15 საინტერესო ,,აღმოჩენა", რომელთა დანიშნულებაც მპოვნელებმა მხოლოდ ინტერნეტში კითხვის დასმით გაიგეს
ის, რაც ვიღაცისთვის ჩვეულებრივი და ბუნებრივია, სხვისთვის შეიძლება უცნაური და გაუგებარიც კი იყოს. ამ ადამიანებმა სწორედ ასეთი უცნაური “აღმოჩენები" იპოვეს, რომლებსაც ვერაფერი გაუგეს და დასახმარებლად ინტერნეტს მიმართეს:
1. “ხეზე უცნაური ქაფიანი ადგილი შევნიშნე, რომელიც წვეთავდა კიდეც"
პასუხი: ეს მწერია სახელად Philaenus spumarius, ისინი მუცლიდან უამრავ ბუშტს გამოყოფენ, რათა თავი დაიცვან მტაცებლებისგან, ექსტრემალური ტემპერატურისა და დაბალი ტენიანობისგან.
2. “რას თამაშობენ ასეთ მოედანზე?"
პასუხი: “სეპაკტაკრაუ", ეს თამაში, ასევე ცნობილია როგორც მალაიზიური ფრენბურთი, თამაშობენ 3-ზე 3-ზე, ბადეში პატარა ნაქსოვი ბურთის გადაყრით ფეხებისა და თავის გამოყენებით. ამ სპორტს ძირითადად თამაშობენ აზიის ქვეყნებში, როგორიცაა: ტაილანდი, მალაიზია, ინდონეზია, სინგაპური, მიანმარი, ვიეტნამი, კამბოჯა, ლაოსი, ინდოეთი და ფილიპინები.
3. “ამ გზაზე ყველა სახლს ჭიქების ეს ჯაჭვები აქვს სახურავების კუთხეებში, მგონია, რომ რაიმე კავშირი აქვს მორწყვასთან და წვიმის წყალთან, მაგრამ რა არის ეს და როგორ მუშაობს?"
პასუხი: წვიმის ჯაჭვებია, კარგი ალტერნატივაა წყლის მილებისთვის. ფართოდ გამოიყენება იაპონიაში.
4. “რაღაც მბრუნავი ბარაბანებია, რაზეც მდინარე გადის"
პასუხი: ეს არის ხრახნიანი ხაფანგი თევზისთვის, რომლის დანიშნულებაა პატარა თევზების დაჭერა შემდგომი დათვლისთვის. ხშირად ასეთი დანადგარები გამოიყენება ახალგაზრდა ორაგულის დასათვლელად.
5. “სატვირთო მანქანა გამჭვირვალე სეგმენტირებული სახურავით (ლონდონი). რატომ აქვს სატვირთო მანქანას ასეთი სახურავი? "
პასუხი: ის უფრო იაფია ვიდრე მთლიანად ლითონის კორპუსის დამზადება და თუ სახურავი სადმე დაზიანებულია, მაშინ საკმარისი იქნება მხოლოდ 1 სეგმენტის შეცვლა. ასევე, განათებაში ფული არ იხარჯება.
6. “მაღაზიაში ვიპოვე რაღაც პლასტმასი სახელურზე ძაბრით. რაღაც დამჭერს ჰგავს, მაგრამ არ ვიცი რისთვის, პერსონალმაც კი არ იცოდა რა იყო"
პასუხი: ეს არის კონტეინერი საწმენდი საშუალებების გადასატანად. ძაბრი გამოიყენება სპრეის ბოთლების შესავსებად.
7. “ავღანეთში ვიყიდე ბაზარზე, ვერ ვხვდები რისთვისაა, თავსახური არ ძვრება"
პასუხი: გვერდზე წარწერით თუ ვიმსჯელებთ, თავდაყირა გიჭირავთ. წერია, რომ ეს არის ზეთის ნათურა, და ხრახნი, რომელიც ზემოდან არის, აშკარად შექმნილია მისი სადღაც დასაკრავად.
8. “უცნაური არხი ვიპოვეთ ტელევიზორში"
პასუხი:მე ვარ ტექნიკოსი, ვმუშაობ სიგნალის პრობლემების მოგვარებაზე. ეს არის უხეშად დანერგილი სიგნალის მონიტორი. ტექნიკოსი რთავს ამ არხს, რათა დაათვალიეროს სიგნალის დონეები სხვადასხვა სახლებიდან, იმის გასარკვევად, თუ ვის აქვს სიგნალის პრობლემები.
9. “რა განსხვავებაა დაბლა ღილაკებს შორის? ორივეთი იხსნება ლიფტის კარი"
პასუხი: ერთი რიგის ღილაკები განკუთვნილია ლიფტის კარის გასაღებად ერთ მხარეს, ხოლო მეორე რიგის მეორე მხარეს. პირველ სართულზე შეგიძლიათ გახსნათ 2 კარი - რაც დასტურდება ღილაკებით 1 და 1R.
10. ეს რა გაიზარდა ჩემი სააბაზანოს ჭერზე?"
პასუხი: ჩვეულებრივი სოკოა, სილიო.
11. “სარდაფის ქვეშ 2 მეტრის სიღრმეში იყო, 100 წელზე მეტი ხნისაა! რა არის?"
პასუხი: ეს არის ტრადიციული ჩინური სოიოს სოუსის ქილა პატარა წვერით.
12. “სახლის დალაგების დროს ვიპოვე, საკმაოდ მძიმეა და ბასრი"
პასუხი: ეს არის ბოთლის გასახსნელი იაპონური ნინძას იარაღის სახით.
13. “ეს რა ნიშნებია ხეზე? გერმანიაში ვიპოვე"
პასუხი: ეს არის სკიპიდარის დასამზადებლად ხის ფისის შეგროვების ძველი ხერხი.
14. “2 ასეთი ქოხია მიწაზე, სადაც სახლი უნდა აშენდეს"
პასუხი: ეს არის ღამურების სახლები. ისინი მწერების პოპულაციის შესამცირებლად მონტაჟდება.
15. ორი ქრომის ბურთი. მოძრაობენ ზემოთ და ქვემოთ. ბერლინში ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს შენობაზე ვნახეთ."
პასუხი: ეს არის ჰელიოსტატი, მაგრამ ძირითადად ალბათ დიზაინისთვის შექმნეს.