საზოგადოება "თქვენსა და ჩვენს შორის იცით რა არის განსხვავება?!" - ვის მიმართავს ნათია ბერიძე 2023, 16 მაისი, 15:38
"ძალიან ხშირად მეკითხებიან:
“ასე ძალიან რატომ გძულს ნაცები, რა დაგიშავეს?!” “რატომ მოგწონს ბიძინა რა გაგიკეთა(ეს)?!” ჩემთვისნდა ჩემი ოჯახისთვის პირადად არავის არაფერი დაუშავებია თუ იმას არ ჩავთვლით რომ ჩემი აქტიურობა მუდამ ნერვებს უშლიდათ, აქციები, ხმამაღალი პროტესტი. ისე არც ბიზნესი წაურთმევია ვინმეს (არც გვქონია) არც უძრავი ქონება და ფული (არც ეგ გვქონია ერთი ბინის გარდა) მაგრამ: ჩემი ქვეყანა სისხლის ბურუსში გაახვიეს, ჩემი ქვეყნის მოქალაქეები აწამეს, გააუპატიურეს, დახოცეს, ჩემს ქვეყანას ანადგურებდნენ და ახლაც ანადგურებენ. გია კრიალაშვილი, სულხან მოლაშვილი, ბუტა რობაქიძე, სანდრო გირგვლიანი და ირინა ენუქიძე, ვაზაგაშვილები, ასეულობით პატიმარი, ასეულობით ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდა “მიქნეს!” რაც შეეხება მეორე კითხვას, პირადად ჩემთვის არც მათ არაფერი გაუკეთებია(თ), მაგრამ თქვენ გაგიკეთეს, ლევანი და დათო ბერძენიშვილები რომ ხართ, ძიძიგური და გუბაზა რომ ხართ, დავით ზურაბიშვილი რომ ხარ, თაკო და მამუკა ჩარკვიანები რომ ხართ, ეკა რომ ხარ ბესელია და უსუფაშვილი რომ ხარ დათო, ხიდაშელი რომ ხარ და ლევანი ხარ გოგიჩაიშვილი, გედი რომ ხარ ფოფხაძე, მარგველაშვილი და მაკა ჩაჩუა რომ ხარ… (კიდევ რომ ჩამოვთცალო ვერ დავასრულებ) მე არა და თქვენ ნამდვილად გაგიკეთათ, ფეხზე დაგაყენათ, სახლი მოგცათ, ჭერი რომ გაქვთ ეგ თქვენ მოგცათ, ცოცხლები რომ ხართ ეგ სიცოცხლე მოგცათ, ვინმე რომ გიცნობთ ეგ მოგცათ, ფულები რომ იშოვნეთ ეგ მოგცათ თქვენ! მე თვალით არ მინახავს ის კაცი და ჩემი არსებობაც არ იცის საერთო! მე ჩემი ქვეყნის თავისუფლება მომცა, ჩემი ქვეყანა მანიაკებისგან იხსნა, ჩემი ხალხი გადაარჩინა პირდაპირ გენოციდს ნაც მოძრაობის ხელიდან, ჩემი ქვეყნის კულტურული ძეგლები გადაურჩინა მომავალ თაობას და ქვეყანაში რაც მნიშვნელოვანია ის “მომცა” თუმცა თქვენსა და ჩვენს შორის იცით რა არის განსხვავება?! თქვენ რომ მხოლოდ “შენ რა მოგცა, შენ რა დაგიშავა, შენ რა გაგიკეთა, შენ რა წაგართვა” გაინტერესებთ და ჩვენ დანარჩენ საღ ნაწილს საზოგადოებისა, პირად ინტერესზე მაღლა ქვეყნის ინტერესები გვიყენია! მე თავისუფალი, ნაცების სისხლიანი მმართველობისგა თავისუფალი ქვეყანა მომცა და მატერიალურს როგორმე ხელის განძრევით ვიშოვნი!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნათია ბერიძე. 175 2-ს მოსწონს
|