x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"საშინელი ფეხსაცმელი, საშინელი ფეხები, შეუსაბამო ჩაცმულობა" - საკულტო მსახიობი არ დაინდეს და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს
image

კარიკატურული ფეხსაცმელი და შეუფერებელი მინი ჰოლივუდის ვარსკვლავის იმიჯს სასაცილოს ხდიდა.



ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი ჯულია რობერტსი ხშირად არ ხდება გაჭორვის ობიექტი.


თუმცა, საკმარისი აღმოჩნდა 56 წლის მსახიობს ერთხელ დაეშვა შეცდომა ჩაცმულობაში და სოციალური ქსელი უმალ აივსო ნეგატიური კომენტარებით.



აახლახან ჯულია რობერტსი ლონდონში სტუმრობდა ფილმის "Leave the World Behind" პრემიერას, სადაც ისეთი მოკლე ქვედაკაბა ეცვა, რომ ჯულიას ყველაზე ერთგული თაყვანისმცემლებიც კი გაოგდნენ.

image

"ოსკაროსანი" მსახიობი ღონისძიებას დაესწრო გრძელი ვარდისფერი ჟაკეტით და მინი ქვედაკაბით, რომელიც ძლივს ჩანდა პიჯაკის ბოლოდან.


და ეს ყველაფერი არააა, ვარსკვლავის საკამოდ დაუშნოებულ ფეხებს "ამშვენებდა" ვერცხლისფერი უცნაური ფოჩიანი ფეხსაცმელი, რაც "ლამაზმანის" იმიჯს უბრალოდ კარიკატურად აქცევდა.

image

"ვაჰ, პირველად არის, რომ ის არ გამოიყურება კარგად. საშინელი ფეხსაცმელი, საშინელი ფეხები, შეუსაბამო ჩაცმულობა“, - აღნიშნეს მომხმარებლებმა.

image

ჯულიას თაყვანისმცემლებმა ურჩიეს, რომ „სტილისტი გაეთავისუფლა და კოლგოტები ეყიდა“ და თქვეს, რომ ასეთი ფეხების გამო მას გრძელი ტანსაცმელი გამოადგება.


რობერტსს ბრალს სდებდნენ ახალგაზრდულად წარმოჩენის წარუმატებელ მცდელობაში, რაც უდავოდ გააბრაზებდა ჯულიას, მით უმეტეს თუ მის ფოტოებზე ყველა კომენტარს წაიკითხავდა.

image

ამერიკელი მსახიობის, ჯულია რობერტსის კინოკარიერა იწყება 1989 წელს, როდესაც მისი დებიუტი შედგა ფილმში "ფოლადის მაგნოლიები" და "ოქროს გლობუსიც" მიიღო ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის, თუმცა ნამდვილი წარმატება დგება ერთი წლის შემდეგ ფილმში "ლამაზმანი"(1990 წელი), რომელიც ფაქტობრივად მსახიობის სავიზიტო ბარათი გახდა მისი თითქმის 35 წლიანი კარიერის მანძილზე, 463 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავლით „ლამაზმანი“ ყველაზე შემოსავლიანი რომანტიკული კომედიად ითვლება კინოს ისტორიაში.

0
775
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
775
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0