x
image
ნინო ხიმშიაშვილი
განკარგულება, რომლითაც პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა

image



მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წითელ მოედანზე 9 მაისი იზეიმა, მეორე დღესვე გამოსცა განკარგულება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.






ამავე თემაზე:

"ჯორჯიან ეარვეისი" რუსეთთან ფრენებს უარყოფდა, ახლა კი ლანძღავს და ემუქრება მათ, ვინც წინააღმდეგია მოსკოვთან ფრენების აღდგენის




განკარგულებაში წერია, რომ საქართველოს მოქალაქეები 2023 წლის 15 მაისიდან შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას რუსეთში 90 დღის განმავლობაში.

განკარგულებას ხელს აწერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.




პუტინის განკარგულება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ


პუტინის განკარგულება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ

განკარგულების დოკუმენტი 10.05.2023 № 335 გამოქვეყნებულია publication.pravo.gov.ru -ზე



"Azimuth" იქნება ერთ-ერთი მთავარი რუსული ავია-კომპანია, რომელიც რუსეთი-საქართველოს მიმართულებით ფრენებს განახორციელებს. "აზიმუტი" უკრაინის მიერ დასანქცირებული კომპანიაა, გარდა ამისა მას საერთაშორისო დონეზე დაბალი რეიტინგი აქვს.


პირდაპირ ფრენებს 20 მაისიდან უერთდება საქართველოს ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი".


აქ ბილეთის ფასი 825 ლარიდან იწყება.


image



0
41
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0