x
მეტი
  • 14.04.2024
  • სტატია:134297
  • ვიდეო:352801
  • სურათი:508399
10 "არომატული" და "წვნიანი" ფაქტი საზამთროს შესახებ

image


1. ყველასთვის ცნობილია, რომ საზამთრო ყველაზე დიდი კენკრაა მსოფლიოში. თუმცა, ბოტანიკური თვალსაზრისით, ის გოგროვანთა ოჯახს ეკუთვნის.


2. საზამთროს სამშობლო სამხრეთ აფრიკაა, მისი გამოსახულება უკვე ძველ ეგვიპტურ სამარხებშიც გვხვდება. საზამთროს ძველი რომაელებიც იცნობდნენ. მას, საკუთარ ლექსებში, ვერგილიუსიც (ძვ. წ. აღრ. 70 – 21 წწ.) ახსენებს. რომაელებს განსაკუთრებით უყვარდათ საზამთროს ქერქის ცუკატები და საზამთროს თაფლი (სქელ კონსისტენციამდე, მოხარშული საზამთროს წვენი).


3. საზამთროს გამოყენებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, არანაირი უკუჩვენება არ არსებობს.


4. საზამთროს ნაყოფის, დაახლოებით, 80% წყალია. გარდა ამისა, საზამთროს შემადგენლობაში არის ფრუქტოზა, მიკროელემენტები და მცენარეული ბოჭკო. და რადგან 30-40 გრ. ფრუქტოზა, ორგანიზმის მიერ, ინსულინის საჭიროების გარეშე შეიწოვება. ამიტომ, დღეში, 200-300 გრ. საზამთროს მირთმევა, ინსულინდამოკიდებული დიაბეტის მქონე პაციენტებსაც კი შეუძლიათ.


5. 2005 წ. პირველად, ჩინეთსა და იაპონიაში, გაყიდვაში კუბური საზამთრო გამოჩნდა, სარეკლამო სლოგანით — «ეს საზამთრო იდეალურია მაცივარში შესანახად». ეს სასწაული, დაახლოებით, 90 დოლარი ღირდა. საზამთროსთვის ასეთი ფორმის მისაცემად ფერმერები, ნაყოფის ზრდის დროს, მას შუშის ყუთებში ათავსებდნენ.


image


6. საზამთროს გემოს შაქრიანობა განაპირობებს. რაც უფრო მეტია შაქარი, მით უფრო გემრიელია ის.


7. რაც უფრო გამოხატულია მუქ ქერქზე ღია ზოლები, მით უფრო გემრიელი და მწიფეა კენკრა. ანუ საზამთროს შეფერილობა კონტრასტული უნდა იყოს — მუქი მწვანე და ღია სალათისფერი.


8. 100 გრ. საზამთრო 38 კკალორიაა — რაც ძალიან კარგია! ორგანიზმის გასაწმენდად, უკუჩვენებების არ არსებობის პირობებში, ერთ ჯერზე, მისი შეუზღუდავი რაოდენობით მიღება შეიძლება (რა თქმა უნდა, დიაბეტიანებისთვის არა).


9. ლა-ნავაში (ესპანეთი) ყოველწლიურად საზამთროს ფესტივალი იმართება. ბოლო ჯერზე, იქ 400 ადგილობრივი საზამთროსგან, 2, 5 ათასი ლ. პუნში მოამზადეს და დალიეს.


10. ტრადიციულად, სექტემბრის დასაწყისში, ამ გემრიელობას, საკუთარ ხარკს ჩინელებიც უხდიან. დღესასწაულის მთავარი კერძი კი, ტრადიციულად, შემწვარი საზამთროა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მაღაროელების აღმოჩენამ სამეცნიერო სამყარო საგონებელში ჩააგდო

* ძველი ეგვიპტის საგანძური – საოცარი არტეფაქტები

* ერთის გარდა, ყველა პლანეტას ღმერთის სახელი ჰქვია



6
91
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
91
  
2023, 30 მაისი, 23:34
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 27 მაისი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 0:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მაისი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 მაისი, 23:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6