Ferrari F430 Scuderia ორადგილიანი სპორტული კუპეა, რომელიც ცოტა რამით თუ გასხვადება "ფერარის" სარბოლო მოდელისაგან.
მასში შერწყმულია "ფორმულა-1"-ის სარბოლო ავომობილების ზოგიერთი ტექნოლოგია.მის ინტერიერში გამოყენებულია ძალიან ბევრი კარბონი, ალუმინი და სპეციალური ქსოვილები.ამ ავტომობილის დიზაინი ძალიან სპორტული და ელეგანტურია.
Ferrari F430 Scuderia აღჭურვილია 4.3 ლიტრი მოცულობის მქონე, 8-ცილინდრიანი(ცილინდრების V-სებური განლაგეებით), ფორსირებული ძრავათი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 510 ცხენის ძალაა.მისი მასა ძალიან მცირეა-1250კგ.ყოველივე ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ ავტომობილს ადგილიდან 100კმ/სთ სიჩქარის მისაღწევად სულ რაღაც 3.6 წამი სჭირდება.მაგრამ ამაში გარკვეული წვლილი ფანტასტიკურ გადაცემათა კოლოფსაც მიუძღვის, რომელშიც გადაცემის გადართვაზე მხოლოდ 60 მილიწამი იხარჯება.ამას გარდა, ტექნიკური თვალსაზრისით, ამ მოდელში კიდევ მრავალი სიურპრიზია.აქ თითქმის ისე, როგორც "ფორმულა 1-"ის ავტომობილებში, გაერთიანებულია ელექტრონულ-მართვადი დიფერენციალის E-Diff-ისა და სტაბილიზაციის სისტემის F1 Trac-ის
მუშაობა.შედეგად კი ავტომობილის მართვისას მძღოლი კარგ "დამხმარეს" იღებს.ავტომობილზე გამოყენებულია ახალი, მძლავრი სამუხრუჭო სისტემა.