x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
უცნაური და სასაცილო პუნქტები ცნობილი ვარსკვლავების საქორწილო ხელშეკრულებებიდან

image
საქორწინო ხელშეკრულებები დიდი ხანია ვარსკვლავებისთვის ნორმად იქცა და ხშირად ძალიან უცნაური პუნქტებია შეტანილი ამ დოკუმენტებში. მაგრამ ის, რაც ჩვენთვის ექსტრავაგანტურად და სულელურადაც კი ჟღერს, მათთვის შესაძლოა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყოს:

1. ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი

ჰოლივუდის ყველაზე ცნობილმა და დიდმა წყვილმა ერთად 12 წელი გაძლო. არც ბრედს და არც ანჯელინას ფული განსაკუთრებით არ სჭირდებათ, ამიტომ განქორწინების პროცესში ყოფილი მეუღლეები იბრძოდნენ ბავშვების მეურვეობის უფლებისთვის. მსახიობების ქორწილამდე დადებულ საქორწინო კონტრაქტში ნათქვამია, რომ განქორწინების შემთხვევაში ანჯელინას ეკისრება შვილებზე მეურვეობა.image

2. მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა ჯონსი

საიდუმლო არ არის, რომ მსახიობი მაიკლ დუგლასი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მექალთანეა. ამიტომ, 2000 წელს, საყვარელთან ურთიერთობის ლეგიტიმაციამდე, კეტრინ ზეტა-ჯონსმა გულდასმით განიხილა საქორწინო კონტრაქტი და გაითვალისწინა მრავალი ნიუანსი, რომელიც იცავს მის ინტერესებს. კონტრაქტში წერია, რომ ქორწინების ყოველ წელს დუგლასმა ქალს უნდა გადაუხადოს 2.8 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო თუკი მას ღალატში დაიჭერენ, ვალდებული იქნება კომპენსაციის სახით 5 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადოს. იქნებ ამიტომაც არიან ერთად უკვე 21 წელიწადი?image

3. ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიიკა ბილი

დოკუმენტი შეიცავს ბევრ სხვადასხვა პუნქტს ყველა შემთხვევისთვის, მაგრამ მხოლოდ ერთს შეიძლება ეწოდოს უჩვეულო. იმ შემთხვევაში, თუ ტიმბერლეიკი ყველაზე მცირედ ღალატშიც რომ გამოიჭირეს, ცოლს 500 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს.image

4. ტომ კრუზი და კეტი ჰოლმსი

2009 წელს ქეთი ჰოლმსსა და ტომ კრუზს შორის გაფორმებული წინასაქორწინო ხელშეკრულება, შეიშლება ჩაითვალოს ისტორიაში ყველაზე დიდ და აბსურდულ დოკუმენტად. მას ჰქონდა 900-ზე მეტი პუნქტი, რომლებიც ძირითადად ქეთის ეხებოდა.

მაგალითად, ცოლი ვალდებულია სახლში შეინარჩუნოს დადებითი და დამამშვიდებელიი ატმოსფერო, ანუ მას არ აქვს ცუდი განწყობის ქონის უფლება. ქეითი ყველაფერში უნდა ეთანხმებოდეს ქმარს, დაიცვას ტომისთვის ძვირფასი საიენტოლოგიის ეკლესიის მიერ ნაკარნახევი ოჯახური ღირებულებები და არასოდეს შეიტანოს ეჭვი მისი დამაარსებლის, რონ ჰაბარდის ძალაში.

შემდგომ კიდევ უფრო საინტერესოა. თუ კრუზი მიიღებს მოწვევას სხვა გალაქტიკის მოსანახულებლად, მისი ცოლი უნდა გაჰყვეს მას პლანეტაზე სახელად Teegeeack. ჰოლმსს ასევე კატეგორიულად ეკრძალებოდა ხუმრობა ... ჰომოსექსუალობაზე. გასაკვირი არ არის, რომ ქალი სამი წლის შემდეგ გაიქცა და კომპენსაციად 400 000 დოლარი მიიღო.
image

5. მელ გიბსონი და რობინ მური

გიბსონის ოჯახიდან წასვლა ტრაგედია იყო ყველასთვის, მათ შორის მისთვისაც. ფაქტია, რომ საქორწინო ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ გიბსონის გამო განქორწინების შემთხვევაში, რობინი იღებს ერთობლივად შეძენილი ქონების ნახევარს. მეოთხედი საუკუნის მანძილზე ბევრი შეგროვდა და შედეგად გიბსონი ნახევარი მილიარდი დოლარით გაღარიბდა. მაშინ ეს იყო ყველაზე ძვირადღირებული განქორწინება ჰოლივუდის ისტორიაში.image

6. გაი რიჩი და მადონა

გაი რიჩიმ და მადონამ ერთად მხოლოდ 8 წელი იცხოვრეს და პოპ დივას ინიციატივით დაშორდნენ. მისი თქმით, რიჩი არ იცავდა ოჯახური ცხოვრების წესებს. 2000 წელს წყვილმა შეადგინა საქორწინო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც გაის უნდა შეესწავლა კაბალა, ყველაფერში შეთანხმებოდა ცოლს და ეზრუნა მის სიმშვიდეზე. მადონამ განქორწინების მიზეზად დაასახელა ქმრის სრული გულგრილობა მისი ემოციური მდგომარეობის მიმართ. გაშორებისას პოპ ვარსკვლავმა ყოფილ ქმარს 75 მილიონი დოლარი (5, 4 მილიარდი რუბლი) გადაუხადა. image

7. ბიონსე და ჯეი ზი

თავად პოპ ვარსკვლავი ძალიან მდიდარია, განქორწინებით ის და მისი სამი შვილი კიდევ უფრო გამდიდრდებიან. ჯეი ზისა და ბიონსეს საქორწინო კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მეუღლე, თუ განქორწინება მისი ბრალი იქნება, ერთჯერადად იხდის 5 მილიონ დოლარს თითოეულ შვილზე. ასე რომ, ფლეიბოი ჯეი რისკავს 15 მილიონს.image

8. მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი

სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის ოჯახში საკმარისზე მეტი ფულია და მას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ალბათ ამიტომაა, რომ მარკის საქორწინო კონტრაქტში, რომელიც მან დადო პრისცილა ჩანთან, მთავარია ადამიანური ურთიერთობები და არა ფინანსები.

ეს პუნქტი ითვალისწინებს, რომ მარკმა და პრისცილამ კვირაში მინიმუმ ერთი დღე უნდა გაატარონ ერთად და ვერანაირი ბიზნესი ვერ გაამართლებს ამ კომუნიკაციის გაუქმებას. ეს ვალდებულება ასე გამოიყურება: „მინიმუმ ასი წუთი უწყვეტი პაემანი და ნამდვილად არა ფეისბუქზე“. წესის დამრღვევმა დაზარალებულს უნდა გადაუხადოს სოლიდური თანხა. მაგრამ არაფერია ცნობილი წყვილის განქორწინების დროს ქონების გაყოფასთან დაკავშირებით. იქნებ საერთოდ არ არსებობს?image




0
156
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0