x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
სტატია არ ეხება აქტუალურ თემას, უბრალოდ გთავაზობთ ლამაზი გოგოების კოლაჟს განწყობის ასამაღლებლად ამ რთულ პერიოდში
image
ქართულ საზოგადოებაში მრავლად შხვდებით ლამაზ, მეტიც ულამაზეს გოგონებს, რაც ბუნებრივია მე, როგორც ქართველს გულს მიხარებს.


არცერთი ერი არ მძულს დედამიწის ზურგზე (ზოგიერთები რო არ მიყვარს ეს დიდი ისტორიაა და ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ).


სკოლის დამთავრების ბოლო ზარზე ჩემს ქუჩაზე მდებარე სკოლიდან ისეთი ლამაზი გოგო-ბიჭები გამოდიოდნენ საზეიმოდ გამოწყობილები, თავი ვალდებულად ჩავთვალე მანქანა გამეჩერებინა და კარგი სწავლა და ბედნიერი მომავალი მესურვებინა მათთვის.

ბრეჟნევმა თქვა სსრკ-ს დროს: "აჩვენეთ ეს გოგონები მსოფლიოს და ომი არ იქნება", სსრკ-ს ბელადმა (რომელიც, როგორც ვიცი განსაკუთრებით კარგად ყოფილა განწყობილი ქართველების მიმართ) ეს სიტყვები გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის "მზიურის" ნახვის და მოსმენის შემდეგ განაცადა.

სილამაზე იქნება ეს ვიზუალური თუ შინაგანი, მუდამ პოზიტიურ განწყობას ჰქმნის საზოგადოებაში, მძიმე და რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ცალკე ოკუპირებული ტერიტორიები, ცალკე ომის საფრთხე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დიდ საფიქრალს აჩენს, საზოგადოებას ფსიქოლოგიურად ტვირთავს, სწორედ აქედან გამომდინარე თქვენი განწყობის ასამაღლებლად მინდა სრულიად შემთხვევითი წესით შერჩეული ლამაზი გოგონების კოლაჟი შემოგთავაზოთ.

მოხარული ვიქნები თუ მოგეწონებათ, თუ არ მოგეწონებათ შეგიძლიათ დისლაიქი დადოთ, არ მეწყინება, მეტიც ეს მეტ სტიმულს მომცემს სხვა დროს ბევრად აქტუალურ და პრიორიტეტულ თემებზე დავდო სტატიები.


ჩემს ერთგულ მკითხველს კი მადლობას ვუხდი, არაპროფესიონალი ავტორის "ნაცოდვილარის" კითხვისთვის დროს რომ ხარჯავთ.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


+14









0
109
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
109