მსოფლიო "შევახსენე თუ რა ხდება უკრაინაში" - უკრაინელი ინფლუენსერის პროტესტი წითელ ხალიჩაზე 2023, 25 მაისი, 15:11 უკრაინელმა ფიტნეს-ინფლუენსერმა ილონა ჩერნობაიმ კანის კინოფესტივალზე პროტესტის ნიშნად წითელი საღებავი გადაისხა. ფესტივალის დაცვის თანამშრომელს ილონა ჩერნობაი ტერიტორიიდან გაყავს"მე გამოვიყენე ჩემი შანსი ამ აქტით და შევახსენე რა ხდება უკრაინაში, ეს გავაკეთე ოკუპირებული ტერიტორიების და იქ მცხოვრები ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად" - დაწერა ინფლუენსერმა ინსტაგრამ პოსტში, რომელიც გამოაქვეყნა 22 მაისს სათაურით "მე მოვახერხე ჩემი მისიის შესრულება". დაცვამ ის ფესტივალიდან დაუყონებლივ გაიყვანა, და როგორც თვითონ წერს, ის ახლა სხვა ღონისძიებებზეც დაბლოკილია. "ოკუპანტების ბლოგერები და პროდიუსერები დადიან კანის კინოფესტივალზე და თავიანთ ფილმებს წარადგენენ!!! ეს ყველაფერი პირადად მე მეხება! მთელი გულით უკრაინასთან ვარ, მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა! ახლა აკრძალული ვარ ფესტივალზე და ბევრ სხვა ღონისძიებაზე, მაგრამ ეს ამად ღირდა!!! ვამაყობ საკუთარი თავით ეს რომ შევძელი! მიუხედავად იმისა, რომ საშინელება იყო, .. დიდება უკრაინას." - წერს ჩერნობაი. ილონა ჩერნობაი მას შემდეგ, რაც საღებავი გადაისხა და დაცვამ კანის კინოფესტივალის ღონისძიებიდან გამოაძევა
ჩერნობაის პროტესტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია სოციალურ მედიაში, სადაც მას გამბედაობას უქებენ. "თვალეზე ცრემლი მომდის", "როგორ დაესხნენ გოგოს, თითქოს ტერორისტი ყოფილიყოს, სირცხვილი", "ჩვენი უკრაინა და ჩვენი ხალხი დაუმარცხებელია!"- წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლებლი კომენტარებში. ილონა ჩერნობაი კანის კინოფესტივალზე 22.05.2023
387 2-ს არ მოსწონს
|