სხვა რამდენ თანხას კარგავს ჩვენი ქვეყანა ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერების შედეგად? 2023, 29 მაისი, 15:45 “ქართული ოცნების” ლიდერებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადება ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლების შესახებ, თუმცა ეს დაპირება ჯერ კიდევ ლამაზ დაპირებად რჩება. საქმეში ჩახედული ადამიანების თქმით საქართველოს ხელისუფლება ფარულად გაურიგდა რუსეთის ფედერაციას ანაკლიის პორტის მშენებლობის საბოტირების და შეჩერების თაობაზე. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩვენმა მმართველმა ძალამ წარსულში უაღრესად საეჭვო გარემოებებში უკვე ჩაშალა პორტის მშენებლობა.
არაერთი დამოუკიდებელი ექსპერტი აცხადებს, რომ ხელისუფლების დაპირებები ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლების შესახებ მხოლოდ დროის გაყვანას და ხალხში საპროტესტო მუხტის ჩაკვლას ემსახურება. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ პორტი არ შენდება და არც რაიმე წინსვლა ჩანს ამ მიმართულებით, რაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს. მაგრამ მაინც რამდენ თანხას ვკარგავთ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაკონსერვების შედეგად? რამდენად გაიზრდებოდა ჩვენი ქვეყნის შემოსავლები, ანაკლიის პორტი სრული დატვირთვით რომ ამოქმედებულიყო? ეკონომიკური ექსპერტების შეფასებით სრული დატვირთვით ამუშავების შემთხვევაში ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონ ტონამდე იქნებოდა. სადემონსტრაციოდ, ბათუმის პორტს გამტარუნარიანობა წლიურად ჯამში არასოდეს აქვს 7 მილიონ ტონაზე მეტი. ანუ რეალურად ანაკლიის პორტი უდრის ბათუმის პორტის მსგავს 14 პორტზე მეტს. ეს ყოველივე თანხებში რომ გადავიტანოთ, მსგავს სურათს მივიღებთ: უხეში გათვლებით, ერთი ტონა ტვირთის ღირებულებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებლის სახით 3, 5 დოლარიც რომ ვიანგარიშოთ, 100 მილიონი ტონა ტვირთის გატარების შედეგად საქართველომ წლიურად 350 მილიონი დოლარი წმინდა მოგება უნდა მიიღოს. ამას დაუმატეთ ტვირთების დასაწყობების მოსაკრებელი და უამრავი სხვა შემოსავალი, რასაც ჩვენი სახელმწიფო ანაკლიის პორტის აშენების შემთხვევაში მიიღებდა. შეიქმნებოდა 16 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რაც სიღარიბისგან თავდაღწეულ 64, 000 ჩვენს თანამოქალაქეს ნიშნავს. ჩვენ დამატებით ყოველწლიურად მივიღებდით მშპ-ს 1, 5-2 % ზე მეტს. ეს კი მართლაც უზარმაზარი რიცხვია. გარდა ამისა, კიდევ უფრო გაიზრდებოდა საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა. საქართველო გადაიქცეოდა ნამდვილ ლოჯისტიკურ ჰაბად დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. შემოვიდოდა მილიარდობით დოლარი პირდაპირი ინვესტიციების სახით. ამაღლდებოდა ჩვენი ქვეყნის გლობალური კონკურენტუნარიანობა და გაიზრდებოდა უსაფრთხოების გარანტიები. დღეს ჩვენ ყოველივე ამას სამწუხაროდ მოკლებული ვართ, რადგან სახელმწიფო არ არის დაინტერესებული ანაკლიის პორტის მშენებლობით. მიზეზი კი სავარაუდოდ ის არის, რომ ყუფარაძემ დარეკა მოსკოვიდან. 60 1-ს მოსწონს 1-ს არა
|