კაბები "სიძე სადაა?!'' - ბაბი კირკიტაძე საპატარძლო კაბაში გამოჩნდა 2023, 17 მაისი, 18:58 "ღამის შოუს" ბენდის მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ სოციალურ ქსელში ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის საპატარძლო კაბაშია გამოწყობილი, გამომწერთა კომენტარებმა, რომელთა რაოდენობაც 128 ათასია, არ დააყოვნა:
"სიძე გვინდა და ეგაა" "გათხოვდი? "სიძე სადააა?ლავ" "ულამაზესი ხარ" "აი ეს არის სილამაზე" "შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა .ულამაზესი ხარ ბაბი"-უწერენ ბაბი კირკიტაძეს კომენტარებში. როგორც ირკვევა, ბაბი საპატარძლო კაბაში ერთ-ერთი კომპანიის სარეკლამო გადაღებისთვის პოზირებს შეგახსნენებთ, გასული წლის შემოდგომაზე ბაბი კირკიტაძის წინააღმდეგ სკანდალი აგორდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კასპის მერიამ მას 12 000 ლარი ჩაურიცხა. მერიის ფინანსური სამსახურის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მომღერალმა აღნიშნული თანხა ტელეკომპანია "იმედის" "ღამის შოუს ბენდის" მომსახურების გამო მიიღო... 23 ოქტომბერს ბენდმა კასპში "კასპობასთან" დაკავშირებით იმღერა, რისთვისაც მერიისგან 12 ათასი ლარი მიიღო. ასევე ცნობილი გახდა, რომ "ღამის შოუს ბენდი" ქარელში, 5 ნოემბერს "ქარელობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ კონცერტზე ბიუჯეტისგან 17 000 ლარს მიიღებდა. "ღამის შოუს" ბენდი ტელეკომპანია "იმედს“ აფორმებს მუსიკალურად. მისი სოლისტი ბაბი კირკიტაძე "პოსტ ტვ-ის“ ერთ-ერთი წამყვანია. ბენდს ხშირად იწვევენ ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში კონცერტების ჩასატარებლად. 486 2-ს მოსწონს
|