


ლეგანდარული სიძუნწე


ჰეტის ავადმყოფური სიძუნწე ცალკე განხილვის თემა გახლავთ - აკი სწორედ ამ თვისებამ შეიყვანა ის გინესის რეკორდების წიგნში. განა მხოლოდ ის რად ღირს, რომ თავის 21-ე დაბადების დღის აღსანიშნავ ტორტზე მან სანთლებიც კი არ აანთო. მეორე დღეს კი ეს სანთლები მაღაზიაში წაიღო და გაყიდა.


ჰეტი მხოლოდ დაობებულ, გამხმარ პურს და ნაგავში გადასაყრელად გამზადებული ნამცხვრის ნაჭრებს გეახლებოდათ. ნორმალური საკვები საკუთარი თავისთვის არ ემეტებოდა. ყასბებს ყოველთვის სთხოვდა უფასო ძვლებს. ვითომ ძაღლისთვის, არადა ამ ძვლებს თავად ხარშავდა და ჭამდა. საკუთარ ბინაში არასოდეს გათბობას არ რთავდა. არ ჰქონდა ასევე არც ცხელი წყალი. ყოველთვის ერთი და იგივე შავი კაბა ეცვა, რომელსაც მხოლოდ ყველაზე ჭუჭყიან მიდამოებში რეცხავდა, რათა კაბა მალე არ გაცვეთილიყო და საპონიც დაეზოგა. გადმოგვცემენ, რომ ერთხელ მთელი ღამე 2-ცენტიანი საფოსტო მარკის ძებნაში გაატარა, რომელიც შემთხვევით საძინებელ ოთახში დაკარგა.


ჰეტის გარდაცვალების შემდეგ მისმა ქალიშვილებმა თითქმის მთელი დანატოვარი ქონება ქველმოქმედებას მოახმარეს. მათ ძალიან ეზიზღებოდათ ის ავადმყოფური სიძუნწე და ფულის სიყვარული, რაც მათ დედას გააჩნდა. ქალებმა მხოლოდ იმდენი ფული დაიტოვეს, რაც საარსებოდ იყო საჭირო.


ქალი

1
56
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
56
  
2023, 30 მაისი, 23:30
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1