x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
სად არის ყველაზე არაპრაქტიკული და უცნაური სტადიონი მსოფლიოში?
image

სამხრეთ აფრიკაში მაბატოს (Mmabath)o სტადიონს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ სტადიონს უწოდებენ ტრიბუნების უჩვეულო განლაგების გამო. ის 1981 წელს აშენდა ებრაელი ინჟინრებისა და არქიტექტორების მიერ.


Mmabatho Stadium მდებარეობს სამხრეთ აფრიკის ქალაქ მაფიკენგში, ბოტსვანასთან საზღვართან. ის ქვეყნაში სიდიდით მეხუთე სტადიონია და 59000 მაყურებელს იტევს. იგი აშენდა 1981 წელს, აპარტეიდის ეპოქაში, მთავრობის მაშინდელი მეთაურის ლუკას მანგოპეს ბრძანებით.


სტადიონი დააპროექა ებრაელმა არქიტექტორმა ისრაელ გუდოვიჩმა და ინჟინერმა ბენ აბრაამმა და დღემდე სამარცხვინოდ ითვლება. ინჟინრებმა შეიმუშავეს კონცეფცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სტადიონის დიზაინის თითქმის ყველა ძირითად პრინციპს, მაგრამ ამის მიუხედავად, მშენებლობა მთელი დატვირთვით მიმდინარეობდა.


image

დღეს სტადიონი ითვლება ყველაზე „არაპრაქტიკულ არქიტექტურულ ნაგებობად“.


ყველაზე მეტი კითხვები ჩნდება მაღლა მდგომ ტრიბუნებზე, რომლებიც მიმართულია არა მინდორისკენ, არამედ სხვა ტრინუნებისკენ. თამაშს ნორმალურად რომ უყუროს მაყურებელი იძულებულია გვერდულად გაიხედოს. მსგავსი უხერხულობა სტადიონის გახსნისთანავე დაიწყო.


გარდა ამისა, სტადიონზე მოუხერხებლად არის განთავსებული კიბეები. მრავალი მიზეზის გამო, დღესდღეობით იგი იშვიათად გამოიყენება, მხოლოდ საქველმოქმედო საფეხბურთის მატჩებისთვის ან ადგილობრივი სამხრეთ აფრიკული კლუბებისთვის

image

გახსნიდან ეს იყო ადგილობრივი გუნდის, Mmabatho Kicks-ის საშინაო სტადიონი, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ისინი სხვა მოედანზე აგრძელებენ ასპარეზობას.. 2010 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატის დროსაც კი, Mmabatho არ გამოიყენებოდა არც ოფიციალურად და არც სავარჯიშოდ.ფაქტობრივად დღეისთვის სტადიონს დაკარგული აქვს ფუნქცია



1
390
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
390
  
2023, 19 მაისი, 23:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1