“ლაიფ ჰაკები", ანუ სხვადასხვა ხერხები და იდეები ცხოვრების გასამარტივებლად ნამდვილად საჭირო რამაა. ყველაზე ხშირად, ნივთებს თავისი დანიშნულებისამებრ ვიყენებთ დადა არც კი განვიხილავთ ვარიანტებს, თუ როგორ შეგვიძლია განვავრცოთ მათი გამოყენება. დროდადრო სოციალური მედიის ზოგიერთი მომხმარებელი გვიზიარებს მსგავს ხრიკებს, რომლებიც საბოლოო ჯამში იმდენად ეფექტური და მარტივი გამოსაყენებელია, რომ მათზე ყველგან უნდა ისაუბრო.
1. შინაური ცხოველების ქვიშა ნაგვის ურნიდან სუნის გასაქრობად- ყველა აწყდება ამ პრობლემას. მოცემულ ფენომენში ყველაზე უსიამოვნო ის არის, რომ ურნა შეიძლება გაჟღენთილი იყოს და ისეთი სუნი ჰქონდეს, რომ გარეცხვაც კი არ უშველის. გიფიქრიათ ამ ქვიშის გამოყენებაზე? ის შთანთქავს როგორც ტენს, ასევე სუნს და ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ მას რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დაუმატოთ.
2. ფერადი ცარცი კარადასი სუნის გასაქრობად- ცოტამ თუ იცის ამის შესახებ, მაგრამ ჩვეულებრივი საბავშვო ფერად ცარცებს, რომლებითაც ბავშვობაში ასფალტზე ვხატავდით, შეუძლია გაწმინდოს ჰაერი კარადაში და თავიდან აიცილოს შმორის სუნი. თქვენ უბრალოდ უნდა მოათავსოთ რამდენიმე ცალი თაროზე ან კალათაში. მეტი ეფექტისთვის, ცარცს ასევე შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი.
3. წებოვანი ქაღალდი პროდუქტების მარკირებისთვის- ასეთი ქაღალდი ალბათ ბევრს გექნებათ სახლში ჩაგდებული რაიმე ინსტრუმენტებთან. მათი გამოყენება პროდუქტებზე შენახვის ვადების მარკირებისთვის ნამდვილად ჭკვიანური და მოსახერხებელია.
4. ცხოველების ქვიშა ფეხსაცმელიდან სუნის გასაქრობად- უბრალოდ გაავსეთ წინდა ამ ქვიშით და დილამდე ჩადეთ ფეხსაცმელში, სულ ესაა.
5. სახამებელ მინების და სარკეების საწმენდად- ჩვეულებრივ სიმინდის სახამებელს შეუძლია სარკეები და ფანჯრები გაასუფთავოს. ნარევისთვის საჭიროა: 2 ჭიქა წყალი, 1/4 ჭიქა სპირტი, 1/4 ჭიქა თეთრი ძმარი და 1 ს.კ. კოვზი სიმინდის სახამებელი, გადაიტანეთ სითხე სპრეის ბოთლში და სულ ესაა, საწმენდიც მზადაა.
6. სათვალეების ჩასადები კოსმეტიკის ჩანთად- თუკი მოგზაურობის დროს არ გიყვართ ბევრი კოსმეტიკის ტარება და მხოლოდ საჭირო ნივთები დაგაქვთ ხოლმე, სათვალის ჩასადები სავსებით გეყოფათ.
7. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი სისხლჩაქცევების ცივ კომპრესად- სისხლჩაქცევების დროს ჩვენ ხშირად ვიდებთ რაღაცას საყინულედან კანზე, მაგალითად, ყინულის შეკვრას. ბევრად უფრო პრაქტიკული იქნება კომპრესის მომზადება და შენახვა ჩვეულებრივი სამზარეულოს ღრუბლისგან საყინულეში: უბრალოდ უნდა დაასველოთ იგი წყლით, ჩადოთ პაკეტსი და სულ ესაა.