კაბები კაბა "აო დაი"-ვიეტნამის სიამაყე 2019, 2 თებერვალი, 10:19
კოსტიუმი - აო დაი (ან აო ზაი)ვიეტნამის სიამაყეა, რომელიც ქალის სინაზეს, სინატიფეს და გრაციოზულობას უსვამს ხაზს. მისი წარმოშობის ისტორია ბოლომდე დაუდგენელია, ყოველ შემთხვევაში, უძველეს ნკოლგუს ბრინჯაოს დაფდაფებზე ნახატების მიხედვით აო დაის ამზადებდნენ ცხოველების ტყავისგან და ფრინველთა ბუმბულისგან დები ჩინგების დინასტიის დროს(ჩ.წ.-ით 38-42 წლები), რომელიც შედგებოდა ორი და ოთხი წყებისგან, რაც მშობლებისადმი პატივისცემის სიმბოლო იყო. ქალები, რომლებიც ოთხწყებიან კაბას ატარებდნენ(აოტიტხანი), ნიშნავდა, რომ საკუთარი მშობლებთან ერთად მეუღლის მშობლებსაც პატივს სცემდნენ.
თუმცა აო დაის ფუძემდებლად მაინც ითვლება თავადი ვი ვიონგი(ნგუენ ფხუკ კხოანი-1738—1765). ამ დროს კაბაში მოხდა ცვლილებები უკვე 5 წყებით, მეხუთე უკვე აღნიშნავდა საკუთრივ მფლობელს, ხოლო კაბაზე მიკერებულ 5 ღილს ფილოსოფიური დატვირთვა ჰქონდა, რაც ნიშნავდა სიკეთეს, თავაზიანობას, სულგრძელობას, ჭკუას და ერთგულებას.
აო დაის ფასონში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა XX საუკუნის პირველ ნახევარში, რა დროსაც კაბაში იყენებდნენ სხვადასხვა ტიპის მრავალფეროვან ქსოვილებს. ყველაზე სერიოზული იყო მხატვარი ლე მურის(ნამდვილი გვარი ნჰუენ კატ ტიონგი) ნამუშევრები, სადაც იგრძნობოდა ევროპული კულტურის ზეგავლენაც, 1934 წელს ჟურნალმა "სილამაზემ" მოაწყო მის მიერ დამზადებული კაბების სახალხო ჩვენება, ამავე პერიოდში იწყებს მოღვაწეობას კიდევ ერთი მხატვარი ლე ფო. აო დაისთვის დამახასიათებელია მაღალი საყელო, ძირითადად ორი წყებით, ჩაკერებული აბრეშუმით და ბადით, ჩვეულებრივად გაწყობილია ყვავილების გამოსახულებით, ორნამენტებით ან რაიმე სიუჟეტით, აო დაი ფართო შარვლით და ნაციონალური შლაპა ნონით არის თანამედროვე ვიეტნამის სიმბოლო . ქალები აო დაის იცვამენ ძირითადად საზეიმო ღონისძიებებზე, ეს იქნება ახალ წელი, ქორწილები თუ ბანკეტები. აქვე არის განსაზღვული ფერიც და შესაბამისად, ქალის ასაკიც. მაგალითად, ქორწილებში ძირითადად წითელი ფერის კაბა აცვიათ, რაც მათი ტრადიციის მიხედვით ბედნიერების და წარმატების სიმბოლოა, ხოლო თეთრი ფერის აო დაი ძირითადად სკოლის მოწაფეების დამამთავრებელი კლასების და სტუდენტებისთვის არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ აი დაის მამაკაცებიც ატარებენ, როგორც სააღლუმე კოსტიუმს, მაგალითად, 2006 წელს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური საბჭოს სამიტზე სხვადასხვა ქვეყნის სტუმრებს აო დაის კაბები ჩააცვეს. აო დაი არცთუ იაფი სიამოვნებაა, კაბის ოფიციალურ საიტზე მისი ფასი 200 აშშ დოლარიდან 400 დოლარამდე მერყეობს. 199 5-ს მოსწონს
|