კაბები პატარძლის ხელისმომკიდეს კაბებმა სოციალურ ქსელში კამათი გამოიწვია 2020, 31 ოქტომბერი, 14:19 ავსტრალიურმა სამოდელო ბრენდმა Meshki- მ საქორწილო ასორტიმენტს ხელიმომკიდეთა კაბების კოლექცია დაუმატა, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება. მაგალითად, ბრენდის ვებ – გვერდზე გამოჩნდა Danielle მოდელის კაბები, რომლის ღირებულება 199 დოლარია. კაბები დამზადებულია კორსეტის სტილში, სამაგრებით და ღრმა დეკოლტეთი, აბრეშუმის ქვედაბოლოთი, წელის არეში ნაკეცებით და მარჯვენა მხრიდან ღრმა ჭრილით. ისინი ხელმისაწვდომია ოთხ ფერში: პუდრისებრი, თეთრი, შავი და შამპანი. Meshki-ის მომხარებლები კაბის ვულგარულმა დიზაინმა შეაცბუნა და აღშფოთება გამოხატეს მაღაზიის Facebook გვერდზე განთავსებულ კომენტარებში. "მე არ მინდა მისი მკერდი ბრწყინავდეს ჩემს ქორწილში!" "ვითომდა ეს მეჯვარის შესაფერისია?, "სექსუალურ ღამის პერანგს უფრო ჰგავს", "იქნებ ცოტა ძველმოდური ვარ, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს კაბა შეიძლება პატარძალმა მხოლოდ ქორწილის ღამეს ჩაიცვას ”, - დაწერეს კომენტარებში. თუმცა, გამოჩდნენ სხვა მომხმარებლები, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.. "პირიქით, მე ძალიან მომეწონა", "საყვარელი სამოსი", "ეს მშვენიერი კაბაა", "ფანტასტიკურად გამოიყურება!" - წერდნენ მომხმარებლები. 1800 4-ს მოსწონს
|