x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
5 საინტერესო ამბავი ლია ელიავას ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან
image


28 მაისს ქართული კინოხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი და ნიჭიერი მსახიობის ლია ელიავას დაბადების დღეა, რომელმაც 40-ზე მეტ ფილმში ითამაშა და მრავალი შთამბეჭდავი როლით დაამახსოვრა თავი მაყურებელს.


გავიხსენებთ 5 საინტერესო ისტორიას ლია ელიავას ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან.



***მსახიობი 3 წლის იყო, როცა დედაც გადაასახლეს:


“17 წლის ვიყავი, დედა რომ გადასახლებიდან დაბრუნდა. მეუბნებოდნენ, დედაშენი ლამაზი, ელეგანტური, სიცოცხლით სავსე ქალიაო და მოუთმენლად ველოდი მასთან შეხვედრას. თან მეშინოდა, არ ვიცოდი, რა მეთქვა – ჩემს ცხოვრებაში შემოდიოდა ყველაზე ახლობელი და ამავე დროს უცხო ქალი, რომელსაც ჩემი ყოფა უნდა შეეცვალა. ვაგონიდან ორი ქალი გადმოვიდა, დაბამბული ქურთუკები ეცვათ. ორივეს სახე შეშუპებული ჰქონდა. გავშეშდი. დედაჩემი ხომ ასეთი არ იყო. პირველად მას დეიდა კატიუშა დავუძახე. ახლაც მახსოვს მისი ელდანაცემი სახე. დღემდე ვერ მიპატიებია ეს ჩემი თავისთვის. დიდი ხანი დამჭირდა, რომ დედას შევჩვეოდი, ” – იხსენებდა მსახიობი.





***ლია ელიავა გენიალურ მსახიობთან, აკაკი ხორავასთან შეხვედრას უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით იხსენებდა:


„სკოლა რომ დავამთავრე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადავწყვიტე.


გამოცდა ძალიან სერიოზული იყო, მცდიდნენ ჩვენი თეატრის კორიფეები – ბატონები აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე და შესანიშნავი ქალბატონი მალიკო მრევლიშვილი.


დღესაც მახსოვს აკაკი ხორავას ხავერდოვანი ხმა და მისი სიტყვები: „ელიავა ღელავს, მაგრამ ელავს.”


საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ბატონ აკაკი დვალიშვილის ჯგუფში მიმიღეს.”




***"'ბაში-აჩუკის'' ერთ-ერთი სცენის გადაღებისას ლიას კარგა ხნით დაუგვიანია. ოთარ კობერიძეს ჯერ არ ჰყავდა პარტნიორი ნანახი და რეჟისორისთვის გაბრაზებულს უკითხავს, – კი მაგრამ, ვინ არის ეს ლია ელიავა, მე ვარ მთავარ როლში თუ ისო. ესაკიას უპასუხა: აი, მოვა და ნახავ, ვინც არისო.


მერე მიხვდები, რატომაც ველოდებით ამდენ ხანსო.


როგორც მოგვიანებით ოთარ კობერიძე იხსენებდა, ლიამ გამოჩენისთანავე მიიპყრო მისი ყურადღება, მეტიც, ეს ერთი ნახვით სიყვარულს ჰგავდა. ლიასაც იგივე რეაქცია ჰქონია. შემდეგ ''მამლუქში'' მოუწიათ პარტნიორობამ, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ რამდენიმე ფილმში არიან ერთად გადაღებული.


მართალია, იმ დროს ლია უკვე გაშორებული იყო ქმართან, მაგრამ ოთარს ოჯახი ჰქონდა. ''ბაში-აჩუკის'' გადაღებებისას, ყველა მსახიობების სიყვარულზე ალაპარაკდა. იმ დროს საქართველოში ამგვარი ''აკრძალული სიყვარულის'' გამჟღავნება, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო მარტივი. დიდი მითქმა-მოთქმის, ემოციური თუ ფიზიკური ბარიერების გადალახვის შემდეგ მსახიობმა წყვილმა ერთად ყოფნა გადაწყვიტა.





***“1987 წელს ტოკიოს კინოფესტივალზე ჩვენმა ფილმმა “ორომტრიალი” მოიპოვა პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, მაგრამ უფრო საკვირველი და ამაღელვებელი ჩემთვის სხვა რამ იყო.


დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც უზარმაზარ დარბაზში ჩატარდა და რომელსაც 2000-ზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა, ჟიურის თავმჯდომარემ გრეგორი პეკმა თავის ბოლო სიტყვაში მოულოდნელად განაცხადა:


“მე მინდა უდიდესი სიხარული გამოვხატო იმის გამო, რომ ფესტივალზე ვიხილეთ ორი საოცარი მსახიობი, რომელთა თამაშმა ნამდვილად შემძრა. ესენი არიან აქამდე ჩემთვის უცნობი ქართველი მსახიობები ლეილა აბაშიძე და ლია ელიავა.”(რეჟისორ ლანა ღოღობერიძეს მოგონებიდან)








***ლია ელიავა 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას გულმა უმტყუნა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსახიობი ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი იყო, რის გამოც მას ბევრმა გული ატკინა.მსახიობს ნერვიულობის ნიადაგზე ინფარქტი განუვითარდა.



რეჟისორი რევაზ შატაკიშვილი იხსენებს ისტორიას, რომელიც ლია ელიავას და ნანი ბრეგვაძეს უკავშირდება:


“იმ ქალმა, დღეს მოსკოვებში რო მღერის, 90-იანებში საჯაროდ, ტელევიზიით ეძახა ზვიად გამსახურდიას მომხრეებს “სუნიანი ზვიადისტები”.


ერთმა ქართველმა ინტელიგენტმა (ინტელიგენტმა და არა ინწელიგენტმა) დაურეკა კნეინა ნანის და პირდაპირ ჰკითხა:


“ნანი, როდის შეგაწუხე ჩემი სუნით, დამიკონკრეტე…”


ეს ამბავი თვით იმ ქალბატონისგან ვიცი და ის ქალბატონი იყო ლია ელიავა..."

2
438
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
438
  
2023, 1 ივნისი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 28 მაისი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2