x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
15 წარმოუდგენელი ფაქტი კინოინდუსტრიის შესახებ, რომელთა დაჯერებაც გაგიჭირდებათ

კინოინდუსტრია არასოდეს წყვეტს მაყურებლის გაოცებას, წარმოგიდგენთ ფაქტებს, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით ფილმების გადაღების შესახებ:

1. 1994 წლის ოქტომბერში კინოთეატრებში ერთდროულად გამოვიდა “მაკულატურა", “იურული პერიოდის პარკი" და “გაქცევა შოუშენკიდან". ერთ შაბათ-კვირას შეგეძლოთ ყველა ამ ფილმის ერთდროულად ყურება. იმდროინდელი სალაროების თვალსაზრისით, ტარანტინოს ნამუშევარი ლიდერობდა: ეს იყო მისი პირველი კვირა სალაროებში, ხოლო დანარჩენი ფილმები უკვე 4-დან 75 კვირამდე მეორდებოდა.image

2. ჩინეთი კრძალავს დროში მოგზაურობის ფილმებს. ჩინეთის მთავრობა დროის მანქანების იდეას, როგორც ტელევიზიაში, ასევე ფილმებში, სახიფათო ხუმრობად განიხილავს. ხელისუფლებას არ მოსწონს არაფერი, რაც ამახინჯებს მოვლენების განვითარებას.image

3. მსახიობმა დეივი ჩეიზმა, რომელიც სამარას როლს ასრულებდა საშინელებათა ფილმში “ზარი", ასევე გაახმოვანა ლილო ანიმაციურ ფილმში “ლილო და სტიჩი"image

4. ოსკარის დაჯილდოებებზე მსახიობები სტივენ სპილბერგს უფრო ხშირად უხდიან მადლობას ვიდრე ღმერთსimage

5. სილვესტერ სტალონე იმდენად ღარიბი იყო, რომ თავისი საყვარელი ძაღლი ბუტკუსი 40 დოლარად გაყიდაimage

6. 1896 წელს ფილმზე მუშაობა პირველმა რეჟისორმა ქალმა, ალის გი-ბლაშემ დაიწყო. 28 წლის განმავლობაში მან მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტი ფილმის (მათ შორის 22 სრულმეტრაჟიანი) გადაღებაში, რომელთაგან 350 შემორჩენილია.image

7. საშინელებათა ფილმებს კალორიების დაწვა შეუძლიათ. ვესტმინსტერის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, საშინელებათა კლასიკის ყურება, როგორიცაა მაგალითად “ნათება" დაგაკარგინებთ დაახლოებით 184 კალორიას, ხოლო ეგზორცისტი 158 კალორიას. გამოგონილი კოშმარებიც კი იწვევს მაყურებელში ადრენალინის მომატებას და აჩქარებულ გულისცემას.image

8. კურტ კობეინი ალბომში “In Utero" ახსენებს რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს. ამბობენ, რომ კობეინმა ეს წარწერა ფილმის Reservoir Dogs-ის სიყვარულის გამო გააკეთა. და მუსიკოსის ქვრივი, კორტნი ლავი, ამტკიცებს, რომ ტარანტინომ მას და მის ქმარს როლები შესთავაზა მაკულატურაში: სავარაუდოდ, მათ უნდა ეთამაშათ ნარკომანი ლენსი შეყვარებულ ჯოდისთან ერთად. თავად რეჟისორმა ეს არ დაადასტურა, მაგრამ მისი ფილმის ტიტრებში არის სტრიქონი "განისვენე, კურტ კობეინ".image

9. ჰარი პოტერის გადასაღებ მოედანზე დენიელ რედკლიფის დუბლიორი ავარიაში მოყვა და პარალიზებული გახდა. ფილოსოფიური ქვისგან დაწყებული, რედკლიფის დუბლიორი დევიდ ჰოლმსი იყო მანამ, სანამ კისერი არ მოიტეხა ბოლო ფილმის ჰარი პოტერისა და სიკვდილის საჩუქრების გადასაღებ მოედანზე. ახლა ჰოლმსს ოთხივე კიდური პარალიზებული აქვს და ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული.image

10. ვარსკვლავური ომების საგის სხვადასხვა ფილმებში იოდას ხელები განსხვავებულად გამოიყურება. პირველ ეპიზოდში სამი თითი აქვს, მესამეში და მეოთხეში ოთხი, ხოლო მეხუთე ეპიზოდში სამი ან ოთხი.image

11. ტომ ჰენქსის პერსონაჟის პროტოტიპი ფილმში „ტერმინალი“ აეროპორტში 18 წელი ცხოვრობდა. ირანელი მეჰრან კარიმი ნასერი დარჩა პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტის ტერმინალში 1988 წლის 8 აგვისტოდან 2006 წლის ივლისამდე. ნასერი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ირანიდან გააძევეს, მან მიიღო პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი და წავიდა დიდ ბრიტანეთში, მაგრამ გზაში პასპორტი დაკარგა და პარიზში გაიჭედა.image

12. ჯეიმს კამერონმა “ვარსკვლავური ომები ეპიზოდი IV: ახალი იმედი"-ს ნახვის შემდეგ დატოვა სამსახური, ის სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა. სანამ მძღოლი გახდებოდა, ჯილდოს მფლობელი რეჟისორი ფიზიკასა და ლიტერატურას სწავლობდა, მაგრამ შემდეგ კინოსა და სპეცეფექტებით დაინტერესდა და ისიც მიატოვა. რაც მოხდა შემდეგ, ყველამ იცის: "ტერმინატორი", "ტიტანიკი" და "ავატარი".image

13. The Blues Brothers-ში ღამის სცენების გადაღებისას ბიუჯეტის ცალკე საიდუმლო ხაზი გამოიყო კოკაინის შესაძენად.image

14. კრისტიან ბეილმა ამერიკელ ფსიქოპატში როლის მოსარგებად ტომ კრუზს მიბაძა.

ფილმის რეჟისორმა მერი ჰარრონმა დაადასტურა ეს ფაქტი:
”ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ როლზე, სანამ ის [ბეილი] ლოს-ანჯელესში იყო, მე კი ნიუ-იორკში. პირადად თითქმის არ შევხვედრივართ, ძირითადად ტელეფონზე ვსაუბრობდით. ვამბობდით, რომ პატრიკ ბეიტმანი მარსიანელს ჰგავს: ის სამყაროს ისე უყურებს, თითქოს სხვა პლანეტიდან იყოს, ცდილობს დაემსგავსოს ადამიანებს, ცდილობს ზუსტად გაარკვიოს, როგორ უნდა მოიქცეს. და ერთ დღეს ბეილმა დამირეკა და მითხრა, რომ დევიდ ლეტერმანის შოუში ნახა ტომ კრუზი, ის სულ მეგობრული იყო, მაგრამ სრულიად ცარიელი თვალები ჰქონდა. სწორედ ამან შთააგონა როლისთვის."image

15. დემიენ შაზელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა, ვინც მიიღო ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის “ ლა ლა ლენდში".

დაჯილდოების დროს შაზელი 32 წლის იყო. მან ნორმან ტაუროგს ყველაზე ახალგაზრდა ოსკაროსანი რეჟისორის ტიტული ჭამოართვა: როდესაც 1931 წელს ოსკარი მოიპოვა ფილმისთვის “სკიპი" ის 221 დღით უფროსი იყო შაზელზე 2017 წლის 27 თებერვალს.image

1
157
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
157
  
2023, 20 მაისი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1