განათლება 21-ე საუკუნის მიერ გამოვლენილი ისტორიული უხერხულობა მე-15 საუკუნეში "კოცონზე დამწვარი" ჟანა დ'არკის გამო - დაწვეს თუ არა რეალურად ჟანა? 2023, 26 მაისი, 19:08
ჟანა დ'არკი - მე-15 საუკუნის საფრანგეთის გმირი, 19 წლის ასაკში დაწვეს კოცონზე, როგორც ჯადოქარი და ერეტიკოსი. თუმცა ნამდვილად დაწვეს თუ არა ჟანა, კითხვის ნიშნები ჩნდება 2006 წლის შემდეგ.
ეკლესიის პროპაგანდის წყალობით ჟანას სიკვდილით დასჯის ადგილიდან რამდენიმე ნარჩენი აიღეს- ქსოვილის ნაჭერი და ნეკნისა და ბარძაყის ფრაგმენტები. ეს ნამუშევრები გამოფენილი იყო 1867 წლიდან გამოფენილი იყო მუზეუმებში, როგორც თაყვანისცემის ობიექტები და დიდი ისტორიის მტკიცებულება, სანამ... 2006 წელს 2 ათეულმა მეცნიერმა ჩაატარა ანალიზი. შედეგები: ქსოვილი არ დამწვარა, უბრალოდ ჭვარტლით იყო შეღებილი, ხოლო ძვლების ნაშთები ბალზამირებული იყო და ისინი ეკუთვნით კაცს, რომელიც ცხოვრობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII-III საუკუნეებში და კატას, რომელიც ამავე საუკუნეებში ცხოვრობდა. მომლოცველები აგრძელებდნენ თაყვანისცემას, მეცნიერები კი კამათობდნენ ჟანას თხელი და კეთილშობილი ძვლის შესახებ. ეს მართლაც უხერხული სიტუაციაა. როგორც ჩანს, ეს არ არის მხოლოდ ის ფეიკი, რომლის გამოც ზოგიერთი განსაკუთრებით წმინდა ნეშტის შემოწმება აკრძალულია. ვინ იცის, რეალურად რის წინაშე გვაჩოქებენ და გვაცემინებენ თაყვანს! არავის, თვით ღვთის მსახურის გაკერპება და მის მუხლებზე მთხვევა არ არის ჭეშმარიტ ქრისტიანული ქრისტეს მეორე მცვება: "არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი..." ახალი აღთქმის თანახმად, ერთადერთი, რასაც უნდა ეთაყვანო, თვით უფალია. 260 5-ს მოსწონს
|