პრინცის საყვარლიდან ინგლისის დედოფლობადე- ნაკლებად ცნობილი ფაქტები კამილა პარკერის შესახებ
როდესაც აპრილის დასაწყისში ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ჩარლზ III-ის გამეფებაზე მოსაწვევები გაგზავნა, კამილას სტატუსზე დებატები დასრულდა – ის „დედოფალი კამილაა“. და მიუხედავად იმისა, რომ იყო მოსაზრებები, რომ კამილა გახდებოდა "პრინცესას მეუღლე" და ვერასოდეს მიუახლოვდებოდა სტატუსში ელიზაბეტ II-ს, რომელიც გარდაიცვალა გასული წლის სექტემბერს. თუმცა, თავად დედოფალი ელიზაბეტ ერთ დროს დათანხმდა “უსაყვარლესი" რძლის მაღალ ტიტულს, თუ ჩარლზი ავიდოდა ტახტზე.
საიდუმლო არ არის, რომ ჩარლზისა და კამილას ურთიერთობა მანამდე დაიწყო, სანამ ის დიანაზე დაქორწინდებოდა. და ამ ურთიერთობებმა თავიდანვე გამოიწვია საზოგადოებაში უკმაყოფილება და ბევრი წინააღმდეგობა. მაგრამ მას შემდეგ, რაც პრინცესა დიანა ტრაგიკულად გარდაიცვალა 1997 წელს, წყვილი პრაქტიკულად არ დაშორებულა და წელს 18 წელი შესრულდება, რაც ისინი ერთად არიან. კამილას დედოფლად დანიშვნა იყო ბოლო ნაბიჯი მის რთულ გზაზე. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს კამილა პარკერის შესახებ:
1. კამილა მაღალი საზოგადოების ქალბატონია, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა მუშაობაში
კამილა როზმარი შანდი დაიბადა ლონდონში 1947 წლის 17 ივლისს. ბავშვობა გაატარა ბრიტანეთის დედაქალაქში და აღმოსავლეთ სასექსის სამხრეთ საგრაფოში. მისი მშობლები იყვნენ მაიორი ბრიუს შანდი, ბრიტანული არმიის ოფიცერი, რომელიც გახდა ბიზნესმენი, და როზალინდ კუბიტი, როლანდ კუბიტის, მე-3 ბარონ ეშკომბის ქალიშვილი. კამილას ჰყავს უმცროსი და, ანაბელ ელიოტი და ჰყავდა უმცროსი ძმა, მარკ შანდი, მწერალი, რომელიც გარდაიცვალა 2014 წელს.
ოჯახი ეკუთვნის ბრიტანულ არისტოკრატიას და საუკუნეების მანძილზე მჭიდრო კავშირები ჰქონდა სამეფო ოჯახთან. ალისა კეპელი, კამილას დედის ერთ-ერთი დიდი ბებია, იყო მეფე ედუარდ VII-ის საყარელი 1800-იან წლებში.
კამილა 2006 წელს ქალიშვილის ქორწილში დგას ყოფილ ქმარს ენდრიუ პარკერ ბოულსსა და მეფე ჩარლზს შორის.
2. კამილა დაქორწინებული იყო, ჩარლზი კი მისი შვილის ნათლიაა
კამილა თავის პირველ მეუღლეს, ოფიცერ ენდრიუ პარკერ ბოულსს 1960-იანი წლების ბოლოს შეხვდა და მათი ნიშნობა გამოცხადდა The Times-ში 1973 წელს. ისინი იმავე წლის 4 ივლისს ლონდონში დაქორწინდნენ და ეს ღონისძიება იყო წლის ნამდვილი ქორწილი, რომელსაც ესწრებოდა 800 სტუმარი უმაღლესი კლასიდან. მათ შორის იყვნენ სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის ჩარლზის და ანა და დედოფალ ელიზაბეთის დედა და და მარგარეტი.
კამილას, რომელმაც მიიღო გვარი პარკერ ბოულსი, და მის მეუღლეს ენდრიუს ჰყავდათ 2 შვილი - ტომი (დაიბადა 1974 წელს) და ლორა (დაიბადა 1978 წელს). პრინცი ჩარლზი ტომის ნათლია გახდა.
რაც შეეხება ჩარლზს და კამილას, ისინი პირველად 1970 წელს პოლოს მატჩზე შეხვდნენ და რომანი გააჩაღეს. მაგრამ 1971 წელს პრინცი ჩარლზი წავიდა სამეფო საზღვაო ფლოტში სამსახურში. თუმცა, მათი ურთიერთობა მას შემდეგაც არ შეწყვეტილა, რაც კამილა პარკერ ბოულზზე დაქორწინდა.
