x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მეგი გოგიტიძეს ქობულეთის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭეს, თუმცა რუსეთშია და ჯილდო დედას გადასცეს
image


აჭარელ ცნობილ მომღერალს მეგი გოგიტიძეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი 25 ავრცელებს. მათი ცნობით, მერიამ წოდება მიანიჭა, თუმცა დაჯილდოებაზე დასწრება მომღერალმა ვერ შეძლო, რადგანაც ამჟამად სამუშაო გასტროლით ის სწორედ რუსეთში იმყოფება და ჯილდოს ვერ ჩაიბარებდა. ტელეკომპანიისვე ცნობით, ქობულეთის მერიამ საპატიო მოქალაქის ჯილდო მეგის დედას საზეიმო ღონისძიებაზე გადასცა..


ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ ჟურნალისტებთან მეგი გოგიტიძის დაჯილდოების შესახებ კომენტარს, ან განმარტებას არ აკეთებს, ამდენად უცნობია, რის საფუძველზე მოხდა მისი დაჯილდოება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მომღერალი ამ მუნიციპალიტეტში დაიბადა და გაიზარდა.


მომღერლის ოფიციალური გვერდი ფეისბუქში, რომელიც სხვათაშორის რუსული შრიფტით აქვს შექმნილი, მაისში მიმდინარე საკონცერტო ტურის შესახებ ანონსებს არ შეიცავს. იქ გამოქვეყნებულია ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ მიმდინარე წლის 30 აპრილს მეგი გოგიტიძემ რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გამართა კონცერტი. მოსკობში გამართული მისი სოლო კონცერტი კი ამავე წლის 10 მარტს შედგა და ეს ჩანაწერიც მის გვერდზეა გამოქვეყნებული. 5–7 მარტს კი ის ვლადიკავკაზში მღეროდა. მანამდე 4 მარტს მეგი გოგიტიძის სოლო კონცერტი დაღესტნის ქალაქ მახაჩკალაში შედგა. 2 მარტს კი პიტიგორსკში. 1 მარტს გოგიტიძემ იმღერა ქალაქ სტავროპოლში. 28 თებერვალს კრასნოდარში; 27 თებერვალს როსტოვში. 14 თებერვალს – ერევანში.


.

ზოგადად, მეგი გოგიტიძე საქართველოში ატეხილი პროტესტის და უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად რუსეთში კონცერტებს ხშირად მართავს. ის რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალქაქში საკონცერტო შოუებს ყოველწლიურად და წელიწადში რამდენჯერმე აწყობს.

.

გასული წლის ზაფხულში მისი რუსული ვოიაჟების გამო საქართველოს ერთერთმა კლუბმა მეგი გოგიტიძის დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ამას მომღერალი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ამას არასოდეს დაივიწყებს.

.

„აი ქარი რომ ჩადგება... ჩემს გაუქმებულ კონცერტს არასდროს დავივიწყებ საქართველოში... ისე ქმნით ჩემგან გმირს, რომ ვერც იაზრებთ...“, - წერდა მომღერალი.

/

2022 წლის 6 აგვისტოს მოსკოვში დაგეგმილი კონცერტის გამო ქართველი ერი მაშინაც აღშფოთდა. მომღერლის გადაწყვეტილების გამო, ბათუმში, კლუბმა “Sector 26-მა" 24 ივლისს მათთან დაგეგმილი, მეგი გოგიტიძის კონცერტი, რომელზეც ბილეთები უკვე გაყიდული იყო გააუქმა.

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0