სამართლიანები რომ ვიყოთ, იმ დროს მათ არც მისცემდნენ დაქორწინების უფლებას მაშინაც კი, თუ კამილა ქმარს გაეყრებოდა- ეს ეწინააღმდეგება სამეფო წესებს. ან ჩარლზს უნდა დაეტოვებინა ტახტი, როგორც ეს გააკეთა დედოფალ ელიზაბეტ II-ის ბიძამ ედუარდ VIII-მ. 1936 წელს მან განქორწინებულ ამერიკელ სოციალისტს უოლის სიმპსონს სთხოვა ხელი, გვირგვინს სიყვარული არჩია.
3. რთული გზა აღიარებამდე
კამილა 1995 წელს დაშორდა ენდრიუ პარკერ ბოულსს. პრინცესა დიანა და პრინცი ჩარლზი 1992 წელს დაშორდნენ, მაგრამ განქორწინება ოფიციალურად მხოლოდ 1996 წელს დასრულდა. ამის შემდეგ ჩარლზმა დაიწყო კამილასთან ერთად გამოჩენა სხვადასხვა ღონისძიებებზე, თუმცა, არაოფიციალური სახით.
2000 წელს ჩარლზი და კამილა ერთად დაესწრნენ საბერძნეთის ყოფილი მეფის, კონსტანტინე II-ის დაბადების დღეს.2002 წელს დედოფალმა კამილა მიიწვია დაბადების დღის აღსანიშნავად, ხოლო 2005 წელს ჩარლზმა და კამილამ უინძორში იქორწინეს. პრინცი უილიამის და კამილას ვაჟი ტომი მოწმის როლს ასრულებდნენ სამოქალაქო ცერემონიაზე, რადგან ახალდაქორწინებულთა არცერთი მშობელი არ იმყოფებოდა.
იმ დროს ბრიტანელები კამილას, რბილად რომ ვთქვათ, ფრთხილად ეპყრობოდნენ. განსაკუთრებით პრინცესა დიანას ერთგული თაყვანისმცემლები. და მაინც, ჩარლზთან ქორწინების წლების განმავლობაში, კამილამ მოახერხა ბრიტანელების გულების მოპოვება: გამოკითხვებმა აჩვენა, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ამ ქორწინებას და 2023 წელს The Independent-მა კამილა დაასახელა წლის ყველაზე გავლენიან ქალად.
4. უყვარს ძაღლები, მებაღეობა და სამკაულები და სძულს დალაგება
როგორც თავად კამილამ არაერთხელ თქვა, მისი მეგობრები და ოჯახი ნამდვილად არ აგრძნობინებდნენ, რომ ის მაღალ კლასს მიეკუთვნება. კამილას ყოფილმა მეზობელმა ერთხელ უთხრა ჟურნალისტებს, რომ ის ძალიან მოუწესრიგებელი იყო და მის საძინებელში ყოველთვის არეულობა ხვდებოდა.
სამეფო ოჯახის წევრები ცნობილები არიან კომპანიონი ძაღლების სიყვარულით. დედოფალ ელიზაბეთის საყვარელი ჯიში იყო კორგი, კამილა კი ჯეკ რასელების ფანია. მას ამჟამად ჰყავს 2 საყვარელი შინაური ცხოველი, ბეტი და ბლუბელი, რომლებიც იცხოვრებენ ბუკინგემის სასახლეში.
კამილა საქველმოქმედო საქმიანობითაც არის ჩართული - ის მფარველობს ორგანიზაციას Medical Detection Dogs, 2019 წელს კი ძაღლების მომზადების ცენტრი გახსნა.
ახალ დედოფალს ასევე ძალიან უყვარს სამკაულები: მისი ნიშნობის ბეჭედი ხუთკარატიანი ზურმუხტისფერი ბრილიანტითა და სამი ბრილიანტის ბაგეტით არის დამშვენებული.
ბეჭედი ოდესღაც დედოფალ დედას, ჩარლზის ბებიას ეკუთვნოდა და არ არის კამილას ერთადერთი ისტორიულად მნიშვნელოვანი სამკაული. მისი საფირმო ტიარაა გრევილის ტიარა, რომელიც ასევე ოდესღაც დედოფალ დედას ეკუთვნოდა.